workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გოლის 12 ავტორი – საუკეთესო შედეგი ევროპაში

გოლის 12 ავტორი – საუკეთესო შედეგი ევროპაში

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 21 გოლი “ბარსელონას” აქვს გატანილი. თუმცა ეს ერთადერთი მაჩვენებელი არაა, რაშიც კატალონიური კლუბი საუკეთესოა.

ლა ლიგის 9 ტურში გოლის გატანა “ბარსელონას” უკვე 12-მა ფეხბურთელმა მოახერხა. ეს საუკეთესო შედეგია არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე 96 გუნდს შორის.

თავდამსხმელებიდან თავის გამოჩენა რობერტ ლევანდოვსკიმ, ფერან ტორესმა, რაფინიამ, ჟოაუ ფელიშმა და ლამინ იამალმა, ანუ ყველამ მოახერხა. გოლი გაიტანა ხუთმა ნახევარმცველმა: პედრიმ, გავიმ, ფრენკი დე იონგმა, ფერმინ ლოპესმა და სერჟი რობერტომ. მცველებიდან კი თავი ჟოაუ კანსელუმ და ჟიულ კუნდემ გამოიჩინეს.

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მეორე საუკეთესო შედეგი ასევე კატალონიურ “ჟირონას” აქვს – გოლის 11 ავტორი. შემდეგ მოდიან “ბრაიტონი”, “ნიუკასლი” და “მონაკო” 10-10 ფეხბურთელით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 14 ოქტ 2023, 00:22
    #3

    შარშანაც გვქონდა ამ მხრივ კარგი შედეგი თუ არ ვცდები, ყველამ შეაგდო გოლი თითქმის.

  • nika 54
    schedule 13 ოქტ 2023, 16:54
    #2

    და საუკეთესო შედეგი რატოა, გამოკვეთილი ბომბარდირი რო არა გვყავს?

  • me da barca
    schedule 13 ოქტ 2023, 15:50
    #1

    შტეგოც გაიტანს