workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩის ბოლომდე ვიბრძოლეთ | რობერტო

მატჩის ბოლომდე ვიბრძოლეთ | რობერტო

“გრანადასთან” ფრედ (2-2) დასრულებული მატჩის შემდეგ, სერჟი რობერტომ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

“გუნდმა თამაშის ბოლო მომენტამდე იბრძოლა, სირცხვილია. უნდა ვეცადოთ, რომ ბურთი ნაკლებად დავთმოთ. 

3 ქულა დავკარგეთ, თუმცა მეტოქე გუნდის 2 ბურთიანი უპირატესობა დავძლიეთ. ვიცოდით, რომ ბრაიან სარაგოსას სიჩქარისა და ლუკას ბოიეს სიძლიერის გამო უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. 

გაუქმებული გოლი? VAR ზუსტად იმიტომ არსებობს, რომ მომენტი გადამოწმდეს. არ ვიცი, ფერანი რამდენად იყო დამნაშავე, თუმცა ჩვენი საშინაო დავალება უკეთესად უნდა შეგვესრულებინა”, – აცხადებს სერჟი.

9 მატჩის შემდეგ “ბარსელონა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილს “რეალი” 24 ქულით იკავებს, რომელსაც “ჟირონა” 22 ქულით მოჰყვება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • PUIOL5
    schedule 09 ოქტ 2023, 22:26
    #7

    ციტატა: nika 54
    ასეთი გაუქმებული გოლი, დიდი ხანია არ მინახია, უფრო სწორად არასდროს არ მინახია. ტორესი ბურთთან ახლოსაც კი არ ყოფილა.


    რომ ჩათვლილიყო რა შეიცვლებოდა? ჩასვრილ უფანტაზიო ფეხბურთს რამე ეშველებოდა? ესარის პრობლემა თუარა ყოველწელიწადს ლალიგას ვერ მოვიგებთ

  • nika 54
    schedule 09 ოქტ 2023, 17:09
    #6

    ასეთი გაუქმებული გოლი, დიდი ხანია არ მინახია, უფრო სწორად არასდროს არ მინახია. ტორესი ბურთთან ახლოსაც კი არ ყოფილა.

  • Rick Sanchez
    schedule 09 ოქტ 2023, 13:36
    #5

    არ მჯერა რანაირად არ ჩათვალეს ფელიშის გოლი. მერამდენედ უნდა ამოგვიღონ სამი ქულა ჯიბიდან ესპანელმა ყ*ე მსაჯებმა.

  • me da barca
    schedule 09 ოქტ 2023, 09:48
    #4

    რობერტოს გოლიც, რომ არ გააუქმეს ის მიკვირს. იმ სიმულიანტების გამო ჯარიმა, რომ არ დადეს.

  • marco reus 11
    schedule 09 ოქტ 2023, 01:44
    #3

    წელს რეალი ჩემპიონია , ბევრად მეტი გავლენა ქონდა ეპიზოდზე ამ სამშაბათს ლიგის თამაშზე რომელი იყო ზუსტად მახსოვს მარა ის ჩაითვალა. აქ არც გადაუმოწმებიათ , იმენა მიართვეს პერესს :დ

  • frenkie dejong21
    schedule 09 ოქტ 2023, 01:29
    #2

    კიდე ვერ ვიჯერებ რო ის გოლი გააუქმეს 😃
    ახლოსაც არ ყოფილა ფერანი თავით რო ეთამაშა ბურთზე 😅

  • JustBarcaLover
    schedule 09 ოქტ 2023, 01:22
    #1

    ნეგრეირეირას საქმეს წავაგებთ რათქმაუნდა ჩვენ ვყიდულობთ მსაჯებს აბა რა მაგიტო იყო ხო გოლი რო გაგვიუქმეს 😄