workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუნდეს ტრავმა სერიოზული არ ჩანს

კუნდეს ტრავმა სერიოზული არ ჩანს

“გრანადასთან” დაპირისპირების პირველ ნახევარში “ბარსელონას” მცველმა, ჟიულ კუნდემ მარცხენა ფეხზე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

Sport-ის ინფორმაციით, პირველადი დაკვირვების საფუძველზე, ფრანგის ტრავმა სერიოზული არ ჩანს და გუნდის ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. 

კუნდე დამატებით სამედიცინო შემოწმებას ქალაქ ბარსელონაში დაბრუნებისას გაივლის, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ რა პერიოდის გაცდენა მოუწევს. 

ამ მომენტში “ბლაუგრანას” ტრავმირებულ ფეხბურთელთა შორის არიან: პედრი, ფრენკი დე იონგი, რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი და ახლა უკვე კუნდეც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 09 ოქტ 2023, 17:13
    #6

    იმ სარაგოსამ ისეთი ატრიალა, მესის სტილში ეს საცოდავი რო კიდევ კარგად გადარჩა.

  • me da barca
    schedule 09 ოქტ 2023, 09:40
    #5

    ჩავის მოსვლამდე ექიმებზე ვწუწუნებდით ხშირი ტრავმების გამო. არც ახლა ჩანს უკეთესობა. ერთი უცადინარების ჯგუფი მეორემ ჩაანაცვლა. ჩავიმ ალბათ თავისი ხალხი დაასაქმა, როგორც საქართველოში ხდება ხოლმე.

  • Don_Andresito
    schedule 09 ოქტ 2023, 01:51
    #4

    აქ თუ დაიწერა სერიოზული არააო ესეიგი პირიქითაა, როგორი არაპროფესიონალებიც ექიმები ფიზიოთერაპევტები და სამწვრთნელო შტაბის ხალხია, ისეთივე დონეა ჟურნალისტიკაშიც, რაზე დაყრდნობით წერენ სერიოზული არ ჩანსო, რახან საკაცით არ წაიღეს? ვისზეც ეგრე დაიწერა ყველა 1-2-3 თვით დაიკარგა

  • Rick Sanchez
    schedule 09 ოქტ 2023, 01:07
    #3

    ლევანდოვსკიზეც ეგრე წერდნენ… ტვინი მოიდღნა ამ ტრავმებით რაა, ყელში ამოვიდა უკვე.

  • JustBarcaLover
    schedule 09 ოქტ 2023, 01:06
    #2

    სერიოზული არ ჩანსო და დადებენ მეორე დღეს კუნდეს 1 თვე გაუცდებაო

  • DesmondHume
    schedule 09 ოქტ 2023, 00:23
    #1

    Arc lewandowskis travma egonat mag chvens eqimebs seriozuli mara ki yofila :ddd zustad sanam arityvian armaq imedi..