workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი გრანადასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი გრანადასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “გრანადასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა:

ხვალ ლიგაში ფიზიკურად ყველაზე ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდებით. “გრანადა” ყველაზე დიდ დისტანციას ფარავს. პაკო ლოპესი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და იცის, ხელი როგორ შეგვიშალოს.

ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ბრძოლა შეგვიძლია. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო მატჩებისთვის ლაზარეთში მყოფი ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან.

ჩვენი ფილოსოფია სანახაობრივი თამაშით მოგებაა. ამ კლუბში მუშაობა ყველაზე რთულია. 3 შემტევით ვითამაშებთ თუ 2-ით, მუდამ შეტევაზე ვფიქრობთ. ჩვენი სტილი არ შეცვლილა.

პორტუში ბურთით კარგად ვერ ვმოქმედებდით, მაგრამ მის გარეშე ნორმალურად ვითამაშეთ. 

რობერტის ტრავმა დიდი დარტყმაა. ის ჩვენი გოლეადორი და ლიდერია. ფერანსა და ჟოაუ ფელიშს მის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ, მაგრამ პაუ ვიქტორიც გამოვიძახე.

რამდენჯერმე ვთქვი, რომ ფერმინი ძალიან მომწონს. ის დაცვაში კარგია, დარტყმა იცის, დუელებს იგებს და ინტენსიურია. ვფიქრობ, მას ბევრი შანსი მიეცემა.

ფრენკი დე იონგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. “ბარსას” ფეხბურთელი მენტალურად ძლიერი უნდა იყოს.

კრისტენსენი ნახევარდაცვაში, რომეუს გვერდით? ანდრეასი ამ პოზიციაზე პირველი არჩევანი არაა. გიუნდოგანისა და კასადოს ვარიანტები მაქვს, მაგრამ არც დანიელის გამოყენებას გამოვრიცხავ – ნაკრებში მას აღნიშნულ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს.

მატჩის განაცხადი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • me da barca
    schedule 08 ოქტ 2023, 23:02
    #23

    მუდამ შეტევაზე არ ფიქრობ და ნუ გვაბოლებ.

  • nika 54
    schedule 08 ოქტ 2023, 14:12
    #22

    ჩვენი ფილოსოფია სანახაობრივი თამაშით მოგებაა. ამ კლუბში მუშაობა ყველაზე რთულია. 3 შემტევით ვითამაშებთ თუ 2-ით, მუდამ შეტევაზე ვფიქრობთ. ჩვენი სტილი არ შეცვლილა.
    კარგი ხუმრობები აქვს ამ ოხერს!

  • Pirat❤️💙
    schedule 08 ოქტ 2023, 08:44
    #21

    იმედია ვნახავთ დღეს კრისტენსენს საყრდენზე სკამისთვის ცოდვაა