workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
პორტუ 0-1 ბარსელონა | ბარსას პორტუგალიიდან 3 ქულა მოაქვს

პორტუ 0-1 ბარსელონა | ბარსას პორტუგალიიდან 3 ქულა მოაქვს

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში სტუმრად “პორტუ” 1-0 დაამარცხა. 

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, კომპენსირებულ დროში გაიხსნა: “ბარსამ” რომარიუ ბარუს შეცდომით ისარგებლა – პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბურთი ილქაი გიუნდოგანს ჩააბარა, რომელმაც ფერან ტორესი დიოგუ კოშტასთან პირისპირ გაიყვანა, “ზვიგენმა” კი თავისი გუნდი დააწინაურა. 

მეორე ტაიმში კატალონიურმა კლუბმა შეტევაზე უარი თქვა და მთლიანად თავდაცვაზე გადაერთო. ორ ეპიზოდში “ბარსელონა” გოლისგან შესანიშნავი ვარდნებით ჟიულ კუნდემ და რონალდ არაუხომ იხსნეს, რამდენიმე მომენტში კი გუნდი მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გადაარჩინა.

77-ე წუთზე ჟოაუ კანსელუს მიერ ხელით თამაშის გამო “ბლაუგრანას” კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მანამდე ბურთს ხელით “პორტუს” კანადელი მოთამაშე, სტეფენ ეუსტაკიო შეეხო, რის გამოც ენტონი ტეილორმა თერთმეტმეტრიანი გააუქმა. ამ მომენტიდან 3 წუთში მასპინძელთა ირანელმა ცენტრფორვარდმა, მეჰდი ტარემიმ “ბარსას” მაკრატელა გაუტანა, თუმცა აღნიშნულ მომენტში თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საბოლოოდ, “ბარსელონამ” “დრაგაოდან” 3 ქულა წამოიღო და 6 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა.

“ბარსას” ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე კიდევ 1 მატჩი ელის – გასვლაზე “გრანადას” წინააღმდეგ. სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდი “ბილბაოს” უმასპინძლებს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე “შახტარს” სახლში დაუპირისპირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • CHEPE
    schedule 05 ოქტ 2023, 10:49

    თქვენი მიკვირს რეალმა რომ უნიონს სახლში ბოლო წამზე მოუგო არიყო უსახური თამაში?? ნაპოლიმ აუშვა აფრები უაზროდ და დაისაჯა კიდეც მაგრამ ეგეც 2:2 მორჩებოდა ინდივიდუალურად რომ არ მომხარიყო მესამე გოლი…
    და რითია ერთი ეგ რეალი ძლიერი
    ბარსას ნახევარდაცვა ყავს ნუ იტყვი გიუნდოგანი რომელიც ჯერ აგონიაშია სადაა არიცის რომეუ რომელიც სიქიმაა და ბიჭო გავსულელდი გავის რომ აკნინებენ😂😂😂 ტიპმა გუშინ ყველა პოზიციაზე ირბინა ფრენკის და პედრის როლს ერთად ასრულებდა

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 05 ოქტ 2023, 10:43

    ციტატა: nika 54
    "ზვიგენმა" ??? ესეც ხუმრობაა? დელფინი მაინც დაგეწერათ უფრო მშვიდობიანი არსებაა.


    "ზვიგენი" შეარქვეს გასახდელ ოთახში. კარგა ხანია, ასე ეძახიან.

  • nika 54
    schedule 05 ოქტ 2023, 10:22

    "ზვიგენმა" ??? ესეც ხუმრობაა? დელფინი მაინც დაგეწერათ უფრო მშვიდობიანი არსებაა.

  • Rick Sanchez
    schedule 05 ოქტ 2023, 07:47

    3 კაცი დაიმტვრა და კუმანის ბარსა გავხდით ეგრევე

  • Albicelecte
    schedule 05 ოქტ 2023, 01:21

    ამ სიტუაციაში 3 ქულა მთავარია, გუნდი 2 წელი ფლეი-ოფის გარეშე რომ დარჩა ეგეც საკმარისი იყო;
    შემტევი ფუნქციის ხალხი დაილეწა და 16 წლის ბალღის იმედად იყავი, კიდევ ფერანის…
    ცენტრში კიდევ პედრი-ფრენკის გარეშე და რომეუს ამარა