ჩავი ერნანდესი და ჟოაუ ფელიში “პორტუსთან” მატჩის წინ პრესკონფერენციას მართავენ.
ჟოაუ ფელიში
“ბარსელონა” დიდი კლუბია, რომელშიც ადაპტაცია კარგად გავიარე. თუმცა ყველასთვის ყველაზე რთული ასე გაგრძელებაა.
ხუთკაციანი უკანახაზის წინააღმდეგ თამაში რთულია. ისინი დაცვაში ღრმად დგებიან და საგოლე შანსების შექმნა იოლი არაა.
ყველა გუნდი განსხვავებულად თამაშობს. “ბარსას” თამაშს ბევრად უკეთ ვერგები, ვიდრე “ატლეტიკოსას”. მე სცენარის შეცვლა მჭირდებოდა.
გვინდა, “ბარსელონა” კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტ გუნდად ვაქციოთ. ჩვენ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ, ხვალ, ალბათ, ჯგუფში ყველაზე რთულ მეტოქეს ვეთამაშებით.
ახალი თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტად ფრენკი დე იონგმა გამაკვირვა, განსაკუთრებით კი იმით, თუ როგორ აკონტროლებს თამაშს.
ჩავი ერნანდესი
ჩვენ უფრო მეტი გამოცდილება აქვს, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ტიტულები მოიგეს.
გუნდი მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ და ჩემპიონთა ლიგას აღტაცებით ვუყურებთ. ვფიქრობთ, გასული სეზონისგან განსხვავებული შედეგის ჩვენება შეგვიძლია.
ხვალ იდეალური დროა, რომ დიდებული გუნდის წინააღმდეგ დიდებული მატჩი ჩავატაროთ. “პორტუსთან” თამაში მარტივი არ იქნება, თუმცა ჩვენ ტურნირი კარგად დავიწყეთ და უკვე ჯგუფის ლიდერები ვართ.
ამ ეტაპზე ჯგუფის მოგებაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ ხვალინდელ შეხვედრაში სამი ქულის მოპოვებაზე ვღელავთ.
ფერმინი ჩვენთან ერთადაა. ის ძალიან მომწონს. პრესეზონზე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ასეთი კარგი იქნებოდა. ვინც პორტუში წამოვიდა, თამაშისთვის ყველაზე მზადაა.
პედრის და ფრენკის ტრავმები ჩვენთვის გასამართლებელი მიზეზი არ უნდა იყოს.
ლევანდოვსკისთან ხშირად ვსაუბრობ. ის თავდადებული ფეხბურთელია.
გასულ სეზონში ოთხი ნახევარმცველით თამაშმა სტაბილურობა და თავდაჯერებულობა მოგვიტანა და შეიძლება ეს წელსაც ვიხილოთ.
ვიმედოვნებ, ლამინ იამალი “ბარსელონაში” ერას შექმნის, მაგრამ ლეო მესისთან შედარებით მას არ ვეხმარებით.




ბოლო-ბოლო ამის გვარი ფელიშია თუ ფელიქსი?! ზურგზე ფელიქსი ( Felix) აწერია და არა ფელიში (Felish).
იცით რა მაინტერესებს, ნაპოლი რო ჩამოვიდეს ლიგაზე თბილისის დინამოსთან სათამაშოდ, კვარაცხელიასაც ის ელოდება რაც ამას უქნეს პორტუგალიელებმა?
მასე თუ აჭედებს ლურსმას სახლში ვინმე ჯობია შეეშვას თორე ვიღაცას რაღაცას მოწევს😂😂😂😂
მაგრამ მაგ ლოსების ჯოგს შარშანდელი 0:4 უნდა ვარყევინოთ ყველა დირკიდან დიდად დაცვა არუვარგა მაინც და შეტევა ხო საერთოდ… ნახევარდაცვა არის მათი მთავარი იარაღი და ეგ თუ დავაკომპლექსეთ რაც რეალს ემართება სულ ჩვენთან პიიიზდეეეც მერე უცებ დავუშვებთ მათ აფრენილ პარაშუტებს
რეალობის შეგრძნება არ უნდა დავკარგოთ და ობიექტურობის.ეგ გოლი შედევრია სულ რომ არ მომხდარიყო ისეთი დარტყმული იყო მაინც გავიდოდა ეგ გოლი
მაინც ვერანაირად ვერ გავიდოდა ძმა კორესპოდენტმა კი თქვა ხელით შეეხო მაგრამ აშკარად რომ შეხებოდა მიატეხავდა ხელის მტევანს… მოხვდა ძელს და მერე მეკარეს კისერში არ ვაკნინენ მაგ გასროლას მაგრამ ეგ რომ გამართლებაა მაგას დავა რად უნდა თუმც ხდება ეგეთებიც მეკარე მიდის მაგნაირ ბურთზე ასაღებად და მერე მას ხვდება
მასე თუ აჭედებს ლურსმას სახლში ვინმე ჯობია შეეშვას თორე ვიღაცას რაღაცას მოწევს😂😂😂😂
მაგრამ მაგ ლოსების ჯოგს შარშანდელი 0:4 უნდა ვარყევინოთ ყველა დირკიდან დიდად დაცვა არუვარგა მაინც და შეტევა ხო საერთოდ… ნახევარდაცვა არის მათი მთავარი იარაღი და ეგ თუ დავაკომპლექსეთ რაც რეალს ემართება სულ ჩვენთან პიიიზდეეეც მერე უცებ დავუშვებთ მათ აფრენილ პარაშუტებს
არა ისიც მართალია რომ ცოტა ცოტა ყველა ვიბოღმებით ხოლმე, მაგრამ გუშინ სამივე გოლი ნაპოლის მცველებისა და მეკარის უნიათობით რომ გავიდა მაგას დავა რად უნდა?!
პირველი გოლი დი ლორენცომ რასაც ქვია აჩუქა, მეორეზე ბელინგემს წითელი ხალიჩა მოუწყვეს და შეატარეს საჯარიმოში სადაც ამხელა სპრინტის მერე მარტო 1 კაცი მოატყუა, თან მოატყუაც არ ითქმის უბრალოდ ჩატეხა და დაარტყა, აი ვალვერდეს გოლზე ყველაზე ნაკლებად ითქმის რომ ვინმე შეცდა, უფრო გამართლების ფაქტორი იყო, მაგრამ ვალვერდე რომ ძალიან მაგრად ურტყამს ხოლმე ეს ახალი არაა და ჩვენთანაც მახსოვს რომ მინიმუმ 2 გოლი აქვს საჯარიმოს გარედან გატანილი.
აქ მე პირადად ნერვები უფრო იმაზე მეშლება რომ უაზროდ ჰაიპდება მთელი რეალი. ამდენი ხნის მანძილზე რეალურად ერთ დალაგებულ გუნდს შეხვდნენ და იქვე ჩაისვარეს, ხოლო სხვა თამაშებში ვინმე თუ იტყვის რომ ნახევარი გამართლების ხარჯზე არ მოიგეს, მაშინ ძალიან დაბრმავებულები ყოფილან. ნუ არც ბარსა აკლებს ეგეთ მოგებებს, მაგრამ ბარსამ გაცილებით მეტი კომბინაციური გოლი მაინც გაიტანა, ამიტომ მგონია რომ რეალურად არაფრის მაქნისია დღევანდელი რეალი და ნებისმიერი დალაგებული გუნდი გადაუვლის. ჩვენ თუ კლასიკომდე დე იონგი და პედრი დაგვიბრუნდებიან, წესით კიდევ ერთხელ ვათრევთ მაგათ პიარ კამანდას.
პ.ს. უდავოა რომ ვალვერდეც, ბელინგემიც, ვინიც, კამავინგაც და ა.შ. მართლა ტოპები არიან და ძალიან მაგრად თამაშობენ, უბრალოდ ზედმეტი პიარი მიდის და კრუნჩხვებში ვარდენიან, რაც მე პირადად მომენტებში მათრიგერებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ წელს კიდევ ბევრჯერ დაენარცხებიან.
კი ძმა გამართლება ჩვენც გვაქვს მაგრამ ბარსა იმიტომ მიყვარს რომ ლამაზად ყომარობს გოლებიც უმეტესობა ლამაზი გადის და მთელი ემოციები მაქვს მაგ დროს სანამ ბურთი კარში გადის მერე ხომ საერთოდ…
და რაც შეეხება რეალს ატლეტიკოც არაა საზომი რეალის დაცვამ ჩაისვარა და მარტივად გავიდა იმ გუნდთან გოლები რომელიც მეორე სართულზე მხეცები არიან… მაგრამ მაინც არაფერი გუნდი რეალი არაა აგერ მეორე წრეშიც გამოჩნდება სტარტზე სულ ასე იწყებს მერე ისვრიან უკკვე ყველგან რომ უწევთ ომი
Barsas ekipirebit ligaze preskonferencia jer ar mouwia, shesabamisad romeli gundis formitac aqvs chawerili is foto moipoveba marto 😂