workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გერმანიის ნაკრებში ნაგელსმანის დანიშვნა – კარგი ამბავი ტერ შტეგენისთვის?

გერმანიის ნაკრებში ნაგელსმანის დანიშვნა – კარგი ამბავი ტერ შტეგენისთვის?

რამდენიმე კვირის წინ, ცუდი შედეგების გამო გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰანს-დიტერ ფლიკი გაათავისუფლა და იულიან ნაგელსმანი დანიშნა.

Sport-ის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის კარგი ამბავი იყოს, რადგან ახალ დამრიგებელს “ბარსელონას” მეკარე საკმაოდ მოსწონს. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ნაგელსმანმა “ბაიერნიდან” ტონი ტაპალვიჩი (მანუელ ნოიერის მეგობარი) გაუშვა, ახალგაზრდა მწვრთნელს ნოიერთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ნოიერთან არცთუ კარგ ურთიერთობას ტერ შტეგენის ფორმაც ემატება – ნაგელსმანი ხედავს, რომ გერმანელი მეკარე ბოლო პერიოდში “ბარსელონაში” შესანიშნავად გამოიყურება. გასულ სეზონში მარკი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო და “ბარსას” ჩემპიონობაში დაეხმარა. შიდა ჩემპიონატში კლუბი მიმდინარე სეზონშიც კარგად გამოიყურება. 

შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის წინააღმდეგ ოქტომბერში გასამართ მატჩებში გერმანიის ნაკრების კარში ტერ შტეგენი იდგება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 30 სექ 2023, 11:14
    #3

    ნოიერი ჯერ ვერ შედის ფორმაში და აბა მეკარის გარეშე ხო არ დარჩებიან გერმანელები, უკეთესი ყავთ ვინმე?

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 30 სექ 2023, 00:14
    #2

    დიდი ხნის წინ უნდა ჩანაცვლებულიყო ნოიერი ტერ შტეგენით,კარგა ხანია დროა უკვე.დიდი ხანია იმსახურებს.

  • alwaysculerr
    schedule 29 სექ 2023, 14:56
    #1

    მოიცა ეგ კიდე განსახილველი თემაა? წავიდა უკვე ნოიერის დრო ტრავმის შემდეგ ხო საერთოდ