მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გერმანიის ნაკრებში პირველ ნომრობაზე ისაუბრა:
ნაკრების პირველი მეკარე ვარ – ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი და მინდა, მიღებული შესაძლებლობა გამოვიყენო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ადგილი შევინარჩუნო.
არ ვიცი, მანუ (ნოიერი) რეაბილიტაციის რა ეტაპზეა. ვნახე, რომ ის მოედანზე ვარჯიშობს, რაც ძალიან მიხარია. ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, მოედანზე დაბრუნებაა. ვიმედოვნებ, ის ფეხბურთით კვლავ ისიამოვნებს.
მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ არ მახსოვს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რა მოხდა. ვფიქრობ, ახლა სიტუაცია განსხვავებულია. 2017 წელს მანუ ულაპარაკოდ პირველი ნომერი იყო, მაგრამ თავი გამოვიჩინე და იმედი მქონდა, რომ მუნდიალზე მე ვითამაშებდი. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. მას მე ვერ ვეტყვი, რა გააკეთოს. ახლა მხოლოდ მომდევნო 2 მატჩზე ვარ ფოკუსირებული.
ტერ შტეგენის გერმანია სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე იაპონიასა და საფრანგეთს ამხანაგურად დაუპირისპირდება.



..მითუმეტეს ბარსადან!
კარგი იქნება თუ მშრალად შეინახავს კარს, ამით ნოიერს ცოტათი მაინც ანერვიულებს და მერე რა იცი რა ხდება ეს ასაკით მეკარისთვის ზენიტშია. ნოიერი უკვე მოძველდა 38-ე წელშია.
ნოიერი აილეწა პროსტა თორე ეგ ნაგავი გერმანელები სანამ კუბოთი არ გაიტანდნენ ნოიერს მანამდე არავის მიასუნინებდნენ პირველ მეკარედ
უდავოდ გაუმართლა რომ ნოიერი დაილეწა თორე კონკურენციაში ეს ვერასოდეს ამოაგდებდა
ნუ რთულია ნოიერი ამოაგდო ძირითადიდან, ამიტომ მოუწია მარკს დიდი ხანი ლოდინი.
Frenkie de Jong_, ზოგადად ნოიერი ძალიან მაგარი მეკარეა და ფორმის პიკი როცა ჰქონდა ჩემთვის პირადად მსოფლიოში საუკეთესო იყო, მაგრამ ახლა ტერ შტეგენის ფორმის გათვალისწინებით შტეგო რამდენიმე თავით მაღლა დგას.
მაინც ნოიერი ნ1 მეკარეა
ძან უსამართლოდ მოექცნენ 2018ში და დამსახურებულიც მიიღეს