workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ანხელ ალარკონზე იმედებს ამყარებს

ჩავი ანხელ ალარკონზე იმედებს ამყარებს

Sport-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი ანხელ ალარკონის პროგრესსა და რეაბილიტაციის პროცესს აქტიურად აკვირდება. 

“ბარსას” თავკაცი 19 წლის თავდამსხმელზე იმედებს ამყარებს და მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მოთამაშე გუნდს დაეხმარება, რის გამოც კლუბმა მასზე მიღებული შეთავაზებები უარით გაისტუმრა. ანხელი მე-6 შემტევად განიხილება.

ალარკონი ტრავმის მოშუშებასთან ახლოსაა. ის მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდა, რომ საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს. მოედანზე დაბრუნების შემდეგ ის “ბარსა ატლეტიკში” ითამაშებს, რათა რიტმში შევიდეს.

ვიქტორ ნავაროს ცნობით, ალარკონი ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს.

პირველი გუნდის შემადგენლობაში ანხელის ანგარიშზე 5 მატჩია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 04 სექ 2023, 19:04
    #1

    10-იანი ამას ხო არ შეუნახეს?