ყველაზე გამტანი დაცვა ლა ლიგაში

ყველაზე გამტანი დაცვა ლა ლიგაში

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” მცველებმა უკვე 8 გოლის გატანა შეძლეს – 3-ჯერ რონალდ არაუხომ, 2-ჯერ სერჟი რობერტომ და თითოჯერ ჟორდი ალბამ, ჟერარ პიკემ და დანი ალვესმა.

ლა ლიგაში ამდენი გოლი მხოლოდ “ვილიარეალის” მცველებს აქვთ გატანილი, “ყვითელ წყალქვეშა ნავს” “ვალენსია” (7 გოლი), “ოსასუნა” (6 გოლი) და “რეალი” (6 გოლი) მოჰყვებიან. ჯამში “ბარსას” მიერ 22 თამაშში გატანილი 36 გოლიდან 8 უკანახაზელების ანგარიშზეა (22%).

ორი დღის წინ, “კამპ ნოუზე” გამართულ თამაშში, “ატლეტიკოს” კარში 3 გოლი 3-მა მცველმა შეაგდო. “ბარსას” მცველებმა ერთ მატჩში სამი გოლის შეგდება ამ საუკუნეში მეორედ შეძლეს. 2011 წელს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, “ალ სადის” წინააღმდეგ, ადრიანომ დუბლი გაიფორმა, ერთის გატანაც მაქსველმა მოახერხა.

ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთი გოლი ჟერარ პიკემ გაიტანა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • Davita
    08 თებ 2022, 23:07

    ეს იმიტომ რომ თავდამსხმელები გ ყავს ღლეები

  • nika 54
    08 თებ 2022, 22:01

    "ყველაზე გამტანი დაცვა ლა ლიგაში" ანუ უფრო მარტივად: "ყველაზე უტ-კო თავდასხმა"