“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო შტაბს ფიზიკური მომზადების ახალი მწვრთნელი, ბენჟამინ კუგელი შეუერთდა. გერმანელი სპეციალისტი კატალონიურ კლუბში ევროპულ და საერთაშორისო ფეხბურთში დაგროვილი დიდი გამოცდილებით მოდის.
კარიერა და გამოცდილება
კუგელს აქამდე ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიცაა ბრემენის “ვერდერი”, “კიოლნი”, “პსვ ეინდჰოვენი” და ლისაბონის “ბენფიკა”.
გარდა საკლუბო კარიერისა, მან თითქმის ათი წელი გაატარა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის სამწვრთნელო შტაბში, სადაც უშუალოდ ჰანსი ფლიკთან ერთად მუშაობდა და ეროვნულ ნაკრებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.
ძან კაი ჩვენ წარაკუებს ჭირდებათ მონსტრი ფიზ ტრენერი.
ხო მართლა პედრის რა ჯანდაბა ჭირს?