RAC1-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ინიგო მარტინესის, ინიაკი პენიასა და ჟოაუ კანსელუს დასარეგისტრირებლად დაახლოებით €30 მილიონი სჭირდება.
გერმანული კომპანიისგან თანხის დროზე ვერმიღების შემთხვევაში, ჟოან ლაპორტა და ფერან ოლივე მზად იქნებიან, კლუბის დასახმარებლად საკუთარი საბანკო ანგარიში გამოიყენონ.
Libero Football Finance-ს თანხის გადასახდელად დრო ხვალამდე აქვს, მაგრამ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ გერმანელები სრულ თანხას არ გადმორიცხავენ.
შესაბამისად, ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის რაოდენობა იმაზე იქნება დამოკიდებული, აღნიშნული კომპანია რამდენს გადაიხდის.
ამასთან, მოლაპარაკებები ამერიკულ კომპანიასთანაც შეჩერებულია.
ისე სიტიში გიუნდოგანიც ტრავმირებული გადავიდა, და წარდგენაზე ყავარჯნებით გამოვიდა.
ეს ინიგო მაინც ტრავმირებულია და რად უნდოდათ?
დარწმუნებული ვარ მოაგვარებს ლაპორტა
ეს ინიგო მარტინესი რაღაზე შეოთხარეს ამჩემისებმა
ეუფ, აბა პრაშაი ფელიქსი😂😂😂