workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ვილიარეალი 3-4 ბარსელონა | მოგება დრამატულ ბრძოლაში

ვილიარეალი 3-4 ბარსელონა | მოგება დრამატულ ბრძოლაში

“ბარსელონამ” ლა ლიგის მე-3 ტურში “ვილიარეალი” დრამატულ მატჩში 4-3 დაამარცხა. 

“ბარსამ” 2 გოლი სტარტზევე გაიტანა – ლამინ იამალის ბრწყინვალე ასისტით გავიმ ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, მალევე კი ფრენკი დე იონგმა კატალონიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და გუნდი 15 წუთის შემდეგ უკვე სოლიდური სხვაობით იგებდა. მიუხედავად ამისა, 26-ე წუთზე ხუან ფოიტმა 1 ბურთი გაქვითა, 40-ზე კი ალექსანდერ სორლოტმაც შეაგდო და პირველი ტაიმი 2-2 დასრულდა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, 50-ე წუთზე ალექს ბაენამ “ვილიარეალი” წინ გაიყვანა. “ცივი შხაპის” მიღების მიუხედავად, ჩავის შეგირდებმა მატჩი შემოატრიალეს – ჯერ, 68-ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა ფერან ტორესმა წონასწორობა აღადგინა, ამ გოლიდან 3 წუთში კი რობერტ ლევანდოვსკიმაც (ლამინ იამალის დარტყმა მეკარემ მოიგერია, ძელიდან ასხლეტილი ბურთი კი პოლონელს მიუვიდა) გაიტანა და “ბარსელონამ” “სერამიკაზე” 4-3 მოიგო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 16 წლის ლამინ იამალი დასახელდა.

“ბარსა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში 3 სექტემბერს “ოსასუნას” დაუპირისპირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 27 აგვ 2023, 23:21

    ფატიმ არ უპასა ლევანდოვსკის კარგ მდგომარეობაში მყოფს და რობერტამაც აბაროტი აუღო. მაგათი ერთმანეთი ჭამონ და ჩვენ ამის გამო გოლები ვანიავოთ? ორივე დასასჯელია, მაგრამ როგორ დასჯი არ ათამაშებ? ისედაც გვიჭირს თავდასხმაში.

  • Gigazakaradze
    schedule 27 აგვ 2023, 22:45

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Hendrik Johannes

    ციტატა: MESSI 2017
    მოდი ახლა ლევადოვსკი ფატის სიტუაცია გავარჩიოთ აშკარად მთავარი პორბლემაა გუნდში თუ ჩავის არ ჩავთვლით ლევანდოვსკიმ ფატი წინა სეზონშიც ამოიჩემა და ყველა კარაგდ ვხედავდით მაგრამ ამ სეზონში ლევანდოვსკი სრულიად განსხვავებულია სულ ჭიდაობს სუკ მსაჯს ეჩხუბება ბურთს ძალით ათრევს რაღაც აშკარად არ მოწონს ფატი კი პრესის ზეწოლას ვერ უმკლავდება ფერანი კიდე მაქსიმალურად ცდილობს დახმარებას ის ბოლო პასიც მეტყველებს როცა მცველმა ჩაჭრა ეგეთ პასს ფერანი ლევანდოვსკის მარტო 100იდან 5 შემთხვევაში მიცემდა ფატის ჯიდე 100იდან 90ში ლევანდოვსკის ეს ქმედებები გუნდზე დიდი გავლენას მოახდენს და სიტუაციას არევს აშკარად სკამზეა დასასმელი


    გარჩევა რათ უნდა – ორივე გასაშვებია და მორჩა საუბარი


    ახლა აღარსად წავკენ ლევადოვსკი შეიძლება მარა ფატი ვეღარ წავა სეზონის ბოლომდე ამათ კამათში გუნდი აირევა ჩავის კიდე ყვერები არ აქვს რომ ეს მოაგვაროს ენრიკემ მესის და სუარეზს დააყენებინა როცა შტეგენთან კონფლიქტი ქოდნდათ და ამათ წარმოდგენაც არ მინდა რას უზამდა გვარდიოლასაც ბევრჯერ მიუჯვამს ფეხბურთელებისთვის ჩავი კიდე ჯერ ამას ვერ ბედავს არადა ამხელა ავტორიტეტი აქვს კაცს ამიტოა საჭირო პუიოლი


    Mesis da suarezs raproblema qondat tershtegentan

  • რივალდო-მესი
    schedule 27 აგვ 2023, 22:28

    ეხ მგონი ფატიში ვცდებოდი და მართლა გასაშვებია. მაგრამ ესენი მოახერხებენ 50 ლიმონად გაშვებას😕 ეგაა საქმე ეს გაუშვა 30 აზრი? ვისი მომყვანები არიან?

  • Hendrik Johannes
    schedule 27 აგვ 2023, 22:20

    ციტატა: MESSI 2017
    მოდი ახლა ლევადოვსკი ფატის სიტუაცია გავარჩიოთ აშკარად მთავარი პორბლემაა გუნდში თუ ჩავის არ ჩავთვლით ლევანდოვსკიმ ფატი წინა სეზონშიც ამოიჩემა და ყველა კარაგდ ვხედავდით მაგრამ ამ სეზონში ლევანდოვსკი სრულიად განსხვავებულია სულ ჭიდაობს სუკ მსაჯს ეჩხუბება ბურთს ძალით ათრევს რაღაც აშკარად არ მოწონს ფატი კი პრესის ზეწოლას ვერ უმკლავდება ფერანი კიდე მაქსიმალურად ცდილობს დახმარებას ის ბოლო პასიც მეტყველებს როცა მცველმა ჩაჭრა ეგეთ პასს ფერანი ლევანდოვსკის მარტო 100იდან 5 შემთხვევაში მიცემდა ფატის ჯიდე 100იდან 90ში ლევანდოვსკის ეს ქმედებები გუნდზე დიდი გავლენას მოახდენს და სიტუაციას არევს აშკარად სკამზეა დასასმელი


    გარჩევა რათ უნდა – ორივე გასაშვებია და მორჩა საუბარი

  • gettoo_msd
    schedule 27 აგვ 2023, 22:13

    MESSI 2017, მანამდე ფატიმ პასი არ მისცა და გააფუჭა,პასი რო მიეცა შეაგდებდა ლევანა

  • rivaldo80
    schedule 27 აგვ 2023, 22:01

    თვის თამაში კი გამოვიდა და ზუსტად ვიცოდი არ წაგებდნენ 👌

  • Rick Sanchez
    schedule 27 აგვ 2023, 21:51

    ფერანის და იამალის იმედი მაქვს შეტევაში❤️ ოსასუნასთან ლევანდოვსკი სკამზე უნდა გადასვას ჩავიმ.