“ბარსელონას” ლეგენდარული დაცვის ცენტრის წყვილი შესაძლოა, ისევ ერთად ვიხილოთ, ამჯერად საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტში.
ჟერარ პიკე საფეხბურთო კლუბ “ანდორას” მესაკუთრეა. ეს კლუბი ბოლო დროს წარმატებებით გამოირჩევა და ესპანეთის მე-2 დივიზიონშიც დაწინაურდა.
Andorra Esportiu-ს, Sport-ის ა და As-ის ცნობით, დიდი შანსია, “ანდორაში” მუშაობა დაიწყოს კარლეს პუიოლმა. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ლეგენდარული მცველი “ანდორას” დირექტორის თანაშემწე იქნება.
ანდორულ კლუბში მიაჩნიათ, რომ პუიოლის მსგავსი ფიგურის კლუბში დასაქმება გუნდში ძლიერ ფეხბურთელებს მიიზიდავს.
ცოტა ხნის წინ კარლეს პუიოლმა ანდორაში სახლი იყიდა, რაც იმის მინიშნებად შეგვიძლია მივიღოთ, რომ ის “ანდორაში” მუშაობის დასაწყებად მზადაა.
ჟერარ პიკე და კარლეს პუიოლი “ბარსელონაში” ერთად 2008-2014 წლებში თამაშობდნენ. დაცვის ცენტრში ერთად ისინი 159 მატჩში იდგნენ.
ლევერკუზენი 20 მილიონს იხდის აბდეში. ეს რო გაყიდონ და კარასკო მოიყვანონ რა აზრის ხართ?
აბდეში თუ 20 მილიონი აიღეს დაუკოცნონ ფეხები ლევერკუზენს.
ეს ანდორა ამისთანა შეძლებულია, რო გუნდს დირექტორის თანაშემწეც ყავს? ჩვენ კი ხელფასებსაც ვერ ვუხდით ფეხბურთელებს და ყოველ შესაძენ ფეხბურთელთან საუბარი ხელფასის დაკლებით იწყება.
El pistolero 9, მაგარი იქნება, აბდე ვერ გახდება ბარსას დონის, მე ასე მგონია.
მეკარის პრობლემა რომ აღარ გვაქვს ამდენი წელია ეგ სუბისარეტას და პუის დამსახურებაა. რაკიტიჩი და სუარესიც ამათ მოიყვანეს როგორც ვიცი და ნაბო@არმა ბართომეუმ სუბისარეტა გააგდო
ლევერკუზენი 20 მილიონს იხდის აბდეში. ეს რო გაყიდონ და კარასკო მოიყვანონ რა აზრის ხართ?
იმედია ბარსას პრეზიდენტად დაბრუნდება პიკე,და ბოლო დროინდელ შეცდომებს გამოასწორებს.
ამან თუ გინდა კლუივერტი და რივალდო სავიოლაც მოიყვანოს მე ჩვენი ბარსელონას სიახლეები მაინტერესებს.. რა იწერება კანსელოზე ლენგრეზე და კიდევ ვინმე თავდასხმაზე
laport shen ar moiwvio, dekos msgavsi pro.ebit gaavse gundi kargad ro gemsaxuron
ლეგენდარული დუო ისევ ერთად💘