“ბარსელონას” ნახევარმცველმა და “კადისთან” მატჩში ცენტრალურმა მცველმა, ფრენკი დე იონგმა ანდალუსიური გუნდის წინააღმდეგ გამართული თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
დღეს თამაში გაგვიჭირდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ და მოგება გავაგრძელოთ. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მართალია, რომ მეტი ხიფათის შექმნა შეგვიძლია.
ბევრი შანსი არ შეგვიქმნია, მაგრამ კარგია, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც გოლის გატანა შეუძლიათ.
ლამინ იამალი ძალიან ნიჭიერია და განვითარება უნდა განაგრძოს, რადგან მას წინ მრავალი წელი აქვს.
გუნდში კარგად ვგრძნობთ, თუ რა არის ჩვენი მიზანი. მომენტების შექმნა უნდა განვაგრძოთ და გოლებსაც გავიტანთ.




გავიჭირდა კი არა მეტოქეს რო ოდნავი სიზუსტე გამოეჩინა შეიძლება 3-0 წაგვეგო.
მიხარია რო მართალი ვიყავი… დეიონგის წასვლა უფრო მეწყინებოდა გუნდიდან ვიდრე სხვა ნებისმიერის, ჯიუტად ვამბობდი არ გაუშვათთქო და კიდევ კარგი თვითონაც ძაან გაჯიუტდა, ვინც მაგინებდა კიდე ამის დარჩენა რათ გინდაო მგონი კეთილად შემეწერა
კიდევ კარგი გაჯიუტდა და არ წავიდა სადმე🙃ოქროს ბიჭია ფრენკი
კარშიც რომ დააყენონ ეს კაცი მაინც საუკეთესო იქნება მოედანზე. ასეთი დაბალი დონის მწვრთნელებს არ იმსახურებს დე იონგი. ტენ ჰაგის მერე კაი ტრენერი არ ჰყოლია ვინც ბოლომდე მისცემდა ამის ნიჭს გასაქანს და ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად აქცევდა.
ეს ტიპი არის იმენა აი სხვა დონეა დღეს ეს როარ ვგყოლოდა არ ვიცი რა იქნებოდა საღოლ 🐣💛