ESPN-ის ინფორმაციით, ივან ფრესნედა, საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კვლავ “ბარსელონას” ელოდება.
ესპანელმა მარჯვენა მცველმა “ბარსას” თანხმობა უკვე განუცხადა, მაგრამ კლუბში მის ტრანსფერზე ყველა ვერ თანხმდება. FFP-ს საკითხის მოგვარების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” როგორც ჟოაუ კანსელუს, ასევე ფრესნედას შეძენაზე იმუშაონ.
ივანის პრიორიტეტი “ბარსელონაში” გადმოსვლაა, მაგრამ აცნობიერებს, რომ დრო გადის და თუ კატალონიური გრანდი არ იმოქმედებს, სხვა ვარიანტებზე გადაერთვება. მისი დამატებით “ჩელსი”, “ვესტ ჰემი”, “ბენფიკა”, “პორტუ” და “სპორტინგი” ინტერესდებიან.
გაავსეთ გუნდი მცველებით და გოლებს კუნდე გაიტანს.
ნეტავ ამდენი ტორესის ტრანსფერის დროს ეფიქრათ, ეგება გადავრჩენილიყავით და არც ობამა არ გაგვეშვა.
1 წელი დაგველოდე თუ არა და…..ძაან თუ უნდა დაგველოდება.
გული მიგრძნუბს ამ ბიჭს ტყუილად ვკარგავთ
ტალანტი,რომ არ იყოს ბენფიკა არ დაინტერესდებოდა😀იყიდიან 15 მილიონად და გაყიდიან მერე ეპლში 80 მილიონად