workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარჯვენა მცველის პოზიციაზე დეკუს პრიორიტეტი ივან ფრესნედაა

მარჯვენა მცველის პოზიციაზე დეკუს პრიორიტეტი ივან ფრესნედაა

The Athletic-ის ინფორმაციით, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დეკუს პრიორიტეტი ივან ფრესნედაა, რომლის ღირებულებაც €18 მილიონს (ბონუსების ჩათვლით) შეადგენს.

მიუხედავად ამისა, სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებული არაა, რომ თინეიჯერი ფეხბურთელი გუნდს უმალვე გააძლიერებს. ჩავი ფრესნედაზე წინ ჟოაუ კანსელუსა და ხუან ფოიტს აყენებს, თუმცა ამ უკანასკნელის შეძენა “ვილიარეალის” მოთხოვნის (€42-მილიონიანი გამოსასყიდის გადახდა) გამო ძალიან რთულია. 

Sport-ის ცნობით, “ბარსას” კანსელუს ტრანსფერის დახურვა ამ კვირაში სურს. ჟორჟე მენდეში “მანჩესტერ სიტის” კატალონიელთა შეთავაზებას წარუდგენს. პრობლემა ისაა, რომ ინგლისური კლუბი მის გაყიდვას გეგმავს და არა განათხოვრებას. ერთ-ერთი არაბული გუნდი მზადაა, ჟოაუს სანაცვლოდ თანხა გადაიხადოს.

Relevo-ს თანახმად, დეკუმ ფრესნედას გარემოცვას დრო სთხოვა, რათა კლუბმა საჭირო ფორმულა შეიმუშავოს. “ბარსამ” “ვალიადოლიდს” €8+€10 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

ფრესნედათი 2 ინგლისური კლუბიც ინტერესდება და მის დარწმუნებას ცდილობს. გარდა ამისა, ლისაბონის “სპორტინგი” და “პორტუ” “ვალიადოლიდთან” მოლაპარაკებებს აწარმოებენ. 

იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონას” კანსელუს იჯარით აყვანა არ გამოუვა, ფრესნედა პრიორიტეტული სამიზნე გახდება. თუმცა, მისი შეძენა არც პორტუგალიელის მოსვლის შემთხვევაში გამოირიცხება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 18 აგვ 2023, 19:37
    #7

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: Golden Boy from Holland F.De Jong
    ფრესნედა არა ხესუს ნავასი კანსელო მოიყვანეთ ბიჭო


    და ნავასი რომ იყოს მაგის ხნისა, რას უწუნებთ?
    18 წლისაა, ტალანტად ითვლება და სანამ დროა უნდა ითრიო, თორემ დანი კარვახალის შეცვლასაც ჩალიჩობს ვიღაც…


    კარვახალის შემცვლელად პერესს ლივერპულელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მოყვანა სდომებია. და ალბათ მოიყვანს კიდეც ფული არა აქვს თუ რა?

  • Rick Sanchez
    schedule 18 აგვ 2023, 13:25
    #6

    ვალიადოლიდის დონის ფეხბურთელებით როდემდე უნდა გაავსონ გუნდი? ერთი ვარსკვლავის მოყვანა რა გახდა?! კანსელუს ეჩალიჩებიან მთელი ზაფხულია და ვერ მოიყვანეს, ახლა ვიღაც ფრესნადაზე გადაერთვებიან, მოიყვანენ მაგას 18 მილიონად, გაანათხოვრებენ და ბოლოს ისე გაფუჭდება, დესტივით მოშორებაზე ვიქნებით და არავინ წაიყვანს.

  • Albicelecte
    schedule 18 აგვ 2023, 12:15
    #5

    ციტატა: Golden Boy from Holland F.De Jong
    ფრესნედა არა ხესუს ნავასი კანსელო მოიყვანეთ ბიჭო


    და ნავასი რომ იყოს მაგის ხნისა, რას უწუნებთ?
    18 წლისაა, ტალანტად ითვლება და სანამ დროა უნდა ითრიო, თორემ დანი კარვახალის შეცვლასაც ჩალიჩობს ვიღაც…

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 18 აგვ 2023, 12:08
    #4

    ფრესნედა არა ხესუს ნავასი კანსელო მოიყვანეთ ბიჭო

  • Don_Andresito
    schedule 18 აგვ 2023, 11:10
    #3

    ციტატა: DesmondHume
    Cancelos 1 wliani ijara + fresnedas yidva da 1 wlit valladolidshi datoveba idealuri variantia. Ubralod ver vxvdebi Julian Araujo ragas mogvyavda mashin; cancelo da fresneda tu movidnen mament araujo gaiyideba albat


    არაუხო გაუშვეს უკვე ლას პალმასში მგონი

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 18 აგვ 2023, 09:06
    #2

    ეხლა კანსელუ ჯობია, მომავალში ეს. ლიჟბი არაუხოს აღარ მოუწიოს მარჯვენა ფლანგზე წინ და უკან სირბილი და ვინც უნდათ ის მოიყვანონ. მოტ*ნეს უკვე ტვინი.

  • DesmondHume
    schedule 18 აგვ 2023, 01:12
    #1

    Cancelos 1 wliani ijara + fresnedas yidva da 1 wlit valladolidshi datoveba idealuri variantia. Ubralod ver vxvdebi Julian Araujo ragas mogvyavda mashin; cancelo da fresneda tu movidnen mament araujo gaiyideba albat