დღეს “ბარსელონამ” გვაცნობა, რომ რონალდ არაუხოს ტრავმა აქვს.
ხავი მიგელის ინფორმაციით, ურუგვაელს 1 თვე გაუცდება. თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ მას 3 მატჩის (“კადისის”, “ვილიარეალისა” და “ოსასუნას” წინააღმდეგ) გამოტოვება მოუწევს, რასაც ორკვირიანი სანაკრებო პაუზა მოჰყვება. შემდეგ კი “ბარსას” მორიგი მატჩი 17 სექტემბერს “ბეტისის” წინააღმდეგ ელის.
წყაროს ცნობით, არაუხოს მიზანია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩისთვის (19-20 სექტემბერი) სრულ მზადყოფნაში იყოს.




ამისთანა ათლეტია და რატომ ასე ხშირი ტრამვები, ეგება რამე სერიოზულია. სამედიცინო შტაბი საერთოდ მუშაობს ამასთან?
თავის თავს უნდა მიხედოს სერიოზულად ! იმიტომ რომ ზუსტად ეგეთი ტრავმა ჰქონდა ადრეც (ბარძაყის ორთავა კუნთი) პირველად არ ემართება ხომ ხედავს კაი ხანია პერსონალური ექიმები და მთელი სტაფი დაიქირავოს თუნდაც ! ძალიან სერიოზულად უნდა მიხედოს თავის თავს პროფესიონალურად თორემ კარიერას შეიწირავს დღევანდელ ფეხბურთი 90% ფიზიკაა
გარსია, კუნდე, ინიგო, კრისტენსენი, ალონსო. საკმაოდ ბევრი ცენტრალური მცველია გუნდში, წესით არაუხოს შეცვლა არ უნდა გაუჭირდეთ. არაუხოს მარჯვენა მცველობა კიდე ჩავის მორიგი იდიოტური ახირება მგონია, რომელიც არანაირად არ ამართლებს.
ნეტა გაკმაროს ღმერთმა ეგ ტრავმა ამ სეზონში და რას დავეძებთ))
რავი კადისელებმა და ოსასუნელებმა "ხე-ტაფებივით" თუ ითამაშეს?
რავი კადისელებმა და ოსასუნელებმა "ხე-ტაფებივით" თუ ითამაშეს?
მაგ გუნდებს ამის გარეშეც მოვუყუმარებთ
Octombramde nu dabrundeba tu sachiroa. Aranairi gariskva, sezonis startia bolo bolo, isedac blomad gvyavs kargi centraluri mcvelebi; marjvena mcvelis moyvanas mivxedot jobia
ამას რაღა დედისხვნა დაემართა ?🤦🏻♂️😃 კიდეკაი მცველები გვყავს ოხრად,
კადისებთან და ოსასუნებთან არაუხოს გარეშეც უნდა მოვიგოთ