მოგესალმებით, მსურს შემოგთავაზოთ სტატია ადამიანზე, რომელზეც ბევრს არ საუბრობენ, არც კარგს და არც ცუდს, თუმცა მისი შეუმჩნეველი თამაშის მიუხედავად მინდა აღვნიშნო, რომ ბრწყინვალედ მოერგო კატალონიურ გუნდს და რიგ მომენტებში გუნდის “მხსნელადაც” გვევლინება. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ადრიანო კორეია კლარო…
ადრიანო კორეია კლარო დაიბადა 1984 წლის 26 ოქტომბერს ბრაზილიაში, კერძოდ კურიტიბაში, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი უღარიბეს დასახლებად ითვლებოდა. ისევე, როგორც უამრავმა ბრაზილიელმა, ადრიანომაც ფეხბურთის თამაშს მიჰყო ხელი და მშობლებმა იგი აღნიშნული დასახლების სახელობის საფეხბურთო კლუბში მიიყვანეს. პატარა ადრიანომ თავიდანვე დაიპყრო გულშემატკივართა გულები. იგი გამოირჩეოდა დიდი სისწრაფით, ტექნიკურობით და რაც მთავარია ბრძოლისუნარიანობით. იგი ნამდვილად უნივერსალური ფეხბურთელია, რადგანაც უამრავ პოზიციაზე შეუძლია თამაში და თან ისე, რომ დისკომფორტს მოედნის არცერთ გოჯზე არ იგრძნობს. ადრიანომ 82 მატჩი ჩაატარა ს.კ “კურიტიბას” მაისურით და გაიტანა რა 2 გოლი, მოახერხა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგება 2003 და 2004 წლებში.

წარმატებული ბრაზილიური კარიერის შემდეგ მას თვალი დაადგეს “სევილიას” მესვეურებმა. “სევილია” არასდროს ითვლებოდა ლა ლიგაში სუსტ გუნდათ, რადგანაც უკვე წლებია ესპანური კლუბი ლიდერთა შორის ხვდება ცხრილში. ადრიანოს ესპანეთშიც არ გასჭირვებია თავის დამკვიდრება და წარმატებულად გაიარა ადაპტაცია. ყოველ მატჩში მაქსიმუმს აკეთებდა და სათამაშო დროც ჰქონდა. ტიტულები ნამდვილად არ აკლდა ბრაზილიელს “სევილიას” რიგებში, თუმცა არა ისეთი პრესტიჟული, როგორიც მომავალში.. თუმცა ეს მოგვიანებით… “უნივერსალმა” მოახერხა და გუნდთან ერთად მოიგო “უეფას” ევროპა ლიგა ორჯერ, “უეფას” სუპერ-თასი”, სამეფო თასი და ესპანეთის სუპერ-თასი, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. 2010 წელს კი იგი მოხვდა იქ, სადაც უნდა მომხვდარიყო… კატალონიის კლუბ “ბარსელონაში”.

კატალონიის “ბარსელონაში” ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც წარმატებული დებიუტი ჰქონდა, თუმცა დრომ და მისმა ბრწყინვალე თამაშმა მართლაც ყველაფერი დაავიწყა ფეხბურთის მოყვარულთ. ბრაზილიელმა 21 ნომრიანი მაისური მოირგო, რომელიც აწ უკვე ყოფილ “ბარსას” უკრაინელ მცველს, დმიტრო ჩიგრინსკის ეკუთვნოდა. მისი დებიუტი “ბარსას” მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში სწორედ “სევილიასთან” შედგა, ესპანეთის სუპერ-თასის პირველ შეხვედრაში, რომელიც განახევრებული გუნდით მყოფმა “ბარსელონამ” 1:3 წააგო( ძირითადი გუნდის ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე იყვნენ). ადრიანო მატჩის მეორე ტაიმში შემოვიდა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ამის შემდეგ გავიდა დრო და მას მოუწია ისეთ მატჩში მონაწილეობის მიღება, როგორსაც “ელ კლასიკო” ეწოდება, ანუ “ბარსელონა” და “რეალის” დაპირისპირება. ყველაფერი მხოდა 16 აპრილის “კლასიკოში”: პირველი ტაიმის მიწურულს ძალიან სახიფათოდ უტევდნენ “მერენგები” და ცარიელ კარში თავით გადაგზავნეს ბურთი, ამ დროს კი ადრიანომ ფენომენალურად ითამაშა და ნახტომში თავით მოიგერია ბურთი. ეს მართლაც დაუჯერებელი მომენტი იყო, რადგანაც ანგარიში უკვე ყველას გახსნილი ეგონა, თუმცა ადრიანო სწორედ იქ აღმოჩნდა სადაც უნდა ყოფილიყო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=AFpRpZvdUN8]

ადრიანომ ხიხონის “სპორტინგის” წინააღმდეგაც დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია. იგი მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა, თუმცა მატჩში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გიატანა, რომელმაც საბოლოოდ კატალონიურ გრანდს სამი ქულა მოუტანა. ბრაზილიელმა მარცხენა ფეხით მართლაც, რომ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=VL5ZSM8JGdc]
“კორიტიბა”
ქვეყნის ჩემპიონატი – 2003, 2004
“ბარსელონა”
ლა ლიგა – 2010/11
ესპანეთის სუპერ-თასი – 2010/11, 2011/12
ჩემპიონთა ლიგა – 2010/11
“სევილია”
ევროპა ლიგა – 2005/06, 2006/07
უეფას სუპერ-თასი – 2006/07
სამეფო თასი – 2006/07, 2009/10
ესპანეთის სუპერ-თასი – 2007/08
P.S. ესეც ჩემი 800 სიახლე Barcamania.Ge-ზე… ![]()