workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ზედიზედ მე-3 დუბლი და ინტერ მაიამი ისევ წინ მიიწევს [VIDEO]

მესის ზედიზედ მე-3 დუბლი და ინტერ მაიამი ისევ წინ მიიწევს [VIDEO]

“ინტერ მაიამის” ისტორიაში საუკეთესო პერიოდი უდგას და ამის მთავარი შემოქმედები “ბარსელონას”  ყოფილი ვარსკვლავები არიან.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლიგების თასის 1/8-ფინალური შეხვედრა, რომელშიც “ინტერ მაიამიმ” “დალასი” დაამარცხა.

მე-6 წუთზე ალბა-მესის საფირმო კომბინაცია და ლეოს მორიგი გოლი ვიხილეთ. თუმცა 63-ე წუთზე “ინტერ მაიამი” 1-3 მარცხდებოდა.

65-ე წუთზე ალბამ კიდევ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და სხვაობა შემცირდა, მაგრამ 3 წუთში “დალასი” წინ ისევ 2 ბურთით გაიჭრა – 4-2.

მე-80 წუთზე საჯარიმოში მესის ჩაწოდებას ავტოგოლი მოჰყვა, 85-ე წუთზე კი “დალასის” კართან ახლოს ჯარიმა დაინიშნა. რა თქმა უნდა, მესი, რა თქმა უნდა, ზუსტი დარტყმა და 4-4.

მესიმ დუბლი ზედიზედ მე-3 შეხვედრაში შეასრულა და 4 თამაშში გატანილი 7 გოლით ბომბარდითა დავას სათავეში ჩაუდგა.

ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ თერთმეტმეტრიანები დაინიშნა. “ინტერ მაიამის” ფეხბურთელებმა ხუთივე დარტყმა გამოიყენეს, მათ შორის მესიმ და ბუსკეტსმა, “დალასმა” კი ერთი გააფუჭა და ტურნირს გამოეთიშა.

მესის, ბუსკეტსისა და ალბას გუნდი 1/4-ფინალურ შეხვედრას 11 ან 12 აგვისტოს გამართავს. მეტოქე “შარლოტსა” და “ჰიუსტონ დინამოს” წყვილში გამარჯვებული იქნება.

მესის პირველი გოლი

ალბას მეორე საგოლე პასი

მესის მეორე გოლი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • tbilisi
    schedule 08 აგვ 2023, 11:09
    #17

    ჯერ სად არის. ალბამ რომ საგოლე პასი გააკეთა ეგ მესის დიდი დამსახურება იყო, სად გაუჭრა პასი ალბას და იმანაც მშვენიერი მეორე საგოლე პასი.
    ბარსელონა კი აწყობს მესის გარეშე გუნდს. მ weary დემბელეთი და ფატით. რაფინიათი და ფერანით.
    ვნახოთ რა გამოგვივა, ნეტა ყველაფერი კარგად წავიდოდეს და . . .

  • mari
    schedule 07 აგვ 2023, 17:46
    #16

    ციტატა: lesane C

    ციტატა: Chico
    ხალხო მითხარით ერთი, რას უშვებით ამ უაზრო რეკლამას, რომლიც ინფორმაციისს წაკითხვის საშუალებას არ მაძლევს? არც ქრება, არც იხურება… მივმართე ადმინს და როგორც ვატყობ ფულს უხდიან და დიდად არ აწუხებს რომ ვერ ვკითხულობთ,. იქნებ იცით ვინმემ რაიმე ხერხი?


    რავი ჩემთან აქვს გათიშვის ღილაკი(×) და ვთიშავ ჩვეულებრივად


    მაღლა მარჯვენა კუთხეში გათიშვის ღილაკი ხან აქვს, ხან არა, თუ არა აქვს, მაშინ მაგ რეკლამის ზევით, ან ქვევიდან პატარაზე ჩანს პოსტი, აი მაგას დააჭირეთ, გაიხსნება და მერე უკვე რეკლამა ჩემთან აღარ ხტება ხოლმე..
    სანამ ადმინს ასჯერ არ მივწერე ეგ ღილაკიც არ ჰქონდა, ეხლა დაადო, მაგრამ მაინც ხან აქვს, ხან არა..მაგრად ჰკიდია მის დაწერილს ვინმე კითხულობს თუ არა, მთავარია რომ ფულს იღებს!
    რეკლამაზე აღარ არის საუბარი, ყველგან არის, მაგრამ გათიშვის ღილაკები ადევს და მინდა წავიკითხავ, მინდა არა, რატომ გვხდიან იძულებულს ვერ გავიგე..
    ადმინ, სად ხარ?
    angry angry გამოძვერი სოროდან და გვიპასუხე, ბაღის ბავშვები არ ვართ და ელემენტარული ზრდილობა მაინც გამოიჩინე!!!

  • M10 S9 D11
    schedule 07 აგვ 2023, 16:20
    #15

    მეტირება ეს კაცი როგორ დავკარგეთ

  • Clever liar
    schedule 07 აგვ 2023, 14:18
    #14

    როგორი თამაშიც უყვარს, ზუსტად ისეთ ლიგაში და გუნდშია. საღოლ ლეო რამდენიც ბურთს შეეხო იმდენი შეაგდო, რატო არ აპრესინგებს გააჯვასო, ნეტა ვინ უსტვენს ეხლა სტადიონიდან 😀

  • nika 54
    schedule 07 აგვ 2023, 13:01
    #13

    რონალდოს მორიგი გოლიო!!! მეორე გოლი გაიტანა ამ თვეში. მორიგიო თითქოს ყველა მატჩში იტანდეს.
    ამას როგორ ადარებენ ჩვენ ჯადოქარს.

  • Barca1980
    schedule 07 აგვ 2023, 12:41
    #12

    ციტატა: Rick Sanchez
    პირველი გოლი ძალიან ჰგავდა 2017 წელს კლასიკოში გატანილ გოლს😁🥰

    კიი მასეა , ერთი სხვაობაა მარტო , პენალდოსა და რეალის ფანების გამწარებული სახეები არ ჩანს მხოლოდ smile smile
    სწორი გააკეთა რომ მაიამიში წავიდა , თვითონაც ბედნიერია და უდიდეს საქმეს აკეთებს ამერიკაში ფეხბურთის პოპულარიზაციის კუთხით , არაბეთისგან განსხვავებით ეს ქვეყანა ზე სპორტული ქვეყანაა და იმედია ფეხბურთიც ავა როცა იქნება უმაღლეს საფეხურზე .

  • ggiiorgi
    schedule 07 აგვ 2023, 12:23
    #11

    ციტატა: Chico
    ხალხო მითხარით ერთი, რას უშვებით ამ უაზრო რეკლამას, რომლიც ინფორმაციისს წაკითხვის საშუალებას არ მაძლევს? არც ქრება, არც იხურება… მივმართე ადმინს და როგორც ვატყობ ფულს უხდიან და დიდად არ აწუხებს რომ ვერ ვკითხულობთ,. იქნებ იცით ვინმემ რაიმე ხერხი?


    აქვს მარჯვენა მაღალ კუთხეში, უბრალოდ თეთრია და სურათის ფონდში იკარგება. დააკვირდი და შეამჩნევ

  • Boo.13
    schedule 07 აგვ 2023, 12:21
    #10

    ხო, მიმოხილვებᲨი რაც Ჩანს, დაცვა დირკა ყავს ყველა გუნდს ᲗიᲗქმის)).. იმედია მოიგებს ამ Თასსაც!! ჯარიმა უზისტესი და ულამაზესი))

  • KoolK
    schedule 07 აგვ 2023, 11:57
    #9

    Chico, არც ჩემთან ჩანს x, მაგრამ მაგ რეკლამას მარჯვენა ზედა კუთხეში ვაჭერ და ქრება…

  • თორნიკე თ.
    schedule 07 აგვ 2023, 11:50
    #8

    როგორ ეტყობა რო ბედნიერია და სიამოვნებას იღებს.. 👏🏻👏🏻

  • Rick Sanchez
    schedule 07 აგვ 2023, 11:27
    #7

    პირველი გოლი ძალიან ჰგავდა 2017 წელს კლასიკოში გატანილ გოლს😁🥰

  • lesane C
    schedule 07 აგვ 2023, 11:13
    #6

    ციტატა: Chico
    ხალხო მითხარით ერთი, რას უშვებით ამ უაზრო რეკლამას, რომლიც ინფორმაციისს წაკითხვის საშუალებას არ მაძლევს? არც ქრება, არც იხურება… მივმართე ადმინს და როგორც ვატყობ ფულს უხდიან და დიდად არ აწუხებს რომ ვერ ვკითხულობთ,. იქნებ იცით ვინმემ რაიმე ხერხი?


    რავი ჩემთან აქვს გათიშვის ღილაკი(×) და ვთიშავ ჩვეულებრივად

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 07 აგვ 2023, 09:42
    #5

    უბანში ბავშვებს რომ ეთამაშები ის პონტია. კაი კაი რეკორდებს მაინც დაწერს.

  • Dat-
    schedule 07 აგვ 2023, 09:30
    #4

    🥹 რა მაგარია ეს ჩემისა

  • CHEPE
    schedule 07 აგვ 2023, 09:27
    #3

    ალბა და მესი ისევ საყვარლები არიან😂😂😂😂

  • Chico
    schedule 07 აგვ 2023, 09:20
    #2

    ხალხო მითხარით ერთი, რას უშვებით ამ უაზრო რეკლამას, რომლიც ინფორმაციისს წაკითხვის საშუალებას არ მაძლევს? არც ქრება, არც იხურება… მივმართე ადმინს და როგორც ვატყობ ფულს უხდიან და დიდად არ აწუხებს რომ ვერ ვკითხულობთ,. იქნებ იცით ვინმემ რაიმე ხერხი?

  • Gugagabi
    schedule 07 აგვ 2023, 08:22
    #1

    😁👏👏👏👏❤️