workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ლაპორტა რაიოლას საქციელმა გააკვირვა

ლაპორტა რაიოლას საქციელმა გააკვირვა

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ გააკრიტიკა იბრაგიმოვიჩის აგენტი, მინო რაიოლა, რომელმაც გაკიცხა პეპ გვარდიოლა მხოლოდ იმის გამო, რომ კატალონიელმა გაბედა და რამდენიმე შეხვედრაში შვედი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. პრეზიდენტმა აგენტს ლაპარაკის ტონის შეცვლა მოსთხოვა.

 რაიოლამ შაბათს განაცხადა: “თუ გვარდიოლა ფეხბურთელს, რომელშიც თითქმის 75 მილიონი არის გადახდილი, არ ათამაშებს, მე მას ფსიქოლოგიური ჰოსპიტალის მონახულებას ვურჩევდი.”

 ლაპორტამ რაიოლას უპასუხა: “მე თავს ცუდად ვგრძნობ, იმის გამო, რაც მან განაცხადა. აგენტს უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა და მწვრთნელის საქმეებში არ უნდა ჩარეულიყო. მე გარკვეულ დისკომფორტს განვიცდი. ამ კაცმა ნამდვილად გადაამეტა.” ლაპორტამ ასევე დასძინა, რომ აგენტის სიტყვებს მისი იბრაგიმოვიჩისადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია.

 “ჩვენ ვხვდებით, რომ იბრა ნამდვილად გამოსადეგი ფეხბურთელია და იმასაც ვხვდებით, რომ უზარმაზარი წარმატების მიღწევა შეუძლია. იგი არ იყიდება.” – დაამატა პრეზიდენტმა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ თუ ფეხბურთელი წასვლას გადაწყვეტს, კლუბი შეიცვლის თავის სტრატეგიას.

 ლაპორტა ეჭვობს, რომ შვედი და მისი წარმომადგენელი რთულ სიტუაციაში ჩავარდნენ, მას შემდეგ რაც “ბარსაში” ცენტრფორვარდი, დავიდ ვილა მოვიდა, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ზლატანს.
 “ერთ-ერთი მიზეზი ამ გაუგებრობის გამოწვევისა შეიძლება იყოს თავად ფეხბურთელის გაღიზიანება ახალი კონკურენტის გამოჩენის გამო. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს აგენტის მოუქნელი და გაუგებარი საქციელი, რომელმაც გაურკვევლად გადმოსცა თავისი კლიენტის აზრი და პოზიცია. თუ ფეხბურთელს სურს წასვლა, ჩვენ სხვაგვარ ტაქტიკას ავირჩევთ და მას აღარ შევინარჩუნებთ.” – განაცხადა ლაპორტამ.

 “ბარსას” პრეზიდენტს სჯერა, რომ შვედს სურს კლუბში დარჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ამის შესახებ განუცხადებდა მწვრთნელს და ტექნიკურ დირექტორს, როდესაც მათ შეხვდა.

წყარო: www.sport.es 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward