დღეს, ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე” უკრაინისთვის საქველმოქმედო მატჩი (#Game4Ukraine) გაიმართა – ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ალექსანდრ ზინჩენკოს გუნდები შეხვდნენ.
მატჩში მონაწილეობა არაერთმა ცნობილმა ყოფილმა და მოქმედმა ფეხბურთელმა მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი კი “ბარსელონას” ლეგენდა ჟერარ პიკე იყო, რომელმაც შევჩენკოს გუნდის რიგებში ითამაშა. მასთან ერთად ამავე გუნდში იყო “ბარსას” კიდევ ერთი ლეგენდა სამუელ ეტო’ო.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არა მხოლოდ ყოფილმა და მოქმედმა ფეხბურთელებმა, არამედ, სელებრითებმა და ქალმა მოთამაშეებმაც მიიღეს.
შემოსული თანხა მთლიანად უკრაინაში სკოლების აღდგენას მოხმარდება.
უფრო ბევრი ასეთი მატჩი! მხოლოდ მივესალმებით. დიდება უკრაინას.
დიდება და გამარჯვება უკრაინას! 👍🙏 🇺🇦
ზეედორფმა შეაგდო სასწაული გოლი ამ შეხვედრაში🔥