Relevo-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ” “ვალიადოლიდს” ივან ფრესნედას სანაცვლოდ €8+€10 მილიონი შესთავაზა. რონალდო ნაზარიოს გუნდი მორიგ წინადადებას ელოდება, რადგან მეტი თანხის მიღება სურს.
მიუხედავად იმისა, რომ ფრესნედას შეძენაზე “ბარსელონაში” ბოლომდე ვერ თანხმდებიან, დეკუს დაჟინებული მოთხოვნა გადამწყვეტია. “ვალიადოლიდის” მცველი მისი ერთ-ერთი სამიზნეა. დეკუ ფიქრობს, რომ ივანის ტრანსფერი გუნდის გაახალგაზრდავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.
წყაროს ცნობით, მხარეებს საკითხის მალე მოგვარება სურთ და ფიქრობენ, რომ საბოლოოდ შეთანხმდებიან. მომდევნო საათები გადამწყვეტი იქნება. “ბარსა” იმედოვნებს, რომ ტრანსფერს დახურავს.




36 წლის პიკეს მაგივრად 32 წლის ინიგო მოვიდა. 34 წლის ბუსკეტსის ნაცვლად ასევე 32 წლის გიუნდოგანი. 33 წლის ალბა წავიდა და 31 წლის რომეუ მოვიდა. ასე თუ ისე მინც გაახალგაზრდავებაა.
კანსელუს ასაკით ჯობია მხოლოდ.
Mshvenieri gadawyvetilebaa,cudi bichi ar chans. Uketesi variantebic sheidzleboda mara fasic albat aiwevda. Mebrdzoli bichia,axalgazrda da vnaxot ras izams.
ჩვენ თითქოს ვინმე მეტს გვიხდიდეს ამ ასაკიანებში.