workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არსენალი-ბარსელონა – სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი-ბარსელონა – სავარაუდო შემადგენლობები

ხვალ დილით “ბარსელონა” წინასასეზონო მზადების პირველ თამაშს გამართავს. კატალონიური კლუბის მეტოქე ლონდონის “არსენალი” იქნება.

ესპანური გამოცემები, Sport და As “ბლაუგრანას” სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს. კატალონიელი და მადრიდელი ჟურნალისტები 11-დან 9 ფეხბურთელზე თანხმდებიან.

კარში, რა თქმა უნდა, ტერ შტეგენს ვიხილავთ. დაცვის ოთხეულს ორივე გამოცემის ვარაუდით სერჟი რობერტო, რონალდ არაუხო, ანდრეას კრისტენსენი და მარკოს ალონსო შეადგენენ.

საყრდენ ნახევარმცველად Sport ორიოლ რომეუს ელის, ხოლო As – ფრენკი დე იონგს. ცენტრალურ ნახევარმცველებად ორივე ილქაი გიუნდოგანსა და პედრის ვარაუდობს.

Sport-ის ცნობით შეტევის ფლანგებზე რაფინიასა და გავის ვიხილავთ, ხოლო ცენტრში – ფერან ტორესს. As კი ვარაუდობს, რომ “ბარსა” რაფინია-ლევანდოვსკი-ტორესის ტრიოთი შეუტევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 26 ივლ 2023, 19:58
    #3

    მე მეგონა ამხანაგური მატჩები იმისთვის ტარდება, რო ყველა ფეხბურთელი გამოიცადოს და ალბათ მეორე ტაიმში ყველა ხელმისაწვდომ ფეხბურთელს გამოიყვანენ.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 26 ივლ 2023, 19:42
    #2

    იმედია ალონსოს არ დააყენებს, გაასხმეინონ გუნდიდან ვაბშემ რაზე აკავებენ ადგილს

  • rivaldo80
    schedule 26 ივლ 2023, 14:17
    #1

    უნდა დაყენოს გასაყიდი ფეხბურთელები იქნებ გამოიჩინონ თავი