workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ორიოლ რომეუ ბარსელონაში ბრუნდება

ოფიციალურად: ორიოლ რომეუ ბარსელონაში ბრუნდება

უკვე ოფიციალურად – ორიოლ რომეუ “ბარსელონაში” დაბრუნდა.

“ლა მასიას” აღზრდილი საყრდენი ნახევარმცველი, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი ინგლისში გაატარა, მშობლიურ კლუბს უბრუნდება. “ბლაუგრანამ” ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.

ორიოლ რომეუ “ბარსელონასთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 400 მილიონი ევრო იქნება.

აქამდე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით 31 წლის ფეხბურთელში “ბარსა” “ჟირონას” 4.5 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსები და პაბლო ტორეს იჯარა დაემატება.

ორიოლ რომეუ “ლა მასიაში” 2004-2008 წლებში ირიცხებოდა. 2008-2011 წლებში ის “ბარსა ატლეტიკში” თამაშობდა, რის შემდეგაც “ჩელსიში” გადავიდა, მანამდე კი “ბარსას” პირველ გუნდში 2 თამაშის ჩატარება მოასწრო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • me da barca
    schedule 20 ივლ 2023, 01:22
    #11

    400 გამოსასყიდი ცოტაა, ვინმემ არ გამოისყიდოს და არ დავკარგოთ.

  • Rick Sanchez
    schedule 19 ივლ 2023, 22:54
    #10

    4.5 მილიონად ეს სამი ტრანსფერი ცუდი არ არის (გიუნდოგანის გარდა არცერთის იმედი არ მაქვა).

  • Bakero
    schedule 19 ივლ 2023, 15:07
    #9

    ციტატა: jacky iakovenko
    კაცმა რომ მკითხოს ბარსას ფანი ვარ ჯერ კიდევ 90-იანებიდან და ვინაა მე ვიყო ციყვი თუ ვიცოდე ეს 😂😂😂როდის იყო ბარსაში რომ მოაბრუნეს ახლა დიდი მოწიწებით 🥴


    გეფიცები ამას რომ ვუყურებ სულ მგონია რომ " ესპანიოლში " თამაშობდა რაულ ტამუდოსთან ერთად და არ მახსოვს joy joy joy

  • araujo4
    schedule 19 ივლ 2023, 14:46
    #8

    ამერიკაში ლენგლე რატო მიყავთ ანუ შეგვრჩა ეგ საზიზღრობა? ეგ და ერიკ გარსია სანამ ჩვენ გუნდში იქნებიან მანამდე არ გვეშველება არაფერი.

  • Pirat❤️💙
    schedule 19 ივლ 2023, 14:10
    #7

    ციტატა: Ertaoz Bregvadze
    ფელიშზე რა ისმის ხალხო?


    დაიწერა ატლეტიკო იჯარაზე თანახმაა იმედია დავარეგისტრილებთ კაი დანამატი იქნება

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 19 ივლ 2023, 13:30
    #6

    ფელიშზე რა ისმის ხალხო?

  • Albicelecte
    schedule 19 ივლ 2023, 13:12
    #5

    შეიძლება ცუდი შენაძენი არ იყოს, თან იაფად;
    სულ ეს სამი ტრანსფერი დაჯდა 4.5 მილიონი, სამივე ასაკოვანია, მაგრამ აქედან ორი ძალიან კლასნი და მესამე საკუთარი აღზრდილი;
    ამას დამატებული როკე;
    ყველაფერი ნორმალურადაა, უბრალოდ გამოსასყიდი 400 მილიონი იყო მთლად სასწაული smiley
    მარცხენა ვინგერს აბდე გაქაჩავს? ესაა საკითხავი და მექსიკელი არაუხოს თემა როგორაა?

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2023, 12:56
    #4

    ციტატა: cruyff9

    ციტატა: El Clasico
    ავშენდით, სამი ტრანსფერი და სამივე ასაკოვანი 1-2 წელში ისევ გასაშვებები რომ იქნებიან🤦


    ზატო 2 წელში ფული იქნება ბლომად


    ფულს ეს პენსიონერები მოგვიტანენ? ნეტავც ეგრე იყოს და ვინ დაეძებს. რეალმა აღარ იცის ვინ იყიდოს და ჩვენ მინიმალურ თხოვნას ვერ ვუსრულებთ მწვრთნელს. შედეგი კი გვინდა. cold_sweat

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივლ 2023, 12:22
    #3

    მორიგი ხლამი დავიმატეთ გილოცათ

  • cruyff9
    schedule 19 ივლ 2023, 11:40
    #2

    ციტატა: El Clasico
    ავშენდით, სამი ტრანსფერი და სამივე ასაკოვანი 1-2 წელში ისევ გასაშვებები რომ იქნებიან🤦


    ზატო 2 წელში ფული იქნება ბლომად

  • El Clasico
    schedule 19 ივლ 2023, 11:40
    #1

    ავშენდით, სამი ტრანსფერი და სამივე ასაკოვანი 1-2 წელში ისევ გასაშვებები რომ იქნებიან🤦