Mundo Deportivo-ს ინფორმაიცით, ჩავი ერნანდესი 20 წლის ფერმინ ლოპესის პროგრესს/თავდაჯერებულობას ძალიან აფასებს და სურს, ის პრესეზონზე გამოცადოს.
მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში რაფა მარკესი ლოპესს არ ენდო, კლუბმა ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგრძლივა. ის იჯარით “ლინარესში” წავიდა და 12 გოლი და 4 ასისტი მიითვალა. ახლა ფერმინი “ბარსა ატლეტიკის” მნიშვნელოვანი წევრია და შესაძლოა, მალე პირველ გუნდში ვიხილოთ.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ლოპესმა ძირითად გუნდში შეიძლება ისეთი ზეგავლენა მოახდინოს, როგორიც პედრო როდრიგესმა 2009 წელს – მაშინაც არავინ ელოდა, რომ პედრო თავს ასე გამოიჩენდა.
ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, როცა ფული არ გაქ, სახელფასო ჭერს ვერ წევ, და არ შეგიძლია მეგა ტრანსფერები, რისთვისაა სათადარიგო გუნდი და აკადემია? გამოიყენე სტიმული მიეცი ბიჭებს, იქნებ ერთი ორმა გაამართლოს,
ცადონ რავი. ფულს ხო არ ვიხდით? იქნებ ამართლებს და კარგი ბიჭია. 20 წლის არის წესით თუ რამეს წარმოადგენს დაამტკიცებს ამ სეზონში.
რატომაც არა, მე აკადემიის ყოველთვის მჯეროდა;
ბარსას აკადემიას ვგულისხმობ რა თქმა უნდა
არადა ცუდი არაა
ეს ვიცი, გაამართლა იჯარამ იტანა გოლები
ებიჯო მეტი და მეტი აკადემიის ბავშვები ათამაშეთ, იქნებ შეგვივსონ პოზიციები მაგათ მაინც, აბა ფული ამათ არააქვთ
მიდი ჩავი ცდას წინ არაფერი უდგას ამაში მაინც არ გვექნება ფული გადასახდელი და თუ გამოგვადგა არც ვინმესთან იქნება რეგისტრაციაზე სახვეწნი და არა იანვრამდე იქნება მოცდა საჭირო