დღეს 10 ივლისია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონამ” 2023/24 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო.
დღეს დილით სამედიცინო შემოწმების გასავლელად 26 ფეხბურთელი გამოცხადდა – 14 პირველი გუნდიდან და 12 “ბარსა ატლეტიკიდან” და ასაკობრივი გუნდებიდან.
საღამოს სავარჯიშო სესიას პირველი გუნდიდან დაესწრებიან ერიკ გარსია, რაფინია, ინიაკი პენია, ფერან ტორესი, ნიკო გონსალესი, ინიგო მარტინესი, სერჟი რობერტო, პედრი, რონალდ არაუხო, ალეხანდრო ბალდე, პაბლო ტორე, მარკოს ალონსო, კლემან ლანგლე და სერჟინიო დესტი. “ბარსა ატლეტიკიდან” და “ლა მასიადან” მათ შეუერთდებიან მარკ კასადო, ლამინ იამალი, პაუ პრიმი, მიკაილ ფაი, პაუ კუბარსი, მარკ გიუ, ესტანის პედროლა, უნაი ფერნანდესი, ანხელ ალარკონი, დიეგო კოშენი, ექტორ ფორტი და ფერმინ ლოპესი.
პირველი გუნდის ის წევრები, რომლებმაც ივნისის სანაკრებო შეხვედრებში ითამაშეს, ჩავის განკარგულებაში 17-18 ივლისიდან იქნებიან.
19 ივლისს “ბარსელონა” ამერიკაში გაემგზავრება, სადაც “იუვენტუსთან”, “არსენალთან”, “რეალ მადრიდთან” და “მილანთან” ამხანაგურ თამაშებს ჩაატარებს.
როკეს ალბათ იანვარში მოიყვანენ, ლიგიდან რო გამოვარდებით.
აუ ნიკო დაგვიბრუნდა😍როგორ მევასება ეგ ბიჭი,,ეგ უნდა დადგეს საყრდენათ
ეზალზულის მისცენ შანსი თორე ისე ვატყობ კიდე კაი ხანს ვერ მოძებნიან მარცხენა შემტევს ესენი და ეგ ბიჭიც არ დაკარგონ უაზროდ, აფრიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ტიპმა იფრინა, ოსასუნაში კიდე რაც შეძლო ითამაშა კარგად და მეტი რა გააკეთოს?! ბრაზილიიდან რომ იყოს მომავალ რონალდინიოდ მონათლავდნენ და წარმოშობის მიხედვით რო არჩევენ მიტო გვყავს ფენომენო რაფინიები გუნდში🤬