workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ორიოლ რომეუს ტრანსფერს უახლოვდება

ბარსელონა ორიოლ რომეუს ტრანსფერს უახლოვდება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ორიოლ რომეუს ტრანსფერს უახლოვდება. მასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ვიტორ როკეს საჩქარო ტრანსფერის გამო შეჩერებული იყო.

წყაროს ცნობით, “ბარსა” და “ჟირონა”, შესაძლოა, საბოლოოდ მომავალ კვირაში შეთანხმდნენ. თავად ფეხბურთელთან უკვე ყველაფერი შეთანხმებულია.

კატალონიურ გრანდს რომეუს გამოსასყიდი თანხის (€8 მილიონი) შემცირება სურს. “ბლაუგრანამ” “ჟირონას”, შესაძლოა, მარტივი ბონუსები შესთავაზოს, რომლითაც სატრანსფერო თანხა საბოლოოდ €8 მილიონს მიაღწევს.

არ არის გამორიცხული ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვაც, რადგან “ჟირონას” ესტანის პედროლა მოსწონს. ასევე, შესაძლოა, “ბარსამ” იქ ნიკო გონსალესი, ეზ აბდე ან პაბლო ტორე იჯარით გაუშვას. ამ მხრივ, ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

რომეუს “ბარსელონაში” დაბრუნება სურს, რაც “ჟირონამ” კარგად იცის და ფეხბურთელს დაჰპირდა, რომ ხელს არ შეუშლის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 10 ივლ 2023, 16:31
    #16

    რომეუს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს, რაც "ჟირონამ" კარგად იცის და ფეხბურთელს დაჰპირდა, რომ ხელს არ შეუშლის.
    ეგრე ბარსასაც დაპირდნენ არაბები როგორც კი მოგვთხოვთ ჩავის მოგცემთ, ხელი მოაწერინეს კონტრაქტზე და მერე 5 მილიონი მაინც გამოგვტყუეს როგორც ჩმორებს. ამასაც 5 მილიონად გვაძლევდნენ და რო დარწმუნდნენ მართლა მიჰყავთო მადაც გაეხსნათ ამ უნამუსოებს. ნეტავ ბარსადან რამდენად წაიყვანეს 30-50-ად? თანაც ახალგაზრდა.

  • JasoN
    schedule 10 ივლ 2023, 11:32
    #15

    ციტატა: Rick Sanchez
    კესიე და ფერანი ტრანსფერზე რომ დააყენეს რატომ არ წერთ?


    ვერ იჯერებენ ჩვენი მწერლები )))))

  • shu1987
    schedule 09 ივლ 2023, 23:20
    #14

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: shu1987
    აი ეს რატო უნდა გინდოდეს გუნდში ვერ ვხვდები 🙄 ნიკო დააბრუნონ ლამასიელია კაი ჯანზეა პასიც აქვს და მოტყუებაც იცის ჩემი აზრით ასეთი ხალხის მოყვანა ისევ ისეთ ცუდ მდგომარეობას შექმნის რაცაა ახლა მერე არავის ამათში ფულის გადახდა არ მოუნდება და უმაღლესი კლასის კიდე არაა ეს განსაკუთრებით , არც გუნდოგანის მეიმედება პეპს სისტემა სქემა ქონდა აწყობილი ტაქტიკურად სწორად იყენებდა ჩავი ვითომ იზამს მაგას ? 🤔 ბარსელონა თვითონ ქალაქის ატმოსფეროც ისეთია თუ გულით ლამასიელი ან კულე არაა გულაობა დასვენება თამაშს იკიდებენ რამდენი მოსულა იმედებით და ვერაფერი ხოლო გასული წელი აიღე პატარა ბიჭებმა ითამაშეს ფაქტიურად რა შედეგიც იყო ან გულით რომ უნდოდათ ბარსაში..


    სხვათა შორის, ესეც ლა მასიელია;
    მაგრამ ნიკო უნდა დარჩეს და ადგილისათვის იბრძოლოს


    კი მესმის მაგრამ ბუსკეცზე კარგი რითია ჯანზე როა ?? მასე ინიესტაც ლამასიელია რავიცი ძმაო იქნება ვცდები და ამართლებს ერთი-ორი სეზონი მაგას რა აჯობებს

  • Rick Sanchez
    schedule 09 ივლ 2023, 23:03
    #13

    კესიე და ფერანი ტრანსფერზე რომ დააყენეს რატომ არ წერთ?

  • Albicelecte
    schedule 09 ივლ 2023, 22:23
    #12

    ციტატა: shu1987
    აი ეს რატო უნდა გინდოდეს გუნდში ვერ ვხვდები 🙄 ნიკო დააბრუნონ ლამასიელია კაი ჯანზეა პასიც აქვს და მოტყუებაც იცის ჩემი აზრით ასეთი ხალხის მოყვანა ისევ ისეთ ცუდ მდგომარეობას შექმნის რაცაა ახლა მერე არავის ამათში ფულის გადახდა არ მოუნდება და უმაღლესი კლასის კიდე არაა ეს განსაკუთრებით , არც გუნდოგანის მეიმედება პეპს სისტემა სქემა ქონდა აწყობილი ტაქტიკურად სწორად იყენებდა ჩავი ვითომ იზამს მაგას ? 🤔 ბარსელონა თვითონ ქალაქის ატმოსფეროც ისეთია თუ გულით ლამასიელი ან კულე არაა გულაობა დასვენება თამაშს იკიდებენ რამდენი მოსულა იმედებით და ვერაფერი ხოლო გასული წელი აიღე პატარა ბიჭებმა ითამაშეს ფაქტიურად რა შედეგიც იყო ან გულით რომ უნდოდათ ბარსაში..


    სხვათა შორის, ესეც ლა მასიელია;
    მაგრამ ნიკო უნდა დარჩეს და ადგილისათვის იბრძოლოს

  • Maestro 6
    schedule 09 ივლ 2023, 21:51
    #11

    31 წლისაა ბიჯო და რა ჯანდაბად გვინდაა

  • shu1987
    schedule 09 ივლ 2023, 21:18
    #10

    აი ეს რატო უნდა გინდოდეს გუნდში ვერ ვხვდები 🙄 ნიკო დააბრუნონ ლამასიელია კაი ჯანზეა პასიც აქვს და მოტყუებაც იცის ჩემი აზრით ასეთი ხალხის მოყვანა ისევ ისეთ ცუდ მდგომარეობას შექმნის რაცაა ახლა მერე არავის ამათში ფულის გადახდა არ მოუნდება და უმაღლესი კლასის კიდე არაა ეს განსაკუთრებით , არც გუნდოგანის მეიმედება პეპს სისტემა სქემა ქონდა აწყობილი ტაქტიკურად სწორად იყენებდა ჩავი ვითომ იზამს მაგას ? 🤔 ბარსელონა თვითონ ქალაქის ატმოსფეროც ისეთია თუ გულით ლამასიელი ან კულე არაა გულაობა დასვენება თამაშს იკიდებენ რამდენი მოსულა იმედებით და ვერაფერი ხოლო გასული წელი აიღე პატარა ბიჭებმა ითამაშეს ფაქტიურად რა შედეგიც იყო ან გულით რომ უნდოდათ ბარსაში..

  • basa7
    schedule 09 ივლ 2023, 21:09
    #9

    კიდევ ერთი ყანა რომელიც მერე ცოცხალი თავით არ წავა ბარსადან

  • Tamo
    schedule 09 ივლ 2023, 20:17
    #8

    აი ადამიანი რო ბუსკეცს გაუშვებს და ორიოლ რომეუს მოყვანას გადაწყვეტს რავი ძმაო რა ზიან ასეთი ოხრახუშები ამ უბედურ კლუბში…. რა ვთქვა აღარ ვიცი…მალე ააცვას რა ჩავიმ მართლა ყელში ამოიყვანა ძაან უაზრო კაცია..იქით წელსაც შეგვარცხვენს და მერე იმედია გაუშვებენ თორე დავიტანჯე უკვე..ნერვი აღარაა უკვე ეჭვი მეპარება პერესი ამათაც უხდის კლუბის ჩასაძირად😂😂🙂

  • Chico
    schedule 09 ივლ 2023, 20:12
    #7

    მას რომ სურს გასაგება, ქალაქშიც რჩება და თანაც ბარსაში ითამაშებს, მაგრამ ამათ რატომ სურთ ეგ, ვერ გავიგე. სად ბუსკეტსი და სად რომეუ…. ან ვერეფრით ვერ ვხვდები და მოუთბენლად ველოდები გავიგო, რა ჩანაფიქრი აქვს ჩავის და როგორ აპირებს პედრის, გავის, ფრენკის, გიუნდას და საყრდენის ერთად განლაგებას? არ მითხრათ ოღონდ რომეუ მოვა და რიმელიმე მათგანი სკამზე დაჯდებაო…. ეს ხომ სასაცილო იქნება….

  • WhichonesPink
    schedule 09 ივლ 2023, 18:41
    #6

    აი ბრაითვეიტზე დაბალი დონის ტიპი მოყავთ და ლიგაზე ამის იმედად არიან =((

  • Kortoxa
    schedule 09 ივლ 2023, 18:25
    #5

    ეს რა კანდაბათ უნდათ რა ნერვების მოსაშლელები არიან მაგის მოყვანას შიდაში ვეძიოთ არტერნატივა და არნაუზე ბევრად უკეთესები გვყავს, ეგ თანხა სხვა რამეში მოიხმარეთ თუ საყრდენზე მეტს ვერ იმეტებთ

  • Kun agüeroooo
    schedule 09 ივლ 2023, 18:15
    #4

    ვაიმეეე რა აბდე რა ნიკო თავი გაანებონ ამ ბიჭებს ესენი ხომარ ჩუკნიან ტო ვისში ცვლიან ან სად ანათხოვრებენ მაგარი დაქნევა სკაუტებიგვყავს ამ დებილ ფეხბურთელებში ხარჯავენ დროს

  • Don_Andresito
    schedule 09 ივლ 2023, 18:14
    #3

    ციტატა: walker599
    ფიზიკური სიძლიერის გარდა არაფერი ამას არ აქვს, მარტო დებილივით ირბენს 90 წუთი არგაჩერდება და ფიზიკურ ორთაბძოლებს მოიგებს, ეგაა ფეხბურთიი?!


    ეგ მაინც რო ქნას რა გვიჭირს, უჯარიმოდ ვერ ართმევს ბურთს, თან ძალიან ნელია. 45 წლის ბუსკეცივით ითამაშებს

  • walker599
    schedule 09 ივლ 2023, 17:56
    #2

    ფიზიკური სიძლიერის გარდა არაფერი ამას არ აქვს, მარტო დებილივით ირბენს 90 წუთი არგაჩერდება და ფიზიკურ ორთაბძოლებს მოიგებს, ეგაა ფეხბურთიი?!

  • Clever liar
    schedule 09 ივლ 2023, 17:55
    #1

    ეს რა ფეხებათ უნდათ, მარა რახან ასე უნდათ, მაშინ 3 ხელზე და პლიუს 203 მილიონი ოქროს ბურთს თუ მოიგებს ბონუსი 😀