დღე, როდესაც ჩავი რეალში გადასვლასთან ახლოს იყო

დღე, როდესაც ჩავი რეალში გადასვლასთან ახლოს იყო

1999 წლის 9 იანვარს “ბარსელონა” ბილბაოს “ატლეტიკს” მასპინძლობდა, როდესაც კატალონიელთა მაშინდელმა თავკაცმა, ლუი ვან გაალმა 18 წლის ჩავი ერნანდესს გამოცდილი პეპ გვარდიოლა ამჯობინა.

ჩავი მაშინ კარგ ფორმაში იმყოფებოდა და, ერთი შეხედვით, ნიდერლანდელის გადაწყვეტილება სამართლიანი არ ჩანდა – განსაკუთრებით, ფეხბურთელის მამისათვის.

როგორც აღმოჩნდა, ამის შესახებ ჩავის მამამ “რეალის” სკაუტთან, მანუელ ანხელ რომეროსთან დაიწუწუნა.

არ იციან, როგორი ფეხბურთელი ჰყავთ, არ იციან, ჩავი რას წარმოადგენს, ისინი მხოლოდ პეპს უყურებენ. თუ მოგინდება, მადრიდში ხვალვე წავიდეთ.

ამ სიტყვების შემდეგ რომერო ვისენტე დელ ბოსკეს უახლოეს პირს, პაკო ხიმენესს დაეკონტაქტა, რათა “ლოს ბლანკოსისათვის” ჩავის სიტუაციის შესახებ მოეხსენებინათ.

რომერო Marca-სთან ამბობს:

“პაკოს ვუთხარი, “სულელო, გაიგონე? სასწრაფოდ კლუბს აცნობე”. მან სერიოზული სახით შემომხედა და მითხრა: “გინდა, შარში გაეხვიო?”.

“ელ მაესტრო” მატჩში 59-ე წუთზე ჩაერთო, “ბარსამ” კი ბასკები ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. ეს ინციდენტი კი ერნანდესების ოჯახს მალევე გადაავიწყდა.

9 წლის სკაუტი ჩავის სახით

რომერო ასევე იხსენებს, რომ 9 წლის ჩავი ერნანდესი, რომელიც “ტერასაში” ირიცხებოდა, მას მოწინააღმდეგე გუნდების მდგომარეობის შესახებ ცნობებს აწვდიდა.

“ჩვენ ერთ ლიგაში ვიყავით. მაშინ არც ინტერნეტი იყო და არც რაიმე მსგავსი. ჩავის მამას ყოველ კვირას ვურეკავდი. გუნდი, რომელიც “ტერასას” ერთ კვირაში ეთამაშებოდა, მომდევნო კვირაში ჩემს ბიჭებს ხვდებოდა.
ასე რომ, მამამისი ტელეფონს ჩავის გადასცემდა, ის კი მოწინააღმდეგის დეტალურად აღმიწერდა – რომელი მოთამაშისათვის უნდა მიგვექცია ყურადღება, როგორ ასრულებდნენ საჯარიმო დარტყმებს და კუთხურებს… დაუჯერებელია. რა თქმა უნდა, მსურდა, რომ ის “რეალისათვის” შემეძინა”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • სპარტაკი
    11 იან 2022, 22:38

    nika 54,
    ისკოს მაგალითი.. ის ბარსას იდეალურად მოერგებოდა თავის დროზე რომ ბარსაში ეთამაშა.

  • nika 54
    11 იან 2022, 15:55

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    მაინც რამდენს ნიშნავს სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ხავი რომ რეალში წასულიყო ალბათ არც ასეთი კარიერა ექნებოდა და არც ასეთი ლეგენდა იქნებოდა ( ბევრი მიზეზის გამო ),ეგრე რონალდოც ახლოს იყო ბარსაში გადმოსვლასთან მაგრამ რეალში რომ წავიდა ეგ გამოდგა სწორი არჩევანი (ეგ და მესი დახოცავდნენ ერთმანეთს),ძაან ბევრი მაგალითი შეიძლება მოიყვანო სწორ გადაწყვეტილებებზეც და არასწორზეც და რა რადიკალურად განსხვავებული სურათი შეიძლებოდა მიგვეღო


    ჩავი რო რეალში წასულიყო ერთი ისკოს დონის ფებურთელად აქცევდნენ, რომელიც რეალის არანაირ სტილში არ ჯდება, მათ კი არც ბარსაში გამოუშვეს და კარიერაც დაუნგრიეს.

  • ozbeta
    11 იან 2022, 15:10

    პირველად წავიკითხე ასეთი გაუგებარი ინტერვიო. ვერაფერი გავიგე. laughing

  • EL MAESTRO 6
    11 იან 2022, 00:08

    მაინც რამდენს ნიშნავს სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ხავი რომ რეალში წასულიყო ალბათ არც ასეთი კარიერა ექნებოდა და არც ასეთი ლეგენდა იქნებოდა ( ბევრი მიზეზის გამო ),ეგრე რონალდოც ახლოს იყო ბარსაში გადმოსვლასთან მაგრამ რეალში რომ წავიდა ეგ გამოდგა სწორი არჩევანი (ეგ და მესი დახოცავდნენ ერთმანეთს),ძაან ბევრი მაგალითი შეიძლება მოიყვანო სწორ გადაწყვეტილებებზეც და არასწორზეც და რა რადიკალურად განსხვავებული სურათი შეიძლებოდა მიგვეღო