ბარსას გავისთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ბიუჯეტის ნაწილი ოქტომბრიდან მზად აქვს

ბარსას გავისთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ბიუჯეტის ნაწილი ოქტომბრიდან მზად აქვს

როგორც ჩანს, “ბარსელონა” გუნდის 17 წლის ტალანტის, გავის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” გავის ახალი კონტრაქტის მოსამზადებლად ბიუჯეტის ნაწილი ოქტომბრიდან მზად აქვს.

წყაროს ცნობით, ახალი 5-წლიანი ხელშეკრულების ბოლო დეტალებს მხარეები მალე განიხილავენ. გაიზრდება ესპანელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა, რომელიც ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს. გავის კონტრაქტის გახანგრძლივება დროის საკითხია. ფეხბურთელს მხოლოდ “ბარსელონაში” დარჩენა უნდა.

გავი მიმდინარე სეზონში “ბარსას” ნამდვილი აღმოჩენაა. ახალგაზრდა მოთამაშე კატალონიური გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდა. მან მონაწილეობა 22 მატჩში მიიღო, 1 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    09 იან 2022, 16:03

    რამდენი ყვითელი ქონდა და ეხლა კიდევ წითელი.

  • El pistolero 9
    08 იან 2022, 20:20

    50 მილიონი?! პედრის და ფატის როგორც აქვთ 1 მრდ გამოსასყიდი ისე დაადონ ამასაც

  • EL MAESTRO 6
    08 იან 2022, 20:10

    გავისაც, არაუხოსაც და ნიკოსაც უნდა გაუხანგძლივონ აუცილებლად აბდეს ჯერ დააკვირდნენ და თუ განვითარდება და იმედისმომცემი ტალანტი იქნება მაგასაც გაუხანგძლივონ

  • C.PC5
    08 იან 2022, 19:48

    ეს და არაუხო დროულად უნდა დააბან!!! ამათი წასვლა არ შეიძლება, ორივე ლეგენდა იზრდება და ეჭვიც არ უნდა ეპარებოდეს ვინმეს რომ ბარსაში გაატარებენ ბოლომდე, სურვილიც ვერ უნდა უჩნდებოდეთ😆

  • Magician
    08 იან 2022, 19:36

    ეს კაცი ხელშეუხებელია!