დე ლა ფუენტეს მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებულ სიაში ბარსელონას ცხრა ფეხბურთელია

დე ლა ფუენტეს მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებულ სიაში ბარსელონას ცხრა ფეხბურთელია

Mundo Deportivo-ს ცნობით გასულ ორშაბათს ლუის დე ლა ფუენტემ ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 55-კაციანი გაფართოებული სია წარუდგინა, სადაც “ბარსელონას” კვლავ მნიშვნელოვანი როლი უკავია. მთავარ სიახლეებს შორის არიან ერიკ გარსია და გავი, რომლებიც “ფურია როხას” მწვრთნელის რადარზე “ბარსელონას” მიერ საჩემპიონო სეზონის ჩატარების შემდეგ დაბრუნდნენ.ამის საპირისპიროდ, ერთ-ერთი სახელი, რომელიც საწყის ჩამონათვალში არ ფიგურირებს, ჟერარ მარტინია. “ბარსელონას” მცველი, რომელმაც ბოლო თვეებში მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა, იმ ვრცელი განაცხადის მიღმა დარჩა, სადაც დე ლა ფუენტესთვის ჩვეული სხვა მოთამაშეები მოხვდნენ. სიაში არც ალეხანდრო ბალდეა, რომელსაც მარცხენა ფლანგზე კუკურელია, გრიმალდო და სერხიო გომესიც კი უსწრებენ.

“ბარსელონა” კვლავ რჩება ნაკრების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად. გაფართოებულ სიაში ასევე არიან ჟოან გარსია, დანი ოლმო, ფერან ტორესი, პედრი, ლამინ იამალი, პაუ კუბარსი და ფერმინ ლოპესი. თითოეულ მათგანს 26-კაციან საბოლოო განაცხადში მოხვედრის დიდი შანსი აქვს, რომელსაც მწვრთნელი 25 მაისს გამოაქვეყნებს.

ამ პირველად სიაში ცხრა ფეხბურთელით “ბარსელონა” ზაფხულის მთავარი საფეხბურთო ფორუმისთვის ესპანეთის ნაკრებში კვლავ ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი კლუბია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    15 მაი 2026, 07:54

    იმედია გარსია ძირითადის მეკარე იქნება

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    14 მაი 2026, 12:40

    რეალიდან რამდენია ნეტავ?

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    14 მაი 2026, 08:22

    იქეთ პერესი ცდილობს მის ნახირში შექმნილი აურზაური და დედის წიოკი, ნეგრეირათი გადაფაროს, ნეტა არსებობს ვინმე ვისაც ამ ბებერი კუანასი ჯერავს?? (ყანამადრიდს არ ვგულისხმობ) მერამდენე წარუმატებლობაა და ისევ ნეგრეირა,უბრალოდ დაააკვირდით სანამ ტიტულებს იგებდნენ, არანაირი ნეგრეირა ვის ახსოვდა?? ეხლა გააახსენდათ… ობიექტურად და საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ძალიან სასაცილოა ამ ხნის კაცმა თავი მახსრად თვითონ აიგდო, მსოფლიოს წინაშე..ხტფუი სხვა რისი მოლოდინი უნდა გქონდეს აბაა ესეთი წყალწაღებულებისგან, მაგათ პატივს ვერ ვცემ მხოლოდ იმიტომ, რომ მარცხის აღიარება არ იციან და მათი უსუსურობის გადაფარვას ყვერესი ბარსას იმიჯის შელახვით ცდილობს, ნეტა არ ვუცოდეთ მაინც ეგ ბებერი ცუანა თუ ვერ ხედავს, რამდენი ქულა აიღეს მსაჯების დახმარებით ლა ლიგაში საცოდავები არიან რააა….მარაზმზე და დიქტატურულ მმართველობაზე დაფუძნებულები, სხვანაირები ვერც იქნებიან..ძაან ამჭრა იმ კუანას პრესკონფერენციაზე ბჟუტურმააა…საცოდავი

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    14 მაი 2026, 03:23

    მე მგონია, რომ ცხრავე უნდა იყვნენ, რატომღაც ვფიქრობ, რომ ფერმინი გაიბრწყინებს

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    14 მაი 2026, 00:12

    ესპანეთის ნაკრების ბირთვი ყოველთვის ბარსას ფეხბურთელები იყვნენ. რასაც მიაღწიეს, ბარსას ფეხბურთელების წყალობით მიაღწიეს. მარტო მ/ჩ ფინალში გატანილი ის ერთადერთი გოლი რად ღირს ინიესტას მიერ.

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    13 მაი 2026, 23:29

    ყველა მოხვდება მგონი და აი ჟოანი რომ არ მოახვედროს და ძირითადში არ დააყენოს იმენა ინანებს მაგრად მისნაირი არცერთი მეკარეა ესპანეთში არც რაია და არც ბილბაოს კიპერი არცერთი

  • LEVANII
    LEVANII ახალბედა
    13 მაი 2026, 19:33

    Მარტინს კარგი სეზონი ჰქონდა არადა პლიუს ცაციაა მისი განაცხადში შეყვანა შეიძლებოდა და ზოგადად ჩვენ ცენტრალურ მცველებს მგონია ნაკრებში უკეთესი პერფორმანსი ექნებათ ვიდრე კლუბში ნაკლებად ამოწეული დაცვის ფონზე

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    13 მაი 2026, 19:32

    ამაზე ხო ცალკე გული უსკდებათ ბარსაზე დაბოღმილებს 😂😂😂😂💩