ბარსელონას ტალანტი ებრიმა ტუნკარა 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა

ბარსელონას ტალანტი ებრიმა ტუნკარა 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ იტალიასთან პენალტების სერიაში (1-1, პენ. 2-4) დამარცხდა, “ბარსელონას” 16 წლის ნახევარმცველი ებრიმა ტუნკარა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან ჩემპიონატზე 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

უეფას შეფასება

უეფას ტექნიკურ დამკვირვებელთა ჯგუფმა ებრიმა ტუნკარა საუკეთესო ფეხბურთელად აირჩია და ეს გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა: “ის ესპანეთის ნაკრების თამაშის მთავარი შემოქმედი იყო, რომელიც ნახევარფინალში გავიდა. ოთხი საგოლე გადაცემით (მაჩვენებელი, რომელიც მას რეიტინგის სათავეში აქცევს) და ტურნირის განმავლობაში შესრულებული 23 საკვანძო პასით, მისი შემტევი პოტენციალი შეუდარებელი იყო”.

მათ ასევე დასძინეს: “ებრიმა ტუნკარა დასკვნით ფაზაში მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან მას როგორც ვიწრო, ისე გაშლილ სივრცეებში შეტევის შესანიშნავი უნარი აქვს. სივრცეების მოსაძებნად და ბურთის მისაღებად გაკეთებული მოძრაობებით მან მთელი ტურნირის განმავლობაში ფუნდამენტური როლი ითამაშა – აკონტროლებდა და ცვლიდა თამაშის ტემპს, თავადვე ქმნიდა კომბინაციებისა და დრიბლინგის შესაძლებლობებს”.

წინასასეზონო მზადება პირველ გუნდთან ერთად

ბოლოდროინდელმა პროგრესმა, რის შედეგადაც მიმდინარე სეზონში “ბარსა ატლეტიკში” დებიუტი სულ რაღაც 15 წლის ასაკში ჰქონდა, ებრიმა ტუნკარა იქამდე მიიყვანა, რომ ის წინასასეზონო მზადებას პირველ გუნდთან ერთად გაივლის.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (7)

დატოვე კომენტარი

  • araujo4
    araujo4 კულე
    08 ივნ 2026, 16:49

    რაღაც საშინელი ნიუსი გავრცელდა. შეიძლება არც არაფერი
    მარა მაგის გააზრებაც კი მზარავს. ალვარესის და რეალის წარმომადგენლებს კითხეს შესაძლო ტრანსფერზე და ორივემ უპასუხა no comment. ეგ რო აგვახიონ რავი მაგრა დაგვენძრევა🤣

    • La Pulga10
      La Pulga10 ვეტერანი
      08 ივნ 2026, 18:15

      ჩვენ კი არა რეალს დაენ*რევა უარესად. ალვარესიც ჩაისვრის რეალში და სიტუაცია ვაბშე უკონტროლო გაუხდებათ. მოურინიო 1-2 წელი იქნება მოკუკავს ფულს მოხევა და წავა. მაგ გუნდ კიდე არაფერი ეშველება. მარა ტყული იქნება. რეალი არა ის.

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    08 ივნ 2026, 15:31

    არა ნაკლები ტალანტია იამალზე რაც მალე ამოვა პირველ გუნდში მით უკეთესი სულ არ არის საჭირო ზე დატვირთვები (მისი ასაკიდან გამომდინარე) მითუმეტეს ეხლა როცა ფლიკმა გუნდში მიუნხენის ” ბაიერნის ” ლეგენდარული ფიზმომზადების სპეციალისტი ჰოლგერ ბროიხი მოიყვანა (სათითაოდ ყველა ფეხბურთელის ინდივიდუალური დატვირთვა გატესტვის პირობებში)

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    08 ივნ 2026, 14:35

    ეს მალევე უნდა ამოიწიოს დიდებში👌🏻

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    08 ივნ 2026, 13:58

    ერთი ორი წელი დატესტვა დიდებთან და მერე თუ ფე მოიკიდა კაია

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    08 ივნ 2026, 13:25

    პერესმა მოიგო იასნია არჩევნები და ეგრევე მოურინიოს გაოფიციალურებაზე მიდგა საქმე😆😆😆 ისე იმედია ყველაფერი კარგად წაგვივა ამ სატრანსფერო ბაზარზე წელს თორე მესამეჯერ ფლიკს გაუჭირდება უპირატესობას თუ გაანიავებს მოურინიო არც ალონსოა და არც არბელოა ანუ პრაგმატიზმითაც შეუძლია მოგებები გაწელოს დიდზე ამიტომ წელს სრული ჯახი იქნება და შიდა ტრებლს გარე ტიტიულიც უნდა დაუმატოს ეს იქნება მაგარი სეზონი მესამედ უტიტულიბა რეალისა😆😆😆

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    08 ივნ 2026, 12:53

    ვაუუ ძალიან კარგია, პედრის დაასვენებს ხოლმე, დეიონგსაც და რავიცი სადაც იამალი 16 წლის მხეცობდა მოედანზე ეს არაა ნაკლები და შანსი აქედანვე უნდა მიეცეს