“ბარსელონას” ახალი სპონსორი ჰყავს და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს არის სპორტულ-ენერგეტიკული სასმლის მწარმოებელი კომპანია Prime.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” და Gatorade თანამშრომლობას წყვეტენ. ამერიკულ კომპანიას მისივე კონკურენტი Prime შეცვლის.
Prime 2022 წელს დაარსდა და მცირე დროში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა, რისი მიზეზიც ისაა, რომ კომპანიის დამფუძნებლები პოპულარული იუთუბერები, ლოგან პოლი და KSI არიან.
ლოგან პოლი ამერიკელი WWE-ს მებრძოლი, მსახიობი და ინფლუენსერია, KSI კი ინგლისელი მოკრივე და იუთუბერი. იუთუბზე მათი გამომწერების საერთო რაოდენობა თითქმის 50 მილიონს აღწევს.
PRIME არის სასმელი, რომლის მთავარი ინგრედიენტიც ქოქოსის რძე და BCAA არის. ის ხელს უწყობს კუნთების აღდგენის პროცესს, შეიცავს B ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებსა და ელექტროლიტებს. სასმელი წარმოდგენილია არაერთი არომატით, მათ შორის ლიმონის, მარწყვის, საზამთროს, ყურძნის, ჟოლოს, ფორთოხლის, ლაიმის და სხვა.
შეთანხმების გაფორმების შემდეგ “ბარსელონასა” და Prime-ს წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს.
ჟული გიუ, “ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტი მარკეტინგის საკითხებში:
ლოგან პოლისა და KSI-ს საერთო განცხადება:
Prime ბარსა გვინდათქო რო ვამბობდით ამას არ ვგულისხმობდით
იმედია ეს ამოგვიყვანს ვალებიდან
MESSI 2017, ხოდა გვაწყობს ეგეთი ჰაიპი, ძაან პოლულარულია მითუმეტეს ახალგაზრდებში ხოდა გვაწყობს ეგეთი ბრენდი სპონსორად
სანამ ვიღაც წესიერ შემტევს არ მოვიყვანთ მანამ არაფერი გვეშველება…ეს დეპრესიული ფერან ტორესი არის ნაგავი და აუცილებლად მალევე უნდა მოშორდეს გუნდს რადგან ვეღარ განიცდის პროგრესს…ნიჭიერი ფეხბურთელია და მესმის ეს მაგრამ მაგის დონე მაქსიმუმ ვალენსიაა აქ რომ მოხვდა იფიქრა რომ სუპერვარსკვლავი იყო და აუვარდა.ჩვენ გვინდა ვიღაც ჟილკიანი ცივსისხლიანი რომლისთვისაც ფეხბურთის თამაში სიამოვნების მომგვრელია და არა ფულის საჭრელი დაზგა.კვარაცხელია რომ ავიღოთ პატარა ერის შვილი უცბად ნაპოლიში გაიჩითა და მისთვის ეს ყოველივე 100 მაგ მოტივაციად იქცა. ასეთი უნდა ვეძებოთ სადღაც ბრაზიილიიდან ან ეგეთი ქვეყნიდან ოღონდ გადაფასებულიც არ უნდა იყოს. თორე ისეთი საშინელი შეტევა გვყავს მაქსიმუმ ჯგუფიდან გავიდეთ
ტეხავს ბურთის გათამაშება? მესი ვერ იტანს ეგეთ ჯარიმებს და გაეთამაშებინა რა სტენკას გაარტყა
ერთ ერთი ყველაზე პერსპექტიული დამზარდი ბრენიდა, თუ ყველაზე არა, ძაან კარგი სპონსორი დაგვითრევია
ცუდად არ გამოგო მაგრამ, იმედია ხუმრობ ხო???
და რას აძლევს ეს სპონსორი ბარსას? რა პირობებით მოდის? ჩაასხან ეგ სასმელი ფატის და ტორესს, იქნება სადმე კუნთი გამოუჩდეთ, თორემ ძლივს დგანან ფეხზე
დიდად ვერ წააგდება.გატორეიდც კაპიკებს გვაძლევდა უეჭველი.
კლუბს ეკონომიკურად რამდენად წაადგება ეს ამბავი, ეგ არის საკითხავი და არაფერი წერია.
Sagol tsl companiaa!
უუფცს ოფიციალური სპონსორია ეს ბრენდი,,ყოჩაღ ყოჩაღ მომწონს👏🏻👏🏻