მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” მთავარი სატრანსფერო სამიზნე ერლინგ ჰოლანდი იქნება, რომელზეც კიდევ არაერთი კლუბი ნადირობს.
“ბარსაში” არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ვალების ფონზე, ნორვეგიელი ტალანტის შეძენა წარმოუდგენლად ჩანს, თუმცა, ორიოლ დომენეკის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა თავის გარემოცვასა და ნდობით აღჭურვილ პირებს არწმუნებს, რომ მომავალ ზაფხულში ჰოლანდს გაიფორმებს.
ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, ლაპორტას მიზნები პრესისთვის ამ დრომდე უცნობია, მაგრამ იგი კლუბის წევრებს ხშირად ეუბნება, რომ ერლინგის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს და ამაში ეჭვი არ ეპარება.
21 წლის თავდამსხმელს დორტმუნდის “ბორუსიასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე წლის 30 ივნისიდან მისი ყიდვა 75-80 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
სადღაც 120 მილიონი დაჯდება ეს ხელფასის გარეშე. ხელფასს სადღაც 30 მილიონს მოითხოვს ალბათ, მაგრამ მაგ ფულს მარკეტინგულად ამოვიღებთ, პლუს ამას ბარსა კვლავ ძლიერი ძალა გახდება ამასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე.
2023 წელს გამოსასყიდი 68 მლნ ჩამოდის
მაზრაური თუ მოვა იმედი მაქვს გაამართლებს მაგ აქსიდან ერთს როგორ არ უნდა გაუვარდეს
მატეუ ალემანი მაგარი ტიპი ჩანს
საქმემან შენმან გამოგაჩინოს ჟოან!
ალბათ მოიყვანს, მის გარემოცვასთან პირადული-კაცური ურთიერთობა ქონია და აბა რას იზავს.