ჟოან ლაპორტა ალვარესის ტრანსფერში პირადად ჩაერთო

ჟოან ლაპორტა ალვარესის ტრანსფერში პირადად ჩაერთო

ჟოან ლაპორტა პირადად ჩაერთო ხულიან ალვარესის ტრანსფერის ოპერაციაში. ბოლო დღეებში “ბარსელონას” პრეზიდენტმა არგენტინელი ფეხბურთელის აგენტთან, ფერნანდო იდალგოსთან მოლაპარაკებები გამართა.

იდალგომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალვარესს “რეალ მადრიდისგან” არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია და დასძინა, რომ არგენტინელი ვარსკვლავი მადრიდულ კლუბში გადასვლას არცერთ შემთხვევაში არ განიხილავს. მისი გარემოცვის პოზიცია ნათელია: თუ ის ოდესმე “ატლეტიკოს” დატოვებს, მისი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ “ბარსელონა” იქნება.

ფინანსური დეტალები და “ატლეტიკოს” პოზიცია

“ბარსელონამ” ტრანსფერისთვის შიდა ლიმიტი დააწესა, რომელიც დაახლოებით 120 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს შეადგენს, რითაც ოპერაციის საერთო ღირებულებამ შესაძლოა 130 მილიონ ევროს მიაღწიოს. ტრანსფერის სრული ღირებულება ლაპორტასა და იდალგოს საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

პარალელურად, “ატლეტიკო” კმაყოფილია “რეალ მადრიდის” 150-მილიონიანი შეთავაზებით, რადგან მიაჩნიათ, რომ მისი უარყოფა მათ პოზიციას აძლიერებს და “ბარსელონას” მკაფიო მესიჯს უგზავნის – მადრიდელები ფეხბურთელს იაფად არ დათმობენ.

მოთამაშის როლი გადამწყვეტია

ჟურნალისტ აშრაფ ბენ აიადის განცხადებით, ტრანსფერის ბედი ახლა დიდწილად თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული:

სიტუაცია ახლა ნათელია. თუ ხულიანი არ დაგვეხმარება, პროცესი ძალიან გართულდება. ფეხბურთელმა უნდა სცადოს და დაარწმუნოს “ატლეტიკო”, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 14 ივნ 2026, 18:52

    მიდი ლაპო ოღონდ ეს დადე

  • Gio_bcn
    Gio_bcn ახალბედა
    schedule 11 ივნ 2026, 11:47

    მე ძაან მინდა ხულიანი ბარსაში, არგენტინელია, მესის კვალდაკვალ გააგრძელებს ისტორიას ბარსაში, თან ჯერ ახალგაზრდაა, და მომავლის პროექტია ! ჭამილა-ხულიანი-რაფა სასწაული ტრიო უნდა გაიჩითოს! არ დაგვავიწყდეს ისიც რომ
    უკვე შეთამაშებულია ლალიგაში, და არ გაუჭირდება! ოსემინს და თუნდაც ჰალანდს არ აქვთ გამოცდილება ლა ლიგაში და კაცმა არ იცის როგორ აუღებენ ესპანურ ფეხბურთს ალღოს, რასაც გინდა არ გინდა დრო ჭირდება! ენის ბარიერიც ძაან მნიშვნელოვანია! ასე რომ ხუილან მოდი ძმაოჯან💙❤️

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 11 ივნ 2026, 01:51

    ლაპორტა ლაპორტაა რა 120 /130 მილიონი შეჩემა მაგხელა ფულის გადახდის ტრაკი თუ გაქვს ?! (რაც არავის არ სჯერა!) მაშინ მაგ თანხას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუმატე და ჰალანდი მოიყვანე ! რაის ალვარესი და ოსიმენი ! 🙂

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 10 ივნ 2026, 20:32

    ლაპორტა თორე ეგეც არ მყავდეს რა. ალემანი იყო ეგეთი საქმეების ჯადოქარი და კია აგერ ატლეტიკოში. ეგ ისეთი კაცია აქეთ არ დაგვახიოს ვინმე. ვერ დაიმატებენ ალვარეზს გამორიცხული ამბავია და გაგვბერავენ შეკვეთილი ტყუილი სტატიებით მთელი ზაფხული. ოსიმენს დაელაპარაკონ და დაითანხმონ და მერე სცადონ კიდე ალვარესი. ოსიმენის დაბრო მიიღონ და ბოლოსკენ დაითრიონ ეგ კაცი

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 10 ივნ 2026, 20:30

    სირი ლაპორტა სირი დეკოს მეშვეობით ცდილობს სირი ფეხბურთელის სირულ ფასში ყიდვას. იმედია არაფერი გამოუვათ და ოსიმენს მოიყვანენ.

  • Baski123
    Baski123 ახალბედა
    schedule 10 ივნ 2026, 14:55

    ალვარესი არვიცი დაა ბეში როა ეგვიპტელი მგონი მაგაას დააწინაურებენ პირველ გუნდშიო პრესეზონზე დაა დააკვირდებიანო

  • vereli
    vereli ლეგენდა
    schedule 10 ივნ 2026, 14:18

    არვიცი რატო მარა მეც ოზიმენი მირჩევნია ამ ალვრესს, ჯერ მარტო სიტიდან და გვარდიოლასგან ატლეტიკოში და სირ სიმეონესთან წახვალ უკვე ტეხავს, და პეპიც ადვლად შეელია რაღაც, და ოზიმენი კიდე ეტოოს მინი ვარიანტი შეიძლება გამოვიდს 😊😊😊

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 10 ივნ 2026, 13:50

    ხო მართლაც გავს რეალის და ატლეს მხრიდან შეთანხმებულ მოქმედებას, შეიძლება მტრები იყვნენ ერთმანეთის მარა ამ შემთხვევაში ორივეს აწყობდათ, ერთს სათქმელი ექნება აჰა მე გავაკეთე 150მ შეთავაზებაო, მეორეს კიდე ხო ხედავთ რა ფასად არ გავყიდეთო.
    ერთადერთი ვარიანტია ალვარესმა უნდა მოინდომოს…

    მარა მე ბარსაზე უფრო მეშლება ნერვი, რას მიაკვდნენ ამ ალვარესს, მიხედეთ ოსიმენ ვიქტორას. ამდენად ჯობია ალვარესი ვიქტორას? ჯერ ერთი ზოგადად ან ჯობია ან არა საკამათო თემაა, მარა სუფთა 9 იანზე თუ მიდგება საქმე, ამ შემთხვევაში ახლოსაც ვერ მივა ვიქტორასთან, თან + თურქეთიდან ბევრად მარტივია წამოყვანა და რას ფიქრობენ არ ვიცი. ტიპს ყველაფერი აქვს, სისწრაფე, ტექნიკა, ჟინი, ჯანი, თავზე ხო საერთოდ მხეცია, არც ახსენებენ ამას და ალვარესს ეხვეწებიან 100 მილიონად.

  • Xoshko
    Xoshko ვეტერანი
    schedule 10 ივნ 2026, 13:17

    მიქაუტაძე დაგვხატავდა 🙂

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 10 ივნ 2026, 12:40

    მართლა უკვე ყელშია ეს სანტა ბარბარა რაა🤮 ვაბშე გაეშვან ამ ალვარეს არ ღირს ეგ ბიჭი მაგდენი არა.აქ რომ ტორესი არაფრად მიაჩნიათ ალვარესზე მილიონჯერ მაგარი მენტალური მონსტრია ტიპი ამხელა კრიტიკის მიუხედავად მაინც გააგრძელა ჯიუტად მუშაობა საკუთარ თავზე უამარავი თამაში მოაგებინა ბარსას და გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.ხულიანი კი სეზონში სკამს ხეხავდა არასტაბილურობის გამო.უბრალოდ ლაპოს ევასება ხმაურიანი ფოვარდები იმთავიდანვე ასეა.

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 10 ივნ 2026, 12:32

    კაი ხალხო, მსოფლიო ჩემპიონატის ცხრილს სად დავითრევ? რომელიმე მაღაზიაში ან ტოტალიზატორში არის?

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 10 ივნ 2026, 12:42

      გაზეთებს სადაც ყიდიან 3-5 ლარიანები აქვთ

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 10 ივნ 2026, 15:06

      მე სადგურის მოედანზე გაზეთების გამყიდველთან ვიყიდე 3 ლარიანი.

      • I.S.
        I.S. ლეგენდა
        schedule 10 ივნ 2026, 20:46

        გაზეთ ლელოს მოჰყვება, ბოლო ნომერს. ჯამში 2 ლარი

  • Kakkia
    Kakkia ახალბედა
    schedule 10 ივნ 2026, 11:44

    პერესმა გარკვევით თქვა რომ 150 მილიონის შეთავაზებას აპირებდა ფეხბურთელში და არ უთქვამს უეჭველი რომ მოიყვანდა, აი როგორ დავიჯერო ის ფაქტი რომ ეს ყველაფერი ნაბაზრი არ არის, როცა ხულიანი აი ვაბშე არ სჭირდებათ ტიპებს. სად უნდა დააყენონ უბრალოდ ეგეც საკითხავია, ხელოვნურობის პიკი იყო ეს ყველაფერი. მე ჩემი გავაკეთეო, ატლეტიკომაც ამხელა შეთავაზება უარყო და ისევ კაიფი დაიწყეს საქმეს გვირთულებენ თავისი ხოდებით. თუ ხულიანს აქ უნდა თამაში როგორც ლევანა მოიქცა სანამ მოვიდოდა ისე უნდა მოიქცეს და ღიად დააფიქსიროს ეს ყველაფერი თორე დარჩება მანდ როგორც მინიმუმ კონტრაქტის ამოწურვამდე.

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 10 ივნ 2026, 11:30

    ტუხელი უკმაყოფილოა რამდენიმე მოთამაშით და ნგუმოჰათი და ალექს სკოტით ჩაანაცვლებსო😶‍🌫️ მგონი გორდონზეა საუბარი

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 10 ივნ 2026, 12:31

      მაგან ისეთები აკეთა არაა გამორიცხული. სადაც ფოდენი და პალმერი არ წაიყვანა არაფერია გამორიცხული.

  • GIo-GxP-FCB
    GIo-GxP-FCB ლეგენდა
    schedule 10 ივნ 2026, 11:28

    არ მჯერა მე ამ ალვარესის რა 60-70 მილიონად კიდე იტყვი იქნება გამოვიდეს რამეო მარა 150 მილიონი? მაგ ფულად 2 მაღალი დონის მცველს მოვიყვანთ და ერთ საშუალო ან საკმაოდ პერსპექტიულ მომავალ ვარსკვლავ ფორვარდს ვინც გოლზე იქნება დაგეშილი.

  • Damien12
    Damien12 გულშემატკივარი
    schedule 10 ივნ 2026, 10:07

    ლაპორტას ახირებაა ეს ტრანსფერი. ახლა მთელი ზაფხული ამაზე იქნება საუბარი და სატრანსფერო ბოლო დღეს არავის არ მოიყვანენ. არადა ეგერ ოსიმენია, იქეთ უფასოდ მოდის ვლაჰოვიჩი, ასევე კარგი ტალანტი ეზრდება ბარსას.

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 10 ივნ 2026, 09:58

    შეეშვან რა და შერჩეს ატლეტიკოს კიტრივით

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 10 ივნ 2026, 15:09

      ვატყობ ეგეც ნიკოს ბედს გაიზიარებს თუ თვითონ არ გააქტიურდება. გახსოვთ დემბელემ რამდენი იბრძოლა ვარჯიშებზეც აღარ დადიოდა დორტმუნდში.