workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა ლიგის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია

ლა ლიგის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია

ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით “ბარსელონას” ლა ლიგაში ორიდან ორი მოგება აქვს. მესამე ტიტული ახლა მთავარი მიზანია და ეს მოგზაურობა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ბილბაოს” სტუმრობით დაიწყება – 2026/27 წლების სეზონის ოფიციალური კალენდარი უკვე ცნობილია. ჩემპიონატის დაწყება 16 აგვისტოსაა დაგეგმილი, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ითამაშებს თუ არა მოქმედი ჩემპიონი ამ დღეს.

ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ლურჯ-ბროწეულისფერი გავა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ფინალში, რადგან თუ ტურნირზე ბევრი ფეხბურთელი დიდხანს დარჩება, “ბარსელონას” ლა ლიგაში სტარტის აღება ერთი კვირით გადაიდება. დანამდვილებით ვიცით ის, რომ ბოლო ტური 2027 წლის 30 მაისს გაიმართება, სადაც კატალონიელები გასვლაზე “ხეტაფეს” დაუპირისპირდებიან.

“ელ კლასიკოს” თარიღები

როგორც ყოველთვის, “ბარსელონას” გულშემატკივრები პირველ რიგში ორ “ელ კლასიკოს” და “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი მატჩის თარიღს ეძებენ. პირველი დაპირისპირება ბარსელონაში შედგება: მე-10 ტურის მატჩი 24-25 ოქტომბრის უქმეებზეა დაგეგმილი, როცა “რეალ მადრიდი” ჟოზე მოურინიოსთან ერთად კატალონიელთა სტადიონს ესტუმრება. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამგზავრება კი სეზონის ბოლოსკენ, 35-ე ტურში, 8-9 მაისის უქმეებზე მოუწევთ.

დერბი “ესპანიოლთან” და მატჩები “ატლეტიკოსთან”

ქალაქელ მეტოქე “ესპანიოლთან” თამაშებიც ყოველთვის გამორჩეულია. საინტერესოა, რომ “RCDE სტადიონზე” დერბი კვლავ 3 იანვარს, გასული სეზონის ანალოგიურ თარიღში გაიმართება. მაშინ, მე-18 ტურის მატჩში “ესპანიოლთან” მოპოვებულ გამარჯვებაში დანი ოლმომ, ფერმინმა და ჟოან გარსიამ გაიბრწყინეს. “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი დერბი კი 32-ე ტურში, 17-18 აპრილის უქმეებზე შედგება.

ასევე აღსანიშნავია მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩები, რომლებიც ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლით გამოირჩევა. პირველი შეხვედრა “მეტროპოლიტანოზე” მე-12 ტურში, 7-8 ნოემბრის უქმეებზე გაიმართება. “სპოტიფაი კამპ ნოუზე” საპასუხო მატჩი კი სამი თვის შემდეგ, 23-ე ტურში, 6 ან 7 თებერვალს ჩატარდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 01 ივლ 2026, 05:10
    #2

    ოქტომბრის და მაისის კლასიკოები მიყვარს;
    მერე რეალის ფეხბურთელების თმებიდან ბურთის ნაფხრეწების მოცილება 🙂

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 01 ივლ 2026, 01:38
    #1

    კიდევ უნდა დავდოთ და ლიგა

    • Mariami Kh
      Mariami Khflag გულშემატკივარი
      schedule 01 ივლ 2026, 10:27
      #3

      რეალი ისეთ ტრანსფერებს დებს, ლა ლიგაც გაგვიჭირდება წელს. ჩემპიონთა ლიგაზე ხო არ მაქვს საუბარი… ბორდი გვყავს ისეთი ტყვიას ტყვიაში აჯენენ რაა, ჭაობი, ფსკერის იქით. ამოვიდა ყელში იმის ყურება არაფრისმაქნისები კათარზისად როგორ აქცევენ ბარსას

      • JasoN
        JasoNshield ვეტერანი
        schedule 01 ივლ 2026, 10:44
        #4

        მასე გაიძახდა წინა სეზონშიც ბევრი რომ ვერაფერა მოვიგებდით ამ შემადგენლობით და ვერაფერი ვინ ვერ მოიგო კი დავინახეთ, ასე რომ ნაადრევია ვინმეს ლანძღვა.

        • Mariami Kh
          Mariami Khflag გულშემატკივარი
          schedule 01 ივლ 2026, 10:53
          #5

          ძალიან მინდა რომ ვცდებოდე მაგრამ რა ხდება ტრანსფერებზე? ხო დავინახეთ ბოლო ორ წელიწადში რეალურად რისი შესაძლებლობები აქვს ამ შემადგენლობას? რამდენი წელი უნდა ვტკეპნოთ ერთი და იგივე ადგილი? არაუხოს არ უშვებენ თურმე გიჟდება ისე უყვარს ბარსა, უტვინო ბალდეს გაშვებაზეც არ ფიქრობენ, აბა როგორ ეგ ხო ლა მასიას აღზრდილია, კანსელუს გამოისყიდიან თუარა მაგაშიც არ არიან დარწმუნებულები თურმე 10-15 მილიონი ეძვირებათ… ნიკოს საგის გზა გრძელდება ალვარესზე, მიაკვდებიან მთელი ზაფხული, ტყუილ დაპირებებს მოგვიგდებენ და მერე მთელი წელი ფერანის საცოდაობას უნდა ვუყუროთ, როგორ ჩამოხსნის ყვავებს ტრიბუნებიდან. ნორმალურია ეს?

          • nika 54
            nika 54star ლეგენდა
            schedule 01 ივლ 2026, 16:49
            #6

            ატლეტიკო მზადაა ალვარესი გამოუშვას 150 მილიონად, და არავითარი განვადებით. გადახდა ერთჯერადად 150 მლნ. სხვა საკითხი არ განიხილება.