workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ბარსა ატლეტიკი 15-მა ფეხბურთელმა დატოვა

ბარსა ატლეტიკი 15-მა ფეხბურთელმა დატოვა

2022/23 წლების სეზონი “ბარსა ატლეტიკისთვის” წარმატებული გამოდგა. რაფა მარკესის გუნდმა მე-2 დივიზიონში გადასასვლელი ფლეი ოფის საგზური მოიპოვა და მართალია, დამარცხდა, მაგრამ საერთო ჯამში სეზონი მაინც დადებითად შეფასდა.

მომდევნო სეზონიდან კი “ბლაუგრანას” სარეზერვო გუნდს მნიშვნელოვნად სახეცვლილს ვიხილავთ.

გუნდი უკვე 15-მა ფეხბურთელმა დატოვა: ფაბიო ბლანკო, როზანასი, სალაია, დიუნკუ, მოა, რობერტო, არანდა, რომან ვეგა, ალვარო ნუნიესი, ლუისმი, ალექს კარბონელი, რაფუსი, ვიქტორ ბარბერა, ილიას აკომაში, არნაუ ტენასი. “ბარსა” ტენასის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ეს მეკარე გუნდს მაინც იჯარით დატოვებს და “ბარსა ატლეტიკში” აღარ ითამაშებს.

სანაცვლოდ “ბარსა ატლეტიკმა” დაიმატა ცენტრალური მცველი მიკაილ ფაი, ხოლო 19-წლამდელთა გუნდიდან დაწინაურდნენ ალეიშ გარიდო, ანდერ ასტრალაგა და ანხელ ალარკონი. აშკარაა, რომ რაფა მარკესის გუნდს ფეხბურთელების დამატება კიდევ ჭირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 02 ივლ 2023, 16:35
    #5

    მაგარ აგონიაშია გუნდი, მე მგონი ლაპორტა საერთოდ აღარ არის აზრზე, რა ქნას და როგორ უშველოს კლუბს.

  • Chico
    schedule 01 ივლ 2023, 21:15
    #4

    ყველაფერი მესმის მაგრამ მესამე მეკარედ ვის მოიაზრებენ, ვერაფრით ვერ ვხედავ….
    ვინმეს გარედან მოყვანა ზღაპარია, ეგერ არაუხო, რობერტო, ალონსო,გიუნდოგანი, მარტინესი, მეორე არაუხო დაურეგისტრირებელი არიან.
    გავი და ბალდე არ ვიცი, იძახიან დავარეგისტრირეთო, მაგრამ მაგათი არ მჯერა არაფერი.
    აბა ვინ იქნება მესამე მეკარე?

  • Rick Sanchez
    schedule 01 ივლ 2023, 17:11
    #3

    რავი დარჩა ვინმე გუნდში?

  • cruyff9
    schedule 01 ივლ 2023, 14:02
    #2

    ლუისმი კრუზი როგორ გაუშვით🤦🏻‍♂️

  • nikusha
    schedule 01 ივლ 2023, 09:35
    #1

    ლაიმე იამალიც დააწინაურონ ბარსა ბში