რამდენიმე საათის წინ ცნობილი იყო, რომ მარსელო ბროზოვიჩი “ალ ნასრიში” გადადიოდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით სიტუაცია შეიცვალა.
“ინტერი” და “ალ ნასრი” აქამდეც შეთანხმებულები იყვნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ “ბარსელონას” მილანური კლუბის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია, საუდის არაბეთში გადასვლას თავად ხორვატი ფეხბურთელიც დათანხმდა.
თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა და ტრანსფერი შეჩერებულია. მიზეზი კი ისაა, რომ “ალ ნასრიმ” პირობების შეცვლა მოითხოვა. თუ აქამდე არაბები მზად იყვნენ, ბროზოვიჩში 23 მილიონი ევრო გადაეხადათ, ახლა ისინი 15 მილიონს ჩამოდიან და თანაც ამ თანხაში შედის ბონუსებიც.
ჯერჯერობით უცნობია, დაბრუნდება თუ არა “ბარსა” 30 წლის საყრდენი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში.
აუ ამან ხო შეჭამა ტვინი, ოცჯერ მაინც შეიცვალა სიტუაცია ბოლო სამ დღეში.
ისე ეს ვითომ მილიარდელი არაბებიც კაი ჟმოტები ყოფილან.
ყველამ ისწავლა ვაჭრობა ბარსას გარდა.
Es tu laportas xodia sagol dzmao, savaraudod iasni iyo ro barcas "ufulobis" gamo al nasri daagdebda tanxas da mere isev chven gavaqtiurdebodit. Tu magdeni gadamozges da malaci ravi dzmao. Ise ki tu vinme done ar moyavt 2 wlit ar iqneboda cudi…
ორილ რომეუს მილიონჯერ მირჩევნია და ორივეს ერთად კესი მირჩევნია
🚨 მარსელო ბროზოვიჩი – update 👇
🔸 30 წლის ხორვატის საუდის არაბეთში ტრანსფერი გუშინ დაიხურა, თუმცა დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ალ-ნასრიმ გარიგების დეტალები შეცვალა, კერძოდ ფეხბურთელის სანაცვლოდ ინტერს €23 მილიონის ნაცვლად €15 მილიონს + ბონუსებს სთავაზობენ, რაც ნერაძურიმ რა თქმა უნდა დაბლოკა ❌
🔹 ამ მომენტისთვის ბროზოვიჩის ტრანსფერი “გაიყინა” 👀
🚨 ბარსელონა ორიოლ რომეუს ტრანსფერზე მუშაობს 👀🇪🇸
უკვე აღარ შემიძლია ვატყობ მე ამგენის თამაშს აღარ ვუყურებ შემდეგ სეზონში