ლუის ენრიკეს პსჟ-ში დანიშვნა გადაწყვეტილია | ფაბრიციო რომანო

ლუის ენრიკეს პსჟ-ში დანიშვნა გადაწყვეტილია | ფაბრიციო რომანო

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი ლუის ენრიკე “პარი სენ-ჟერმენის” ახალი დამრიგებელი უახლოეს მომავალში გახდება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ეს გადაწყვეტილი საკითხია.

ცნობილი ჟურნალისტი გვატყობინებს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და ენრიკე პსჟ-სთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. უბრალოდ მანამდე საჭიროა, რომ ფრანგულმა კლუბმა ამჟამინდელი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს გაშვების საკითხი მოაგვაროს.

ლუის ენრიკე “ბარსელონაში” 1996-2004 წლებში თამაშობდა. მან სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს “ბარსა ბ-ში” (ამჟამად “ბარსა ატლეტიკი”) დაიწყო. 2014-2017 წლებში ლუჩო “ბლაუგრანას” პირველ გუნდს წვრთნიდა და მასთან ერთად 9 ტიტული მოიგო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    30 ივნ 2023, 22:49

    ციტატა: Don_Andresito
    6-1 ში ვინც მონაწილეობა მიიღო ყველა მიყავთ 😁 ნეი მესი ლუჩო რაფინია. სუარესიც ბარემ და რობერტო ბოლოს ბონუსად


    რაფინია ორი წელია გაუშვეს.

    ცვეთში ტორესი წაიყვანოს რა, სადაც ასენსიო მოეწონათ იქ ტორესს რას დაუწუნებენ?

  • Don_Andresito
    30 ივნ 2023, 19:23

    6-1 ში ვინც მონაწილეობა მიიღო ყველა მიყავთ 😁 ნეი მესი ლუჩო რაფინია. სუარესიც ბარემ და რობერტო ბოლოს ბონუსად

  • ნოდო ბარდაველიძე
    30 ივნ 2023, 17:30

    ციტატა: nika 54
    გვეშველა!!! იმედია პსჟ-ს მოელაპარაკება და სასიძოსაც წაიყვანს, თუ ღმერთი წამს და თუ მართლა უყვარს ბარსა.


    რაის სასიძო მაგაშიც არ უქნია ტორესი დაშორდა იმ გოგოს

  • nika 54
    30 ივნ 2023, 16:30

    გვეშველა!!! იმედია პსჟ-ს მოელაპარაკება და სასიძოსაც წაიყვანს, თუ ღმერთი წამს და თუ მართლა უყვარს ბარსა.

  • LM10RG10
    30 ივნ 2023, 16:14

    მბაპე თუ წავა და მიცემენ ამ კაცს თავის ნებაზე გუნდის აწყობას საშუალებას,ლიგის მოგება არვიცი,მაგრამ ასე სამარცხვინოდ მაინც არ გამოვარდებიან ხოლმეე

  • CHEPE
    30 ივნ 2023, 14:20

    ჯერ იხმარა და მერე დაინიშნა გასაწმენდად🤣🤣🤣🤣 მაგ ფრანგენს ვერ უშველი ლუჩოო ვერააა

  • ROUCH
    30 ივნ 2023, 14:03

    ყვერანი რო იყიდოს არ უნდა. მადლი მოისხას მოგვაშოროს