უარი ალ ნასრის – მარსელო ბროზოვიჩი ბარსელონას შეუთანხმდა

უარი ალ ნასრის – მარსელო ბროზოვიჩი ბარსელონას შეუთანხმდა

მილანის “ინტერის” ხორვატი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი “ბარსელონას” უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა კატალონიურ კლუბს ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ არ მოუგვარებია.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით ბროზოვიჩსა და “ალ ნასრის” შორის მოლაპარაკებები გაცივდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. არადა არაბები მზად არიან, ბროზოვიჩის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ, უბრალოდ ხორვატ შუახაზელს “ბარსელონაში” თამაში სურს.

ასეთივე ინფორმაციას ავრცელებს კიდევ ერთი იტალიელი ჟურნალისტი, ჯაკომო იაკობელისი. მისი თქმით “ალ ნასრი” ფეხბურთელის აგენტთან ბოლო შეხვედრის შემდეგ პესიმისტურად არის განწყობილი. ზოგიერთი წყარო კი იტყობინება, რომ ფეხბურთელმა არაბებს პირდაპირ უარი განუცხადა.

პარალელურად La Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ ბროზოვიჩმა და “ბარსელონამ” პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს. კატალონიურ კლუბში გადმოსვლის შემთხვევაში 30 წლის ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რამე გადაწყვეტილია. ბროზოვიჩმა “ბარსას” რამდენიმე დღე მისცა იმისათვის, რომ კატალონიელებმა “ინტერს” ოფიციალური წინადადებით მიმართონ. ამ ეტაპზე “ბლაუგრანას” მილანელებისთვის ოფიციალური შეთავაზების გაკეთება არ შეუძლია, რადგან ჯერ ფეხბურთელები ჰყავს გასაყიდი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (20)

  • nikusha
    30 ივნ 2023, 00:04

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: mari
    კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, სერხი რობერტოს კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მედიაში რამდენჯერმე დაიწერა.
    ამ საკითხზე ესპანელმა ჟურნალისტმა ალექს პინტანელმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
    მისი თქმით, 31 წლის ფეხბურთელი კატალონიელთა რიგებს ამ ზაფხულს არ დატოვებს.
    როგორც ირკვევა, მოსალოდნელია, რომ სერხი "ბლაუგრანას" რიგებში კიდევ ერთი სეზონით იასპარეზებს.
    ცნობისთვის, რობერტოს "ბარსასთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

    =====================================
    აბა ჩვენთან თუ ყველამ ბოლო კაპიკიც არ აიღო ვინ წავა ისე – არადა რომ ჰკითხო ყველას უყვარს კლუბი!!!
    wink wink პ.ს. მე მგონი ყველაზე დიდი ღორი რობერტო აღმოჩნდა..- დაბადებიდან სკამის ხეხვაში იღებს მილიონებს..


    იმაზე მეცინება აქ ხალხს ლეგენდად რომ გამოყავს თითქოს ცოტა ქონდეს ხელფასიდ ა ამგის ხელფასით 2 ფეხბურთელს ვერ დაარეგისტრირებდნენ


    შემცირების მერე ყველაზე დაბალი ხელფასი რობერტოს აქვს არნაუ ტენასის შემდეგ

  • ტიტი
    29 ივნ 2023, 22:18

    ვახ არ ვიცი რა, რატომ უნდა გინდოდეს "სლოუ მოუ" ბროზოვიჩი როცა ამაზე მაღალი დონის პიანიჩი გვყავდა და ვერ გამოვიყენეთ ვერაფერში, ამის მოყვანას მართლა გარსია დადგეს საყრდენზე ის ჯობია ესეთი ზანტი მაინც არაა და მშვენიერი პასი აქვს თან. ბოლო წლებში ბუსკეტსის დაბალი სიჩქარის გამო ძაან ეტყობოდა უკვე დაცვას და ნახევარ დაცვას შორის უფსკრული იყო ფაქტიურად და ფრენკი თუ არ იყო ხომ საერთოდ მოწყვეტილი იყო დაცვა და ნახევარდაცვა ერთმანეთს და ეს "სლოუ მოუ" ბროზოვიჩი იტალიური სტილიდან გამომდინარე საერთოდ კატასტროფა იქნება სადაც კესიეს ვერ ვიყენებთ ნორმალურად ვერც მის ფიზიკას ვერც სისწრაფეს და შორეულ დარტყმებს, თან ტიპი საუკეთესო ნახევარმცველი იყო სერია ა-ში ეს რა ჯანდაბად გვინდა?!

  • Barca1980
    29 ივნ 2023, 19:11

    ციტატა: M10 S9 D11
    გაასხმევინეთ აქედან რაღადროს ბროზოვიჩია ფაფრიციო დიაზი მოიყვანეთ

    დიასზე უარი თქვეს იმიტომ რომ ორი მილიონით გაუზარდეს სატრანსფერო თანხა და ფაქტიურად მისი ღირებულების ოდენობის თანხას , ხელფასის სახით უხდიან პენსიონერ ბროზოვიჩს . მოდი და მერე ნუ იტყვი , რომ ამათ მართლა მაგრა ექავებათ ერთი ადგილიი . smirk

  • mari
    29 ივნ 2023, 17:49

    კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, სერხი რობერტოს კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მედიაში რამდენჯერმე დაიწერა.
    ამ საკითხზე ესპანელმა ჟურნალისტმა ალექს პინტანელმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
    მისი თქმით, 31 წლის ფეხბურთელი კატალონიელთა რიგებს ამ ზაფხულს არ დატოვებს.
    როგორც ირკვევა, მოსალოდნელია, რომ სერხი "ბლაუგრანას" რიგებში კიდევ ერთი სეზონით იასპარეზებს.
    ცნობისთვის, რობერტოს "ბარსასთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

    =====================================
    აბა ჩვენთან თუ ყველამ ბოლო კაპიკიც არ აიღო ვინ წავა ისე – არადა რომ ჰკითხო ყველას უყვარს კლუბი!!!
    wink wink პ.ს. მე მგონი ყველაზე დიდი ღორი რობერტო აღმოჩნდა..- დაბადებიდან სკამის ხეხვაში იღებს მილიონებს..

  • azulgerana
    29 ივნ 2023, 17:33

    ციტატა: Chico
    რამდენადაც მე ვიცი სხვა წყაროებზე წაკითხულის საფუძველზე, ბარსამ უარი განაცხადა ბროზოვიჩის დამატებაზე, სახსრების უქონლობის გამო, და გამოაცხადა რომ გიუნდუგანის და მარტინესის დამატების შემდეგ, დახურა სატრანსფერო ფანჯარა. იმ შემთხვევაში, თუ ბარსა შესლებს ბალასტის გაყიდვას და საკუთარი ფეხბურთელების რეგისტრაციას, შეიძლება დაუბრუნდეს სატრანსფერო საკითხებს…. ასე წავიკითხე მე და გამხარდა კიდევაც, რომ როგორც იქნა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს


    მშვენიერი დიდი იმედებით გასაყრელ ფეხბურთელებს მიხედონ

  • nika 54
    29 ივნ 2023, 17:31

    მოკლედ: მარსელო ბროზოვიჩი "ბარსელონას" უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა კატალონიურ კლუბს ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ არ მოუგვარებია. და ბროზოვიჩი რო გვიახლოვდება ბარსა უკან სვლით ისევ შორდება.

  • Chico
    29 ივნ 2023, 17:15

    რამდენადაც მე ვიცი სხვა წყაროებზე წაკითხულის საფუძველზე, ბარსამ უარი განაცხადა ბროზოვიჩის დამატებაზე, სახსრების უქონლობის გამო, და გამოაცხადა რომ გიუნდუგანის და მარტინესის დამატების შემდეგ, დახურა სატრანსფერო ფანჯარა. იმ შემთხვევაში, თუ ბარსა შესლებს ბალასტის გაყიდვას და საკუთარი ფეხბურთელების რეგისტრაციას, შეიძლება დაუბრუნდეს სატრანსფერო საკითხებს…. ასე წავიკითხე მე და გამხარდა კიდევაც, რომ როგორც იქნა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს

  • PavleG
    29 ივნ 2023, 17:05

    მშვენიერი ტრანსფერია, მარჯვენა მცველად კუადრადო მოიყვანეთ და ვსო.

  • Kun agüeroooo
    29 ივნ 2023, 16:00

    ნეტა რაჩემხლედუნდათ ვერვხვდები დეგრადირებული დაბერებული და გამოფიტული ბტოზოვიჩი ხო შეიძლება ვინმე ახალგაზრდა და პერსპეკტიულზე იჩალიჩონ სამომავლოდ რომელიც გამოადგრბა კლუბს 🤦🏻‍♂️

  • M10 S9 D11
    29 ივნ 2023, 15:54

    გაასხმევინეთ აქედან რაღადროს ბროზოვიჩია ფაფრიციო დიაზი მოიყვანეთ

  • cruyff9
    29 ივნ 2023, 15:53

    ციტატა: LM10RG10
    ვაბშე არ მევასება ბროზოვიჩი,მაგრამ ამ ასაკში,რომ ძაან დიდ თანხაზე ამბობს უარს და ბარსელონაში უნდა თამაში მაინც დასაფასებელიაა


    ბარსაში ვის არუნდა თამაში😄

  • ♠️Spookyfy♠️
    29 ივნ 2023, 14:51

    Sakaifo igrokia prosta asakshia da magito ar minda, 7 ara shashakola kide,5 ze meti ar unda miscen. Plus meshinia ar chaikargos. Axalgazrda mkvleli sayrdeni gaasworebda. Is urugvaeli bichi moiyvanon yvela pontshi…

  • LM10RG10
    29 ივნ 2023, 14:13

    ვაბშე არ მევასება ბროზოვიჩი,მაგრამ ამ ასაკში,რომ ძაან დიდ თანხაზე ამბობს უარს და ბარსელონაში უნდა თამაში მაინც დასაფასებელიაა

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    29 ივნ 2023, 14:01

    თუ სხვა გზა არაა მოვიდეს იჯდეს სკამზე ისე კაი სკამი კი გვყავს უბრალოდ ძირითადი შეგვყავს თორე 😀 სკამზე ბროზოვიჩი კესი როკე თუ მოვა რობერტო ალონსო სკამისთვის მშვენიერია 😀😀😀😀😀😀😀😀😀

  • ani-messi-goat
    29 ივნ 2023, 13:51

    მოკლედ ეს იქნება ძირითადი

    შტეგენი
    კუნდე არაუხო კრისტენსენი ბალდე
    გავი დე იონგი გიუნდოგანი
    პედრი
    დემბელე ლევანდოვსკი

  • Ertaoz Bregvadze
    29 ივნ 2023, 13:46

    7 მილიონი რაამბვია. გუნდოგანი აიღებს 6 მილიონს. ახლა მითხარით გუნდოგანის და ამის დონეში განსხვავება არაა? მისცენ 5 მილიონი და იკმაროს, თუ არადა მოსტ*ვნია პატრონი. ბროზოვიჩი არა ჭიჭვეიშვილი კიდე.

  • kakuna44
    29 ივნ 2023, 13:45

    რა ბროზოვიჩი,უიმედობამ დაისადგურა ბარსელონაში,სამწუხაროა და ტეხავს ამხელა კლუბისთვის,ამდენი უაზრო ტრანსფერი,დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს😡😡😡

  • cruyff9
    29 ივნ 2023, 13:35

    კი კაი იგროკია მარა ბარსას Dონეზე რავი რავი

  • CHEPE
    29 ივნ 2023, 13:32

    არადა დაუფასებელია როგორც რაკიტიჩი იყო ბარსელონაში.. ხავის მოვალეობას თხოვდნენ ტიპს რომელიც შავი სამუშაოს უფრო ასრულებდა

  • ლუკა კონცელიძე
    29 ივნ 2023, 12:45

    Esec pianichivit iqneba