ჟუტგლა: მეორე ტაიმში გონზე მოსვლა გვმართებდა

ჟუტგლა: მეორე ტაიმში გონზე მოსვლა გვმართებდა

“ლინარესთან” 2-1 მოგებული მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, ფერან ჟუტგლა კომენტარს აკეთებს:

“მეორე ტაიმში გონზე მოსვლა გვმართებდა, რაც გავაკეთეთ. კოპა დელ რეიზე წარმატების მისაღწევად დღევანდელი მოგება მნიშნელოვანი იყო.

მწვრთნელი მატჩის კონტროლზე ბევრს გვესაუბრებოდა. მის მითითებებს ვუსმენდი.

გოლის დროს კარგად ვიმოძრავე, საჯარიმოში შევედი და სივრცით ვისარგებლე. გოლითა და მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ.

ამ სტადიონზე თამაში რთული იყო. პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ გვაჯობა. საბოლოოდ, კარგი შეხვედრა გამოვიდა”.

შეგახსენებთ, “ლინარესს” გამარჯვების გოლი სწორედ ჟუტგლამ გაუტანა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • torniket
    06 იან 2022, 11:30

    ეს ზამენისთვის და უმნიშვნელო თამაშებისთვის კაი იგროკია, ჯერ 22 წლისაა შეუძლია საშუალო დონის ცენტრ ფორვარდი გახდეს თუ კარგათ იმუშავებს მთავარია სტაბილურობა, ყველა ჰალანდი და მბაპე ვერ იქნება თუ განაგრძო პროგრესი ნორმალური თავდამსხმელი იქნება, მთლად ფორლანი ვერა მაგრამ არც ნაკლები, ვნახოთ მოკლედ..)

  • Guga21
    06 იან 2022, 11:18

    ხალხოო მოვიგეეთ? არმჯერა რაბედნიერებაა ასე თუ გავაგრძელეთ ორ სამ წელიწადში ბეტისთან მოგებაზეც შეიძლება გაწევა 🙏

  • EL MAESTRO 6
    06 იან 2022, 00:49

    ეს დიდი ვერაფერია მაგრამ ხე იონგს და ბრაიტას კი ჯობია, ხან მაგარს მაზავს ხან მაგარს იტანს

  • nika 54
    06 იან 2022, 00:41

    იმათ გოლის შემდეგ, როცა ტემპიც კი არ დააგდეს, მეგონა აუცილებლად მოგვიგებდნენ. ესენი მალიორკაზე ძლიერები იყვნენ ნაღდათ.