workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
9 დებიუტანტი ჩავის ერაში

9 დებიუტანტი ჩავის ერაში

მას შემდეგ, რაც “ბარსელონა” ჩავი ერნანდესმა ჩაიბარა, პირველ გუნდში დებიუტი 9 ახალგაზრდას ჰქონდა.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

ილიას აკომაში 

მისი დებიუტი შედგა “ესპანიოლთან” მატჩში, რომელიც ასევე სადებიუტო იყო თავად ჩავისთვისაც. 17 წლის შემტევი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 37-ნომრიანი მაისურით პირველი ტაიმი ითამაშა. ჯამში, ძირითად გუნდში მის ანგარიშზე 3 შეხვედრაა.

ფერან ჟუტგლა

ჟუტგლას დებიუტი “ოსასუნასთან” სახლში ჩატარებულ მატჩში ჰქონდა. ფერანმა პირველ გუნდში სულ 9 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ის “ბრიუგეში” გაყიდეს.

ალვარო სანსი

სანსმა “ბარსაში” პირველად “მალიორკას” წინააღმდეგ, გასულ სეზონში ითამაშა. ის შეხვედრაში მეორე ნახევარში ჩაერთო, ნიკო გონსალესი შეცვალა და ნახევარდაცვაში რიკი პუჩი-ფრენკი დე იონგის დუეტს შეუერთდა. ჯამში მან 4 მატჩის გამართვა მოასწრო.

ესტანის პედროლა

ასევე “მალიორკასთან”, იმავე მატჩში, პედროლა მოედანზე ილიას აკომაშის ნაცვლად გამოვიდა და მარჯვენა ფლანგზე დადგა.

მიკა მარმოლი

2021-22 წლების სეზონის მიწურულს, “ხეტაფესთან” მატჩში, მარმოლმა მარცხენა ფლანგზე ალეხანდრო ბალდე შეცვალა.

ექტორ ბელერინი 

“ლა მასიელი” მშობლიურ კლუბში 11 წლის შემდეგ დაბრუნდა და დებიუტი “კადისთან” ჰქონდა. პირველ გუნდში ჯამში მან მოედანზე 321 წუთი გაატარა.

ინიაკი პენია 

პენიამ “ბარსელონას” მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი “პლზენის” წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა. 23 წლის მეკარემ “ბარსას” აკადემიაში ჩარიცხვიდან 10 წლის შემდეგ პირველი გუნდში, საბოლოოდ, ითამაშა. ჩავი მას მეორე მეკარედ განიხილავს. 

მარკ კასადო

“ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელის დებიუტიც “პლზენთან” შედგა – ჩავიმ კასადო მოედანზე 67-ე წუთზე, ფრანკ კესიეს ნაცვლად შეიყვანა. ის 196-ე “ლა მასიელია”, რომელმაც პირველ გუნდში ითამაშა.

შადი რიადი

მაროკოელი მცველი მე-9 და ჯერჯერობით ბოლო დებიუტანტია, რომელსაც ჩავიმ შანსი მისცა. რიადი რაფა მარკესის “ბარსა ატლეტიკის” უცვლელი წევრია, პირველ გუნდში კი მისი დებიუტი “ოსასუნასთან” 2-1 მოგებულ შეხვედრაში შედგა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 14 ნოე 2022, 10:04
    #1

    როგორც ჩანს ჩავი არც ისე კმაყოფილია ახალგაზრდებით, იმედია ვინც დარჩა მოიხოდებიან.