“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ფერან ჟუტგლა იმ ერთ გარემოებას ასახელებს, რომლის შემთხვევაშიც ის კატალონიურ კლუბში დაბრუნდებოდა.
ჟუტგლა “ბარსა ატლეტიკიდან” “ბრიუგეში” წინა ზაფხულში 5 მილიონ ევროდ გადავიდა და ბელგიაში გატარებულ პირველივე სეზონში 15 გოლი გაიტანა.
The Athletic-ის მიერ თავის მომავალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას 24 წლის კატალონიელი ამბიციურად პასუხობს:
ლა ლიგასა და პრემიერ ლიგას თვალს ვადევნებ. რა თქმა უნდა, ინგლისში თამაში მესიამოვნებოდა, მაგრამ ასევე კარგი იქნებოდა ესპანეთში უმაღლეს დონეზე თამაში. ეს ორი საუკეთესო ჩემპიონატია და რომელიმე მათგანში მომავალში საკუთარი თავის ხილვა კარგი იქნებოდა.
ყველაფერი იმის შემდეგ, რაც გამოვიარე, გეტყვით, რომ თუ ოდესმე “ბარსელონაში” დავბრუნდები, ეს იქნება შემთხვევა, როდესაც ეს კლუბი ევროპის საუკეთესო თავდამსხმელის დამატებას შეეცდება. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
აბა ეს უნდა გაეშვათ? ამათი არასწორი
ფერანი ეტყობა ენრიკემ მოაყვანინა, შორს რო არ ერბინა მაგის გოგოს.
გავივით "ჟილკიანი ბიჭია"
ფერანში 55 მილიონის გადახდას ამის დატოვება ჯობდა ბევრად
Es gaushves am sleebma da feranebi da vigacaebi moatries
მონდომებული ბიჭია და იმედია ერთ დღეს დააბრუნებენ
არ იყო ეს გასაშვები