workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
კამპ ნოუზე თამაშისას ვგრძნობ, რატომაა ბარსა მეტი, ვიდრე კლუბი | ინტერვიუ ლევანდოვსკისთან

კამპ ნოუზე თამაშისას ვგრძნობ, რატომაა ბარსა მეტი, ვიდრე კლუბი | ინტერვიუ ლევანდოვსკისთან

რობერტ ლევანდოვსკიმ CANAL+ SPORT-ს ინტერვიუ მისცა.

– მესი “ინტერ მაიამიში” გადავიდა. მინდა, გკითხოთ, “ბარსელონაზე” მედიაში გავრცელებულ ცნობებს თვალს ადევნებთ თუ არა?

– “ბარსაზე” ინფორმაციების წაკითხვა რთულია. ბევრი გამოცემა კლუბზე ცუდად ან კარგად წერს. ყველამ იცის, რომ ისინი ყველაფერს იჭერენ, რის გამოც თვალის მიდევნებას აზრი არ აქვს.

როცა რამის გაგება მინდოდა, ვიცოდი, ვისთვის დამერეკა. ფეხბურთელმა გავრცელებულ ცნობებზე არ უნდა იდარდოს. უსარგებლოა იმის ნახვა, რომ დღეს რაღაცის შანსი 90%-ია, ხვალ კი – 10%.

– როგორც შეაფასებდი “ბარსაში” სადებიუტო სეზონს?

– რეკონსტრუქციის პროცესში მყოფი გუნდით ტიტულებისთვის ბრძოლა დიდებული გამოწვევაა. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი. “ბარსელონასთან” ერთად გატარებულ ყოველ დღეს, წუთსა და მატჩს ვაფასებ.

– როგორი გრძნობაა “კამპ ნოუზე” თამაში?

– ისტორიას ვგრძნობ და ვხვდები, რატომაა “ბარსა” მეტი, ვიდრე კლუბი – რაღაც განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება. ყოველთვის, როცა ამ მაისურს ვატარებ, ვგრძნობ, რომ განსაკუთრებულ ადგილას ვარ. კულეების მხარდაჭერა ყოველთვის შესამჩნევია.

– რა განსხვავებაა “ბარსელონასა” და “ბაიერნს” შორის?

– ორგანიზაციის მხრივ ასეთი გრანდები ერთმანეთს ჰგვანან – დიდი განსხვავებას ვერ ვხედავ.

მხოლოდ მენტალიტეტს გამოვარჩევდი – გერმანელები ესპანელებისგან განსხვავდებიან. ბარსელონაში ხალხი სულ იცინის. კატალონიის კლიმატი ასევე გეხმარება, რომ ღიმილიანი სახით გაიღვიძო, მიუხედავად იმისა, წინა დღე როგორი იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Maestro 6
    schedule 19 ივნ 2023, 19:50

    არასდროს ვგიჟდებოდი ამაზე მაგრამ რაც გადმოვიდა ძაან დავაფასე, არსაიდან მოვიდა ვარსკვლავი და მოგვაგებინა ლა ლიგა

  • nika 54
    schedule 19 ივნ 2023, 16:25

    მხოლოდ მენტალიტეტს გამოვარჩევდი – გერმანელები ესპანელებისგან განსხვავდებიან. ბარსელონაში ხალხი სულ იცინის. კატალონიის კლიმატი ასევე გეხმარება, რომ ღიმილიანი სახით გაიღვიძო, მიუხედავად იმისა, წინა დღე როგორი იყო.

    გერმანელებს ღიმილისთვის არ სცალიათ, ვარჯიშებზე არიან კონცენტრირებულები მერე კი თამაშზე.