workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჩავის რუბენ ნევეშის ტრანსფერი არასდროს განუხილავს

ჩავის რუბენ ნევეშის ტრანსფერი არასდროს განუხილავს

ხავი მიგელის ცნობით, ჩავი ერნანდესს რუბენ ნევეშის ტრანსფერი არასდროს განუხილავს.

ჩავიმ პორტუგალიელის შეძენის ვარიანტი სამჯერ გამორიცხა და ამბობდა, რომ ნევეშის მოყვანას, ბევრად ერჩივნა, ფრანკ კესიე დარჩენილიყო.

საბოლოოდ, უკვე ვიცით, რომ რუბენი “ბარსას” ფეხბურთელი არ გახდება, რადგან ის ცოტა ხნის წინ “ვულვერჰემპტონიდან” €55 მილიონად არაბულ “ალ ჰილალში” გადავიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    schedule 19 ივნ 2023, 22:23

    რავი რა. ყველა ვარსკვლავი არაბეთში მიდის, ევროპაში ვის უნდა ვუყუროთ მართლა არ მესმის. რა ხალხი წავიდა საუდის არაბეთში და აქ უკლასო ფერან ტორესები და ასენსიოები დარჩნენ. ფეხბურთის ყურების მუღამი იკარგება ნელ-ნელა….

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 19 ივნ 2023, 21:20

    არაბებს ტორესი რაფინია და დემბელე არ უნდაათ?

  • Maestro 6
    schedule 19 ივნ 2023, 20:01

    ციტატა: nika 54
    უეფას პრეზიდენტი: "საუდის არაბეთი? ერთი ახალგაზრდა მაინც დამისახელეთ, ვინც იქ კარიერის პიკში წავიდა"
    თარიღი: 18 ივნ 2023, 23:00

    უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა ევროპის ლიგებიდან საუდის არაბეთში ვარსკვლავების წასვლაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
    „ერთი ტოპ-დონის ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, ვინც ფორმის პიკში, ან კარიერის სტარტზე წავიდა საუდის არაბეთში?
    საქმე მხოლოდ ფულში არ არის. ფეხბურთელებს ტოპ-ტურნირების მოგება უნდათ, ასეთები კი მხოლოდ ევროპაშია.
    რონალდუს და მესის წასვლა? ჩვენ ისინი არ დაგვიკარგავს, ჯერ კიდევ თამაშობენ. კარიერის ბოლოს ზოგი ფეხბურთელი ფულის საშოვნელად სადმე მიდის ხოლმე, ეს გასაკვირი არ არის.“ – აღნიშნა ჩეფერინმა.

    კი ბატონო, თუ რონალდუ არ არის შენთვის მაგალითი მაშინ აგერ ცოცხალი მაგალითი რუბენ ნევეში, ასევე ედუარდ მენდი , რომელმაც ალ-აჰლისთან შეთანხმებას მიაღწია. კიდევ: მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა მარსელო ბროზოვიჩმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, მიმდინარეობს მოლაპარაკება, წავიდა ბენზემა , საუდელები ზიეჩის ტრანსფერს ხურავენ და კულიბალიზეც იმედიანად არიან, კანტე ალ იტიჰადში გადასვლასთან ახლოსაა. და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი დღეს ამოკითხული ნიუსებიდან არის. ფეხბურთელების მარტო დღე და ღამე თამაში კი არ უნდათ, დასვენებაც და კაი ფულის გამომუშავებაც, რომელსაც მაგრად აზიხარ. მაგრამ იმ ხალხმაც ისწავლა ჭკუა და მარტო შენს გასართობად არ უნდათ სირბილი.


    ძაან უკან და უკან მიდის ფეხბურთი, 26 ელის კაცი ევროპული გუნდის ლიდერი რომ ხარ და დიდი გუნდები ინტერესდებიან შენით, მიდიხარ ფულის გასაკეთებლად და არავინ დაგიმახსოვრებს, ვერ ჩაწერ შენს სახელს ისტორიაში რადგან ფული არჩიე, აი მაგას რომ ფეხბურთრლი იზამს რავი🤷‍♂️

  • Berlinetta♥
    schedule 19 ივნ 2023, 17:10

    ფულის შოვნას არაბეთში სულ მოასწრებდა , რად გვინდოდა ასეთი კაცი გუნდში, კარიერა რომ არ აინტერესებს

  • nika 54
    schedule 19 ივნ 2023, 16:18

    უეფას პრეზიდენტი: "საუდის არაბეთი? ერთი ახალგაზრდა მაინც დამისახელეთ, ვინც იქ კარიერის პიკში წავიდა"
    თარიღი: 18 ივნ 2023, 23:00

    უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა ევროპის ლიგებიდან საუდის არაბეთში ვარსკვლავების წასვლაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
    „ერთი ტოპ-დონის ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, ვინც ფორმის პიკში, ან კარიერის სტარტზე წავიდა საუდის არაბეთში?
    საქმე მხოლოდ ფულში არ არის. ფეხბურთელებს ტოპ-ტურნირების მოგება უნდათ, ასეთები კი მხოლოდ ევროპაშია.
    რონალდუს და მესის წასვლა? ჩვენ ისინი არ დაგვიკარგავს, ჯერ კიდევ თამაშობენ. კარიერის ბოლოს ზოგი ფეხბურთელი ფულის საშოვნელად სადმე მიდის ხოლმე, ეს გასაკვირი არ არის.“ – აღნიშნა ჩეფერინმა.

    კი ბატონო, თუ რონალდუ არ არის შენთვის მაგალითი მაშინ აგერ ცოცხალი მაგალითი რუბენ ნევეში, ასევე ედუარდ მენდი , რომელმაც ალ-აჰლისთან შეთანხმებას მიაღწია. კიდევ: მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა მარსელო ბროზოვიჩმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, მიმდინარეობს მოლაპარაკება, წავიდა ბენზემა , საუდელები ზიეჩის ტრანსფერს ხურავენ და კულიბალიზეც იმედიანად არიან, კანტე ალ იტიჰადში გადასვლასთან ახლოსაა. და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი დღეს ამოკითხული ნიუსებიდან არის. ფეხბურთელების მარტო დღე და ღამე თამაში კი არ უნდათ, დასვენებაც და კაი ფულის გამომუშავებაც, რომელსაც მაგრად აზიხარ. მაგრამ იმ ხალხმაც ისწავლა ჭკუა და მარტო შენს გასართობად არ უნდათ სირბილი.

  • NAMASTE
    schedule 19 ივნ 2023, 15:44

    ტიპი 26 წლისაა და არაბეთში წავიდა 😅