“ბარსელონას” ლეგენდამ, პეპ გვარდიოლამ ჩავი ერნანდესზე ისაუბრა:
“ბარსას” დიდებული მწვრთნელი ჰყავს, რომელიც კლუბსა და მის სტილს კარგად იცნობს. ვიმედოვნებ, ჩავი იქ დიდხანს დარჩება, შემდეგ კი მას ბუსკეტსი ან ვინმე სხვა ჩაანაცვლებს.
“ბლაუგრანას” თავკაცის პოსტზე ჩემი ეტაპი დასრულებულია.
პეპმა კომენტარი ილქაი გიუნდოგანზეც გააკეთა:
ვიცი, რომ “ბარსელონას” ილქაის შეძენით ინტერესდება, მაგრამ ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურს. თუ “ბარსა” ამ ტრანსფერს განახორციელებს, შესანიშნავი ფეხბურთელი ეყოლება.
“ბარსას” ფინანსურ მდგომარეობაზე:
“ბარსელონას” ეკონომიკური კრიზისი “მანჩესტერ სიტის” ან “პარი სენ-ჟერმენის” პრობლემა არაა.
მათ 3 ტრანსფერზე €400 მილიონი დახარჯეს. ეს ყველაფერი იმ ხალხის ბრალია, რომლებიც კლუბს მანამდე მართავდნენ. ლაპორტა დიდებულ საქმეს აკეთებს.




მაესტროოო
შენი დიპლომატობა ნერვებს მიშლის.
არც კი დარდობს, 10 კაცი ყავს სიტის ახალ პროექტისთვის, ითქვა რო მბაპეზეც არ იტყვიან უარს(ალბათ პერესს წნევა დაარტყავს) ასე როცა ფული გაქვს ცხოვრებაც უფრო ადვილია.
მბაპეს არ უნდა აწყობდეს ჰოლანდთან ერთად გუნდში ყოფნა.
დიდებული ხარ შენ, ეს ჯერ საშუალოზე დაბალი დონის ხისთავიანი მწვრთნელია, რომელსაც არაფერი დაუმტკიცებია კარგი.
ვიცი, რომ "ბარსელონას" ილქაის შეძენით ინტერესდება, მაგრამ ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურს. თუ "ბარსა" ამ ტრანსფერს განახორციელებს, შესანიშნავი ფეხბურთელი ეყოლება.
არც კი დარდობს, 10 კაცი ყავს სიტის ახალ პროექტისთვის, ითქვა რო მბაპეზეც არ იტყვიან უარს(ალბათ პერესს წნევა დაარტყავს) ასე როცა ფული გაქვს ცხოვრებაც უფრო ადვილია.
ტიტულს კი გაუსინჯა გემო უკვე და ცოტახანში ვნახავთ "ხეზე ასვლაც" თუ ასწავლე😉