ესპანეთმა ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალია 2-1 დაამარცხა.
“ფურია როხა” გავის აქტიურობის შემდეგ იერემი პინომ დააწინაურა. მალევე ჩირო იმობილემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შეცვლაზე შემოსულმა ხოსელუმ თავის გუნდს მოაგებინა.
ნახსენები გავის გარდა, რომელმაც მოედანზე 68 წუთი გაატარა, “ბარსელონადან” მატჩში მონაწილეობა ანსუ ფატიმ (16 წუთი) მიიღო. გარდა ამისა, “ბარსას” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა და ესპანელთა კაპიტანმა, ჟორდი ალბამ სრული შეხვედრა ჩაატარა.
ესპანეთი ფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩი 18 ივნისს გაიმართება.
ალბა ჩვენიანია მაინც. სანამ ახალი კლუბის მაისურში არ ვნახავ, ბარსას ფეხბურთელია ჩემთვის.
ხორვატია გაიფენს ამათ.
იტალიასთან პირველი გოლი ბონუჩის შეცდომას მოყვა, მეორე გოლი კი რიკოშეტის წყალობით ხოსელუმაც ვერ გაიგო როგორ გავიდა.
ალბა მგელია
ეს ჩვენი პენსიონერი სხვებს კიდე ჯობდა. მაგრამ ეს მორატა რატო ყავთ ნაკრებში ვერ ვხვდები, დემბელეზე უფრო დებილია.
მაგას ტიტულადაც არ ვთვლი მე მგონი ოლიმპიადაზე ნაკლები ფასი აქვს.
იმედია მოიგებენ ჩვენი ბიჭები და სანაკრებო ტიტულსაც გაუსინჯავენ გემოს✊