ჩავი ერნანდესმა “მალიორკასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
კვირას “კამპ ნოუს” ვემშვიდობებით, რომელთანაც მრავალწლიანი ემოციები გვაკავშირებს. ჩვენ ასევე ბუსკეტსსა და ალბას გავაცილებთ. ემოციური დღე იქნება
მეგობრების გაწვრთნა და მათთვის იმის თქმა, რომ ნაკლებს ითამაშებენ, მარტივი არაა. ეს მტკივნეული გადაწყვეტილებებია, რომლებიც ალვესისა და პიკეს შემთხვევაში მივიღე, მაგრამ მწვრთნელისთვის პირველ ადგილზე პროფესიონალიზმი დგას.
“კამპ ნოუს” დატოვების გამო თავს სევდიანად ვიგრძნობ, რადგან ეს ჩემი სახლია, რომელთანაც ბევრი მოგონება მაკავშირებს. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ახალი და უკეთესი სტადიონი გვექნება, რომელზეც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ.
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოგება გვსურს. გვინდა, სეზონი დადებითი შეგრძნებით დავასრულოთ. ვიმედოვნებთ, ლევანდოვსკი პიჩიჩის, ხოლო ტერ შტეგენი სამორას ჯილდოს მოიგებს.
რა თქმა უნდა, ალბა და ბუსკეტსი მოგვენატრება. ისინი თანაგუნდელებისთვის სამაგალითო მოთამაშეები არიან, მაგრამ საბოლოოდ როლები იცვლება და ზოგიერთ ფეხბურთელს ნაბიჯის წინ გადადგმა მოუწევს.
უკვე ვთქვი, რომ კუნდესთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. ის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია. ჟიული ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალია.
“მონჟუიკზე” გადასვლა და ცვლილებასთან შეგუება მარტივი არ იქნება. “კამპ ნოუ” ჩვენი ბუნებრივი გარემოა და ახალ არენასთან შეგუება მოგვიწევს. სწორედ ამიტომ, გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. ქომაგებმა უნდა გააანალიზონ, რომ ისინი დაგვჭირდება.
პედრის მონაწილეობა ერთა ლიგაზე? ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ნაკრების მწვრთნელთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ვფიქრობთ, პედრისთვის დასვენების დროა, მას კუნთის გადაღლა აქვს.
ალბას წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. როდესაც ვისაუბრეთ, მან მითხრა, რომ წასვლის დრო იყო.
ბალდესა და ალონსოს სახით ორი მარცხენა მცველი გვყავს, ამიტომ ამ პოზიციის გაძლიერება არ გვჭირდება.
ფატისთან მის მომავალზე არ მისაუბრია. ფეარ პლეის სიტუაციას ჯერ ვიცნობთ – როდესაც ის გვეცოდინება, ტრანსფერებს მაშინ დავგეგმავთ.
გაგვიმართლა, რომ ბუსკეტსი ტრავმას თითქმის არასდროს იღებდა. მისი შემცვლელის პოვნა იოლი არ იქნება. როგორც ვთქვი, ტრანსფერები ფინანსურ ფეარ პლეიზეა დამოკიდებული, თუმცა ის უნდა იყოს, ძლიერი, რომელიც ორთაბრძოლებს იგებს, ტექნიკური, ჭკვიანი. ბუსკეტსის შემცვლელის მოყვანა აბსოლუტური პრიორიტეტია.
პეპ გვარდიოლა ბოლო 15 წლის განმავლობაში ფეხბურთში ყველაზე გავლენიანი პირია.
ძალიან ხშირად ძვირად დაგვიჯდა დიდი როტაცია. არ შეიძლება მეტოქის არ დაფასება. ბოლო 2 თამაშის შემყურე სელტასთან მეგონა მინიმუმ 3 ბურთით მოვიგებდით მაგრამ ხო ვნახეთ როგორ მოვიგეთ.
მთლიანად დაცვას დავასვენებდი ფელიშთან ერთად გვაქვს მაგის ფუფუნება
რობერტო არაუშავს დადგება ერთი თამაში
შტეგო
რობერტო არაუხო ინიგო ალონსო
გავი რომეუ გუნდოგანი
რაფინია ლევა ტორესი
70 წუთიდან
კანსელუ რობერტო
ფელიში რაფინია
ფერმინი გუნდო
იამალი ლევა
ბალდე ალონსო
აქ ფიზიკურ სიძლიერეზეა საუბარი და არა ზოგადად გუნდის სიძლუერეზე.
ზედმეტი მოუვა პორტუგალიურ დუოს, ლევას და კუნდე კრისის. დროა არაუხო ინიგოს დუეტი ვნახოთ ცენტრში, მარჯვნივ ოღონთ რობერტო არა, კუნდე დადგეს ამ ერთხელაც, კანსელო ფელიქსი 70 წუთიდან შემოუშვას. ლევა რობოტია, მარა ჯობს ტორესმა ჩაანაცვლოს 1 თამაში.
ისე მართალია, მალიორკასთან თუ არ მოსინჯეს ინიგო აბა სხვაგან სად?
სულ აანალიზებთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ, თუმცა მაინც უშვებთ, მაინც დადიხართ და არ დარბიხართ, მაინც ძალიან ხშირად სვარკას გვაყურებინებთ. ჩვენ კი მოთმინებით გელოდებით როდის ათამაშებდით ისე, რომ მალიორკა და სელტას დონის გუნდებთან არ გვეშინოდეს.
ხო დააყენოს ინიგო ერთხელ, გადაწვავს ეს ჩემისა კუნდესაც და კრისტენსენსაც, ხვალ ორივე რო დაასვენოს და ინიგო-არაუხო მოსინჯოს არიქნება ცუდი ვარიანტი
ხვალ როტაციაა საჭირო რადგან 3 დღეში სევილაის ვხვდებით იქიდან 3 დღეში კიდე პორტუს
მალიორკა ძაან ძლიერია? ანუ სიტის და ბავარიას დონე ყოფილა, ბარსას რატო აფარჩაკებთ!!!
იმედია პირველ ტაიმს ისეთი ანგარიშით წავიყვანთ რომ მეორე ტაიმში ფელიქსის ლევანდოვსკის არაუხოს და კანსელოს დასვენება შეგვეძლება
თქვენ ოღონდ ირბინეთ მალიორკასთან და გოლები თვითონ წამოვა.
"სელტასთან" თამაში გავაანალიზეთ და შევაფასეთ, რა გავაკეთეთ არასწორად, რათა შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
მთავარი შეცდომა მოედანზე სეირნობა იყო, ფეხბურთი უნდა გეთამაშათ, იმედია ეს მაინც გაარკვიეთ ანალიზით.
ალბას და ბუსკეტსის გამო ღირს ამ თამაშის ჩართვა, თორე ზუსტად ვიცი მანდაც წააგებენ
ტებასმა რა ბიჭო, მოგვყავს მესი თუ არა? 19-შიო და უკვე 28 რიცხვია დღეს. გააღვიძეთ ხო არ მოკვდა, ძაღლი მიაკვდეს მაგ დამპალს.
ტერ შტეგენი
ბალდე-კუნდე-კრისტესტენი-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი-გავი
რაფინია-ლევანდოვსკი-დემბელე
Uefas saitze
"ბალდესა და ალონსოს სახით ორი მარცხენა მცველი გვყავს, ამიტომ ამ პოზიციის გაძლიერება არ გვჭირდება."
ალონსო😆 ბიჭიკო მუშაობს=ალონსო თამაშობს🤣🤣🤣 ვინმე ახალგაზრდა დააწინაურეთ აკადემიიდან მარცხენა მცველის გარდა სხვა პოზიციაზეც რო შეეძლოს თამაში ეგეთი და ალონსო გაუშვით სადაც უნდა. რა ჯანდაბა ნახა ამ კაცმა ეგეთი იმ დოყლაპიაში ნეტა ვიცოდე🙂 ხვალ მოიგე გირჩევნია ბოლო მატჩია ძველ ნოუკამპზე, თორე ვერ გიშველის მერე მიზეზების გამოგონება😇
იმედია გამარჯვებით დავემშვიდობებით კამპ ნოუს. ვინმემ ხომ არ იცით ევროპის ჩემპიონატს 17 წლამდელებს სად ვუყურო?
იმედია მოიგებენ მაინც.