workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟიულ კუნდე მზადაა, ბარსელონა დატოვოს

ჟიულ კუნდე მზადაა, ბარსელონა დატოვოს

ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ჟიულ კუნდე “ბარსელონადან” წასვლაზე ფიქრობს.

ჟურნალისტის ცნობით, ფრანგი მზადაა “ბარსა” დატოვოს და კლუბს აცნობა, რომ მასთან დაკავშირებით შეთავაზებები განიხილონ. 24 წლის ფეხბურთელი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და მიაჩნია, რომ მისი სიტუაცია მალე შეიცვლება. ფრანგმა ამის შესახებ ჩავი ერნანდესსაც ესაუბრა.

წყაროს ხაზს უსვამს, რომ კუნდეს ტრანსფერი არ მოუთხოვია, მან უბრალოდ კლუბს საკუთარი სიტუაცია გააცნო. 

“ბარსელონამ” იცის, რომ ჟიულ კუნდეს სატრანსფერო ფასი გასულ სეზონთან შედარებით გაიზარდა და მისი გაყიდვით დიდი თანხის გამომუშავება შეუძლია. ფრანგი Transfermarkt-ზე 60 მილიონ ევროდაა შეფასებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (32)

  • Albicelecte
    schedule 23 მაი 2023, 18:35
    #20

    80 ლიმონი; წესით პსჟ უნდა ინტერესდებოდეს, მით უმეტეს, რომ ფრანგია;
    მაგ ფულით არნაუ არტინესს დავაბრუნებდი, ის მექსიკელი არაუხოც როგორც ამბობენ, ძალიან ძლიერი ყოფილა და ეს ორი ახალგაზრდა კონკურენციაში ივარგებდა;
    არაუხო,კრისტენსენი,ინიგო და ამათ დამატებული გარსია, ასე თუ ისე არ იწვება ქვეყანა;
    გავყიდდი დემბელეს, ანსუს და ფერანს, რაფინიას შეცვალზე დავტოვებდი, თუკი მეფე დაბრუნდა…
    არც თანხაში გავიჭედებოდი და დემბელე-ანსუ-ფერანის ფასით ხვიჩას ვიყიდდი

  • Aroni
    schedule 23 მაი 2023, 18:32
    #19

    გეთანხმები, შეუცვლელი არავინაა, მაგრამ ფაქტია ალვეშის შემცვლელი დღემდე ვერ მოიძებნა. კუნდეც ხო მაგიტომ თამაშობს მაგ პოზიციაზე

  • Alien messi
    schedule 23 მაი 2023, 18:24
    #18

    არავინ არაა შეუცვლელი კაცო დადონ 100 მილიონი და წაიღონ 🤝

  • Genius8
    schedule 23 მაი 2023, 16:55
    #17

    🚨 ჟულ კუნდე ბარსელონადან წასვლას განიხილავს 👀🇫🇷

    💰 სატრანსფერო ფასი: €70-80 მილიონი
    საინტერესოა ძაან თუ წასვლა უნდა წავიდეს დიდად არაა გადამრიე მცველი მე ვფიქრობდი ადრეც მქონდა დანაწერი სანამ ვიყიდდით ლენგლე ორი არ გამოდგესთქო რაც ითამაშა ცენტრში ყველა თამაშში თითქმის ჩაისვარა

  • GM BARCA
    schedule 23 მაი 2023, 16:46
    #16

    შეცდომები კი აქვს მაგრამ, მაინც კლასნია, კრისტენსენიც ძაან მაგარია და გაგვიმართლა რომ მოვიდა ჩვენთან, ერთი ის არი რო ცოტა ტრამვებისკენ აქ მიდრეკილება კრისტენსენს, ამ დაცვის დაშლა არ გამოვა რა, აი შეტევაში რო ხალხი გვყავდეს და რაფინია ტორესის იმედზე არ ვიყოთ, ძაან კაი გუნდი ვიქნებით. თუ მაინცდამაინც 70-80 ზე ნაკლებად არ უნდა გაყიდონ, და მოიყვანონ ფრიმპონგი და ხულიან არაუხოც აქააა და კონკურენცია იქნება.

  • ani-messi-goat
    schedule 23 მაი 2023, 16:32
    #15

    ციტატა: Sigur Rós
    და მერე რჩები სამი ცენტრ. მცვველის იმედზე, საიდანაც სამივე ერთმანეთზე მეტად მიდრეკილია ტრავმებისკენ?
    წელს ლიგაზე მაგან რო დაგვღუპა ჰო გახსოვთ? აუცილებელია ღრმა დაცვა,


    +1 ინტერთან ორივე თამაში გამოტოვეს კუნდემ და არაუხომ + კრისტენსენმაც განმეორებითი, პირიქით 4 ისეთი ცენტრ მცველია საჭირო ძირითადი რო ანდო და არა ერიკ გარსიები, აგერ სიტის ლაპორტი ყავს სკამზე ამდენი ხანია, რაის კუნდეს გაშვება :დ

  • Sigur Rós
    schedule 23 მაი 2023, 16:23
    #14

    ციტატა: Iniesta_8
    60 მილიონად ნამდვილი მარჯვენა მცველი მოგვივა ასე რომ თუ ვინმე არის მსურველი არც დავფიქრდები ისე გავუშვედი.


    და მერე რჩები სამი ცენტრ. მცვველის იმედზე, საიდანაც სამივე ერთმანეთზე მეტად მიდრეკილია ტრავმებისკენ?
    წელს ლიგაზე მაგან რო დაგვღუპა ჰო გახსოვთ? აუცილებელია ღრმა დაცვა, თორე დაიტრავმება ისევ არაუხო ლიგის ჯგუფისთვის და ყველა ნორმალური გუნდი გადაგვირბენს.

    60 მილიონი არაა საკმარისი რო თუნდაც კუნდეს დონის ცენტ.მცველი და + მარჯვენა მცველი მოვიყვანოთ.

  • NeymardaSilva
    schedule 23 მაი 2023, 16:13
    #13

    ისე, ლოგუკურარ რომ მივუდგეთ, არაუხო და კრისტენსენი, ორივე ჯობია ამას, ესეც მარჯვნივ ცოდოა, პლუს 60-70 მილიონის აღება თავისუფლად შეიძლება ამისგან, და მართლა მარჯვრნა მცველის მოყვანა მაგ თანხით. ფირმპონგი მაგალითად, რაც იდეალური იქნება. სკამზე ინიგო და ალონსო იქნებიან და წესით ყველა იხეირებს ამ გარიგებით.

  • Barca for life
    schedule 23 მაი 2023, 15:58
    #12

    ჯერ კიდევ როდის დავწერე კუნდეს გავყიდდი და მის ნაცვლად ნდიკა+ფრიმპონგს დავითრევდი თქო და ყველა გამომენთეთ😂
    არ ვამბობ რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ამ სეზონში კუნდე არაა შეუცვლელი და საუკეთესო, ერთი 10 თავით მირჩევნია კრისტენსენი, იმიტომ რომ სულ სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ბურთის ამოტანა ეხერხება და ძალიან ცოტა სარისკო შეცდომები აქვს..
    მეორე მხრივ აშკარად ტრავმიანი ცენტრი გვყავს, არაუხოს ხან რა ჭირ, ხან რა, კრისტენსენსაც უცდება ხოლმე..ინიგო კიდევ ვერ ეყოფა ამათ..ვერც გარსია-ალონსოს იმედად ვერ ვიქნებით..და თან სკამზე რომელიმეს დასმაც არავის გვინდა..
    რავიცი მე უფრო გაყიდვას ვემხრობი იმიტო რო სკამზე ჩვენნაირ კრიზისში მყოფ გუნდს 60-70 მილიონის დონის ფეხბურთელი ფიზიკურად ვერ გვეყოლება, მითუმეტეს ახალგაზრდა და მაგარი..
    ხოლო ინიგო-ნდიკა – სკამისთვის იდეალური მგონია ან ნუ ნდიკას ნაცვლად ავიღოთ სხვა ვინმე თუ გეგულებათ, უბრალოდ ეს თან უფასოა..
    ხოლო მარჯვნივ რომ რეალური მარჯვენა ფულბექი გვჭირდება ამას რად უნდა ლაპარაკი, თუმცა მეორე მხრივ თუ ფოიტზე წავიდა ბაზარი, მაშინ ამ გუნდს ვაბშე შევეშვები..

    რავი ჩემთვის მისაღებია ასე:

    ფრიმპონგი—არაუხო—კრისტენსენი—ბალდე

    შეცვლაზე:

    რობერტო—ნდიკა—ინიგო—ალონსო

    ნუ ჩემი ნება რომ იყოს, ახლავე ჩავხსნიდი რობერტო-ალონსოს და არნაუ-გრიმალდოს მოვიყვანდი, გრიმალდო თან უფასოა და ახალგაზრდაა ასევე ჩვენი აღზრდილიცაა, ხოლო არნაუ ჟირონაში არაჩვეულებრივია და ძვირიც არ დაჯდება ასე 20 ალბათ (ნუ თუ გაწვდებიან რატომაც არა..

  • Don_Andresito
    schedule 23 მაი 2023, 15:58
    #11

    არადა შეცდომების მიუხედავად კარგია მარჯვნივ. კარგი რა, აქამდე ვინც იყო იმათ ჯობს. 80-ს კი გადაგვიხდიან მარა თუ ტოპ მარჯვენა მცველი ვერ ვიყიდეთ რა აზრი აქვს. ფრიმოონგი და ვინნე ისეთი თუ დავითრიეთ, ცენტრშიც რო ითამაშებს და მარჯვნივაც, კიდე ხო. ისე 80 ად დავფიქრდებოდი თუ ფრიმპინგი 50 ად მიგვივა, პლიუს ფოიტიც მოვა დაჟე, მესამე ცენტრალურ მცველადაც რო იდგეს და მარჯვენა მცველადაც

  • Albicelecte
    schedule 23 მაი 2023, 15:54
    #10

    თუ პსჟ გადაიხდის 80 ლიმონს, არ იქნება ცუდი ვარიანტი, მით უმეტეს, რომ არაუხო,კრისტენსენი და ინიგო იქნებიან გუნდში, პლუს მათ გარსია, რომელსაც უფრო საყრდენზე ვხედავ ან… სატრანსფერო სიაში innocent

  • Andria
    schedule 23 მაი 2023, 15:52
    #9

    კუნდე მიყვარს მაგრამ კრისტენსენია ულაპარაკოდ მეორე საუკეთესო მცველი გუნდში

  • Tamo
    schedule 23 მაი 2023, 15:49
    #8

    80 გადაგვიხადონ და თუ წასვლა უნდა იმას იქით წავიდეს.ამის 60%თამაშშიც კი მილიონები ვიხადეთ და ეხლა უნდა გადათრევა?ჯოჯო კაცი…ჯერ ჩაცმა ისწავლოს და მერე იბლატაოს…სად სიკვდილშიც უნდა იქ წაეთრიონ თუ აქაურობა არ მოსწონთ… სად იპოვის იკეთესს მაგასაც ვნახავთ…წავიდეს პსჟში და ამოესვას მბაპეს🙃

  • Griezzy7
    schedule 23 მაი 2023, 15:46
    #7

    არც დაფიქრდნენ ამის გაყიდვაზე. კუნდე დაეტიე რა

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 23 მაი 2023, 15:31
    #6

    Erti tvis win vtqvi ro tu vinme vishe klasis iqneba gasayidi an deyongia egeti an kounde-metqi. Arvici gaxsovt tu ara. Me tu mkitxavt es dzaan kai gadawyvetilebaa tu dziritadis magali donis marjvena mcvels iyidian. 80+ milionad zaprosta unda gayidon es,ai zaprosta. Anu gamodis raphinias toveben da magis tanxas amiti gaabatileben. Slea xavi me magis momtrevi mov***an. Kessie wava 30, gaijarebuli si**manjoebidan erti 40-50 ro she krat. Fati-50. Ferani 40. Plus nahui alba/buskets. Sakaifo fuli shemova. Demebelec gasayidia tu raphinias itoveben ase 50-60 milionad. Dembelec ro gamovricxot magis gareshe 240 milioni marto gayidvebidan shemodis sul mcire 200 mainc. Plus xelfasebi izogeba sul mcire 100-130 milionis. Gundi unda gaadzlieron saswrafod,marjvniv messi,marcxniv vinme magali donis,centrshi gundoganze ragac chorebi wavida axangrdzlivebso da vin unda davitriot ar vici,kimich sayrdenze meechveba. Karoche mosayvanebshi vichedebit dzaan.

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 23 მაი 2023, 15:29
    #5

    ოოო აი არვიცი რა. 60-70 მილიონი ცოტა არაა. კრისტენსენი გვყავს ამაზე სტაბილური და უკეთეს სეზონს ატარებს. ტრიოს დაშლაც არ მინდა,მათი წყალობით(და შტგენის)მოვიგეთ ლა ლიგა.თუ გაუშვეს ტოპ მარჯვენა მცველი უნდა დაიდოს მაშინ,სხვა გზა არაა. კუნდეს გამო კრისტენსენი სკამზე დასმის მომხრე არ ვარ და არც არაუხოს მარჯვენა ფლანგზე გამწესების.

  • Iniesta_8
    schedule 23 მაი 2023, 15:28
    #4

    60 მილიონად ნამდვილი მარჯვენა მცველი მოგვივა ასე რომ თუ ვინმე არის მსურველი არც დავფიქრდები ისე გავუშვედი.

  • Rick Sanchez
    schedule 23 მაი 2023, 15:26
    #3

    მოიცა რა, ძლივს დაცვა ნორმალურად დაკომფლექტდა, რა დროს ამის გაყიდვაა

  • nika 54
    schedule 23 მაი 2023, 15:15
    #2

    ამის ვითომ პატარ-პატარა შეცდომების გათვალისწინებით, 60 მილიონი მშვენიერი ფასია. თავისუფლად შევიძენთ უფრო საიმედო მცველს.

  • walker599
    schedule 23 მაი 2023, 15:08
    #1

    ისე, კრისტენსენსა და კუნდეს შორის არჩევანი რო მოითხოვოს კლუბმა, მემგონის ყველა კრისტენსენს აირჩევს, ნუ არაუხოს არც ვადარებ.