workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს

ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს

Relevo-ს ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელ ვარსკვლავს ნეიმარს “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. 

წყაროს თანახმად, 31 წლის ფეხბურთელი პარიზულ კლუბში თავს კარგად არ გრძნობს და “ბარსაში” დაბრუნებაზე ოცნებობს, თუმცა იცის, რომ ეს წარმოუდგენელი იქნება. “ბლაუგრანა” ნეიმარის დაბრუნებას არ განიხილავს და ეს ბრაზილიელსაც კარგად მოეხსენება.

ზაფხულში “ბარსას” მთავარი სამიზნე ლიონელ მესი იქნება. კატალონიელები ლა ლიგისგან ფინანსურ გეგმასთან დაკავშირებით პასუხს უახლოეს მომავალში ელიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (28)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 20 მაი 2023, 16:33

    აა მოუნდა დაბრუნება ბიჭს?ბარსელონა თუ უნდოდა აიძულა ვინმემ და დააძალა წადიო?ბრძანდებოდეს ახლა პსჟში და აკეთოს ფულები,ხო მაგ მიზნით მიაშურა პსჟს.

  • nika 54
    schedule 18 მაი 2023, 19:53

    სურს და დაბრუნდეს, მშვენიერი ფეხბურთელია როცა ტრამვა არა აქვს. თამაშშიც თავს არ ზოგავს. მახსოვს პსჟ-თან ლეგენდარულ ქამბექში როცა ანგარიში 3-1 გახდა მეორე ტაიმში ლეოს შეეტყო რო დაკარგა იმედი ეს არ ჩერდებოდა. ლეომ არ დაარტყა და ამან დაარტყა ჯარიმა და გაიტანა, მეორე პენალტიც ამან დაარტყა მგონი ლეოს პირველი პენალტის შემდეგ. კლასიკოში მახსოვს პეპე რო კოჭში შიპებით შეაფრინდა და გეტრები რო უცებ გაუწითლდა სისხლისგან, არც შეხვევა არ აცალა ექიმებს ისევ შემოვარდა მინდორზე. მოკლედ მშვენიერი ვარიანტიია. აქ უნდა დავამატოთ ერთი "მაგრამ" პსჟ ამას მუქთად არ გამოუშვებს არ მახსოვს რამდენი დააფასეს ყოველშემთხვევაში იმაზე ბევრად ნაკლები ვიდრე გადაიხადეს. ხოდა თუ ძაან უნდა აქ მოსვლა გამოისყიდოს თავისი კონტრაქტი, როგორც ფაბრეგასმა გამოისყიდა არსენალიდან რო გადმოვიდა ბარსაში. და ხელფასზეც ნუ ექნება დიდი პრეტენზია, ლეოზე მეტი ნაღდათ არა რასაც ეხლა უნიშნავენ, თუ საერთოდ მოგვცა უფლება ტებასმა.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 18 მაი 2023, 10:59

    არადა მაგარი იქნება რო დააბრუნონ, ჩავი ერთს მაგრად მიაკაჩავებს და მოხოდავს საკაიფოდ, არა ბიჯოს ფატი ტორესი დემბელე და რაფინია ჯობს, ყველა ერთად არაა ნეიმარის დონე, სადაც მესის აბრუნებენ ესეც დააბრუნონ და უქნებ ლიგაზე გავიწიოთ, ფორვარდი ალვარესი ვინათხოვროთ სიტიდან და ეგაა

  • me da barca
    schedule 18 მაი 2023, 00:06

    საათივით აწყობილი გუნდი დაშალა იმიტომ, რომ ფული და პირველობა უნდოდა. ახლა დაბრუნება უნდა იმიტომ, რომ პირველობა მბაპემ აახია და ცუდად გრძნობს თურმე თავს. გამოდის, რომ ამის ხუშტურებზე უნდა იაროს გუნდმა. უფასო, რომ იყოს კიდევ ჰო, მაგრამ ამას ის შავტრ**ა ხალიფა ძილში გაგუდავს და ბარსას არ დაუთმობს.

  • Rick Sanchez
    schedule 18 მაი 2023, 00:01

    ისეთი კომენტარებია ვითომ ბარსაში ფატი და ტორესი არ თამაშობდნენ. ნეიმარის დონის არცერთი შემტევი არ გვყავს ლევანდოვსკის თუ არ ჩავთვლით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ეს ოხერი და 6 წელია ვოცნებობ მის დაბრუნებას

  • Fc Barca Batumi
    schedule 17 მაი 2023, 15:31

    აქ არ იყავი, ბარსა თუ გინდოდაა?

  • I N I E S T A 8
    schedule 17 მაი 2023, 15:26

    ციტატა: gio-rakitich

    მართლა გჯერა ეს რო დარჩენილიყო ლიგებს მოვიგებდით ზედიზედ? :დდ


    ერთს 99% მოვიგებდით😎ძალიან დიდი შანსი იქნებოდა იმის რომ მართლა მოგვეგო ზედიზედ ეს რო გვყოლოდა რომასთან და ლივერპულთან.მენტალიტეტის გამო წავაგეთ ეგ ორი თამაში და ეს რო გვყოლოდა თითო თითო გოლს მაინც რამენაირად გავიტანდით 🙃ამასაც არ აქ გადამრიე მენტალიტეტი მაგრამ ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ამიტომ ვფიქრობ რომ გვყოლოდა იმ ავადსახსენებელ წლებში ერთს მაინც მოვიგებდით ლიგას ორს თუ ვერა😃

  • gio-rakitich
    schedule 17 მაი 2023, 13:49

    ციტატა: I N I E S T A 8
    ეს რო არ წასულიყო აზრობთ ვალიკო რა სახელით შევიდოდა ისტორიაში🙃მგონი ზედიზედ დადებდა ლიგებს ვალიკოს ბარსელონა და წაუგებელ სერიას გამოვაცხობდით ჩემპიონატში მაგრამ ჰა მოგვისპო ყველაფრის იმედი და მოისპო კარიერა თვითონაც🙃


    მართლა გჯერა ეს რო დარჩენილიყო ლიგებს მოვიგებდით ზედიზედ? :დდ